8:1 |
მას დღესა შინა მიანიჭა ასვირეოს მეფემან ესთერს, რაოდენი მიენიჭა ამანისთჳს, და ყოველი მონაგები ამანისი. და ჰრქუა მეფემან ესთერს და მარდოქეს: რომელმან განმარინე მე ჴელთაგან მათ საჭურისთასა, და მისი ეზრახა წარწყმედა და არა იცოდა, რამეთუ მამა ჩემი არს. და მოუწოდა მარდოქეს მეფემან, რამეთუ უთხრა ესთერ მეფესა, ვითარმედ თჳსი მისი არს |
8:2 |
და მოიღო ბეჭედი მეფემან იგი, რომელი მიეღო ამანს, და მისცა იგი მარდოქეს. და დაადგინა ესთერ მარდოქე ყოველსა ზედა ხვასტაგსა ამანისასა. |
8:3 |
ხოლო მეფემან მოიყვანა მარდოქე. და დაადგინა ყოველსა ეზოსა თჳსსა. ხოლო ესთერ და მარდოქე ეტყოდეს მეფესა და შეუვრდეს ფერჴთა. და ევედრებოდეს, რათა მოისპოს ბოროტი იგი ამანისი და რაოდენი-იგი უყო ჰურიათა. |
8:4 |
და განირთხა მეფემან კვერთხი იგი და ოქროჲსა ქედსა ზედა ესთერისასა. და აღდგა ესთერ და წარდგა წინაშე მეფისა და ითხოა მისგან. |
8:5 |
და თქუა ესთერ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა და უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მიავლინე და მოაქციე როარტაგები, რომელი წარსცა ამან დაწერილი წარწყმედისათჳს ჰურიათასა, რომელნი არიან სამეფოსა შენსა, |
8:6 |
ვითარმედ უკუე ვიხილო ძჳრი ერისა ჩემისა და ვითარ ძალ-მედვას. ცხორებად წარწყმედისა მამულისა ჩემისა? |
8:7 |
და ჰრქუა მეფემან ესთერს: უკუეთუ ყოველივე მონაგები ამანისა მიგანიჭე თქუენ და იგი აღვაბი ძელსა, რამეთუ ჴელნი მისნი განყვნა ჰურიათა ზედა (რაღასა ეძიებთ?) |
8:8 |
მისწერეთ თქუენცა სახელითა ჩემითა, ვითარცა გნებავსთ, დაბეჭდეთ ბეჭდითა ჩემითა, და არარა არს მათი სიტყჳს-გება. |
8:9 |
და მოუწოდეს მწიგნობარსა პირველსა მას თთვესა ნისანსა, რომელ არს ვარდობისა, ოცდასამსა მის თთჳსასა და მიუწერეს ჰურიათა, რაოდენი უბრძანა მეფემან მნეთა და მთავართა სოფლებისათა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშვიდთა მათ სამთავროთა სოფლად და სოფლად მათისაებრ ენად-ენადისა |
8:10 |
და დაიწერა ბრძანებითა მეფისათა და დაბეჭდეს ბეჭდითა მისითა და მიუძღვანეს წიგნები იგი მალემსრბოლთაგან, რამეთუ იდგნენ ჰურიანი მტკიცედ და უბიწოდ |
8:11 |
ყოფად სჯულითა მათითა. და შეეწიენით მათ და იჴმიენით წინა-აღმდგომნი მათნი და მბრძოლნი, ვითარცა მათ უნდეს, ერთსა შინა დღესა ყოველსა სამეფოსა ასვირეოს მეფისასა. |
8:12 |
მეათსამეტესა დღესა თთჳსა მის მეათერთმეტისასა, თთვესა ადარსა, რომელ არს იგრიკა, დაწერეს ქუემოდაწესებული იგი წიგნი, რომლისა სახე ესე არს. |
8:13 |
და ესე წიგნები მიმოედევინ თუალთა აღხილულად წინაშე ყოველთა ადგილთა სამეფოთა. და განმზადებულ იყუნედ ყოველნი ჰურიანი ამის დღისა ბრძოლისად მათდა, რომელნი-იგი წინააღუდგეს მათ ბრძოლად. |
8:14 |
და მივლინებულნი იგი მიიწივნეს სწრაფად, რომელნიცა მეფისა მიერ განწესებულ იყვნეს, ეგრეთვე მსგავსად შუშანსაცა შინა მიმოსდვეს ბრძანება ესე. |
8:15 |
ხოლო აღმჴედრებულნი იგი განვიდეს მსწრაფლ მეფისა ბრძანებასა აღსრულებად. და მარდოქე გამოვიდა სამეუფოთა შემოსილი სამოსლითა ძოწეულითა და გვირგვინი ოქროსი თავსა მისსა. ვითარცა იხილეს იგი რომელნი იყვნეს შუშანს შინა, განიხარეს ჰურიათა. |
8:16 |
და იყო ნათელ დიდ და მხიარულება ქალაქებსა და დაბნებსა, |
8:17 |
ვიდრეცა მიეცა ბრძანება იგი, იყო სიხარულ და სუმა და განცხრომა ჰურიათა. და მრავალნი წარმართთაგანნი წინადაიცვეთდეს და ჰურია იქმნებოდეს. და არავინ წინაღუდგებოდა მათ, რამეთუ ეშინოდათ ჰებრაელთაგან. |