კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ესთერი »
ესთერი 1
ესთერი 2
ესთერი 3
ესთერი 4
ესთერი 5
ესთერი 6
ესთერი 7
ესთერი 8
ესთერი 9
ესთერი 10
ესთერი 11
ესთერი 12
ესთერი 13
ესთერი 14
ესთერი 15
ესთერი 16

« ესთერი 7 [BIB - xx] »
7:1 წარვიდა და ინაჴ-იდგა ჟამსა მეფისა და ესთერს თანა, ვითარცა მოვიდოდა. და იყო სუმა.
7:2 და ჰრქუა მეფემან ესთერს მეორესაცა დღესა მის სუმისასა: რაჲ არს, ესთერ დედოფალო, ურვა შენი? ანუ რაჲ არს თხოვა შენი? ანუ რასათჳს არს ვედრება შენი? და გეყოს შენ ვიდრე ზოგადმდე სამეფოსა ჩემისა. ხოლო ესთერ ღვაწლსა შინა იყო და ვერ იკადრებდა თხრობად, რამეთუ მოსაჯული მისი წინაშე თუალთა მისთა იყო. და ღმერთმან მისცა მას კადნიერება ვედრებით, რომელი-იგი ხადოდა მას
7:3 მიუგო და ჰრქუა მეფესა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე მეფისა. და უკუეთუ ჯერ-უჩნდეს, კეთილ არს სასჯელი ესე გულსა მისსა, მოემადლენ სული ჩემი სისხლთა, და სიტყუაჲ ჩემი ვედრებასა, და ერი ჩემი თხოვასა ჩემსა, და ნათესავი ჩემი ცხორებასა ჩემსა,
7:4 რამეთუ განვიფრდენით მე და ერი ჩემი წარწყმედულად. და ჩჩჳლნი მათნი აღსაჭრელად და ჭაბუკნი მათნი მონებად და ცოლნი მათნი მჴევლებად. და ვერ ვიკადრე თხრობად, რათა არა შევაწუხო უფალი ჩემი მეფე და არა ვისმინე, რამეთუ იქმნა განვრდომილ ბოროტისმყოფელი ჩემი, რამეთუ არა ღირს არს მსმენელი ეზოსა მეფისასა
7:5 და განრისხნა მეფე და თქუა: ვინ არს, რომელმან იკადრა საქმე ეგე ყოფად და აღდგა დამდაბლებად, ვითარმცა თანაწარჴდა შიშსა შენსა?
7:6 და თქუა ესთერ: კაცმან მტერმან ამან, მეგობარმან შენმან, მტყუარმან და უკეთურმან მაგან. ხოლო ამან შეძრწუნებულ იყო სიტყუათა მათ ზედა მეფისა და დედოფლისათა. და გული განუწყრა მეფესა.
7:7 და ზე ახლდნა სმისაგან, განვიდა მტილად. ხოლო ამანს შეეშინა და შეუვრდა ფერჴთა დედოფლისათა. და დავარდა ცხედარსა მისსა ზედა. და ევედრებთდა დედოფალსა, რამეთუ ჰხედვიდა თავსა თჳსსა ბოროტსა შინა.
7:8 ხოლო მეფემან მოაქცია მიერ მტილით სასმურადვე და იხილა ამან ცხედარსა ზედა დავრდომილი და ევედრებოდა დედოფალსა. ჰრქუა მეფემან: ვერ კმა-გეყოა შენ შეცოდება მეფისა, არამედ ცოლსაცა ჩემსა ჰმძლავრებ ჩემ წინაშე სახლსა შინა ჩემსა? ამანს რაჲ ესმა ესე; ჰრცხვენა პირსა წინაშე
7:9 და თქუა ბუგათან, ერთმან მონათგანმან მისმან, საჭურისმან: აჰა, ძელი ეზოსა შინა მისსა, რომელი მომზადა ამან ერგასის წყრთა, რამეთუ მოეკვეთა იგი, რათა აღაგოს მარდოქე, რომელი იტყოდა მეფისათჳს კეთილსა. და თქუა მეფემან: დამოჰკიდეთ იგი მას!
7:10 და მოაბეს ამან მასვე ძელსა, რომელიცა მზა-ეყო მარდოქესთჳს. და მიაქცია ღმერთმან ზრახვა მისი მისავე და სახლსა ზედა მისსა. და წარიჴადა მეფემან ბეჭედი თჳსი ჴელისაგან მისისა და დაბეჭდეს ყოველსა საცხორებელსა ამანისასა. და მაშინ დასცხრა მეფე გულისწყრომისა მისისაგან

© 2010, გია შერვაშიძე