კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ესთერი »
ესთერი 1
ესთერი 2
ესთერი 3
ესთერი 4
ესთერი 5
ესთერი 6
ესთერი 7
ესთერი 8
ესთერი 9
ესთერი 10
ესთერი 11
ესთერი 12
ესთერი 13
ესთერი 14
ესთერი 15
ესთერი 16

« ესთერი 16 [BIB - xx] »
16:1 მეფე დიდი არტაქსექს ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდთა სოფელთა და ჴელმწიფეთა, რომელნი ჩუენ კერძოსა ზრახავთ სიხარულით
16:2 და მრავალთა უფროსითა ქველის-მოქმედთა სიტკბოებითა ზედასაზედა პატივ-ცემულნი უდიდესად განლაღნეს.
16:3 არა ხოლო დამორჩილებულთა ჩუენთა ეძიებდეს ბოროტის-ყოფად, რამეთუ სიმაძღრე ვერ უძლეს დათმენად, არამედ ქველისმყოფელთაცა მათთა შეჰყავს მანქანებით ბოროტის-ყოფად.
16:4 მადლობა არა ხოლო კაცთაგან დააკლდეს, არამედ კეთილის უმეცრებისათჳს მონებით ამაღლდეს და ყოვლისმყოფელისა მარადის ღმრთისა წინაწარცნობისა საჯეს და ბოროტის სიძულილი განრინებად ვერ უძლეს,
16:5 რომელნი მრავალგზის მრავალთაცა ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებულთა მეგობართა საქმეთა ზედა დადგინებულთა საგენცობელად მათა ბრალეულ-ყვეს უბრალონი დათხევად სისხლამდე.
16:6 და შეამთხვივეს ბოროტი მიუწდომელი ბოროტისა ჩვენებისა ტყუვილითა, რამეთუ შეურაცხ-ყვეს თჳთმპყრობელთა უმანკო და სახიერი გონიერება, ხოლო განზარხვა ჯერ-არს.
16:7 არა ხოლო ესოდენ მიცემულთაგან ჩემ მიერ მიცემულთა ძველთა უწყებულთა, რაოდენ შემდგომთაგან არაღირსად აღსრულებული საქმისა, რომელნი უღირსად ჰმძლავრობდეს და ესევითართაგან უკეთურებისა მორჩილებად ამისა შემდგომად ბოროტის-ყოფადცა,
16:8 არამედ სამეუფოსა დაწყნარება და ყოველთა კაცთა იყოს მშჳდობა. არღარა გვიჴმს უკეთურთა შესმენა; ხოლო პირსა წინაშე მხიარულსა სახიერებით ვსჯით მარადის.
16:9 ნუ ჰგონებთ, რამეთუ გონება ჩემი ცვალებადი იყოს, არამედ ჟამი ცვალებადი არს, და განვაჩინებ წყალობასა.
16:10 ხოლო უცხოქმნილი ჩუენგან ამან ამადოთესი ბუგანი მაკედონელი უცხო სპარსთა სისხლისაგანი იყო და ფრიად, განშორებული ჩუენგან. სიტკბოებასა მიემთხვივა ჩუენ კაცთმოყვარებისა
16:11 ესეოდენ, ვიდრე მამადცა ჩუენდა სახელის-დებად და ყოველთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და შემდგომი სამეუფო საყდარი დაეპყრა.
16:12 რამეთუ ვერ თავს-იდვა სიმაძღრე და ჴელი შეჰყო მთავრობისაცა ჩუენისა დაკლებად ჩუენგან და ცხორებისაგან განშორება ჩუენი.
16:13 ხოლო ჩუენისა მაცხოვრისა და მარადის ქველისმოქმედისა მარდოქესი და უბიწოსა მეფობისა ჩუენისა ესთერისა და ყოვლითურთ ნათესავით მათით მრავლითა სახითა მანქანებისა ზრახვათაგან ითხოვა წარწყმედისა მიცემად.
16:14 რამეთუ ამათ სახეთაგან ჰგონებდა ყოფად ჩუენდა ოჴრად და უცხო საქმედ სპარსთა სიმტკიცისაგან მიქცევად იგი მაკედონიად.
16:15 ხოლო ჩუენ სამგზის უბადრუკისა მის მიერ მიცემულთა თქუენდა ჰურიათა განსარყვნელად არა ვჰპოებთ ძჳრის-მოქმედად, არამედ სიმართლისა სჯულთა შინა მყოფ არიან.
16:16 და ძენი არიან მხოლოსა და ჭეშმარიტისა მაღლისანი და დიდისა და მარადის ცხოვლისა ღმრთისანი, რომელმან წარგვიმართა მეფობა ჩუენი აქამომდე.
16:17 კეთილთა აღთქმითა მამათა ჩუენთათა კეთილად უკუე ყავთ და ნუ ერჩით პირველ წარმოძღვანებულთა მათ თქუენდა წიგნთა ამანისმიერთა,
16:18 რომლისათჳს იგიცა თჳთ ამის მოქმედებისათჳს ბჭეთა წინაშე შუშანისა ქალაქისათა დამოკიდებულ არს ძელსა, რამეთუ ადრე კუალად სასყიდელი მიაგო მას ყოვლისა მპყრობელმან და ბოროტისმოძულემან ღმერთმან.
16:19 ხოლო სახე ესე წიგნისა ამის მიმოდვეს ყოველთა ადგილთა, ვითარმედ კადნიერად უტევეთ ჰურიანი მსახურებად თჳსთა სჯულთა.
16:20 და თანაშეეწეოდეთ მათ, რათა, რომელნი-იგი ჟამსა ჭირისასა დაესხმოდენ მათ ზედა დღესა მეათსამეტესა თჳსა მის მეათორმეტისა, რომელ არს ადარი,
16:21 მასვე დღესა, რამეთუ ამას შინა ყოველთა ძლიერმან ღმერთმან მოსრვისა წილ რჩეულისა ნათესავისა ებრაელთასა ყო სიხარული.
16:22 და თქუენ სახლისა თქუენისათჳს განჩინებული ესე დღე და წელიწადი ყოველთა სიხარულითა გეპყრენ,
16:23 რამეთუ აწ და ამისა შემდგომად ცხორება იყოს თქუენი საუკუნოდ ებრაელთა და ქველისმეტყველთა მათთჳს სპარსთა.
16:24 ხოლო ყოველმან ქალაქმან გინა სოფელმან, რომელნი არიან ქუეშე სამეფოსა ჩემსა ყოვლითურთ, რომელმან არა ყოს ამის ბრძანებისაებრ, ლახურითა და ცეცხლითა განილიოს რისხვით; და იყოს იგი არა ხოლო კაცთაგან უვალ, არამედ მჴეცთაგანცა და ფრინველთა მიმდემად ყოველთა ჟამთა გარდარეულებისაგან ოჴრებისა.

© 2010, გია შერვაშიძე