1:1 |
ქება ქებათა სოლომონისა, რომელ არს კურთხევა კურთხევათა, რომელსა ეწოდების ებრაელებ სირ ასირინ. |
1:2 |
სძალი ეტყჳს: ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ უმჯობეს არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, |
1:3 |
და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა. ნელსაცხელებელ წარმოცარიელებულ სახელი შენი, ამისთჳსცა ქალწულთა შეგიყუარეს შენ, |
1:4 |
მიგიზიდეს შენ, შემდგომად შენსა სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდით. ქალწულთა მიუთხრა სძალმან სიძისათჳს, რომელიცა მიმადლა მას: შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თჳსსა, - სძალმან მიუთხრა ქალწულთა, და მათ თქუეს: ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ შენდამი. შევიყუარნეთ ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა. ქალწულნი სიძისა მიმართ ჴმობენ სახელითა სიძისათა: სიწრფოებამან შეგიყვარა შენ, |
1:5 |
სძალი ეტყჳს: შავ ვარ მე და შუენიერ, ასულნო იერუსალიმისანო, ვითარცა საყოფელნი კედარისანი და ვითარცა კარავი სოლომონისი. |
1:6 |
ნუ მხედავთ მე, რამეთუ დაშავებულ ვარ, რამეთუ უგულებელს-მყო მე მზემან, ძენი დედისა ჩემისანი მლალვიდეს მე, დამადგინეს მე მცველად ვენაჴისა, სავენაჴე ჩემი არა დავიცევ. |
1:7 |
სიძე ეტყჳს სძალსა: მითხარ მე, რომელი შეგიყვარა სულმან ჩემმან, სადა ჰმწყსი, სადა დააწვინნი შუვასამხრის? ნუუკუე ვიქმნე მე, ვითარცა ვინ გარემოიცავნ კოლტსა სხჳსასა? |
1:8 |
სიძე ეტყჳს სძალსა: უკუეთუ არა იცნა თავი შენი, კეთილო დედათა შორის, განვედ შენ კუალსა სამწყსოთა შენთასა, და დამწყსენ თიკანნი შენნი საყოფელსა მწყემსთასა. |
1:9 |
კუალად სიძე ეტყჳს: ჰუნესა ჩემსა ეტლთა შორის ფარაოსთა გამსგავსე შენ, მახლობელო ჩემო. |
1:10 |
ქალწულნი ეტყჳან სძალსა: რაბამ განშუენდეს ღაწუნი შენნი, ვითარცა გურიტისანი, ყელი შენი, ვითარცა მძივი დაცუმული. |
1:11 |
ქმნილებასა ოქროსასა გამსგავსოთ შენ და წულილად დასხმულსა ვეცხლსა. |
1:12 |
ვიდრემდის მოასხნეს მას ჴელნი მისნი მეფემან. სძალი ეტყჳს თავსა თჳსსა და სიძესა: ნარდიონმან ჩემმან გამოსცა სულნელებაჲ თჳსი. |
1:13 |
შეკრული შტახში - ძმისწული ჩემი ჩემდა; შორის ძუძუთა ჩემთა განისუენენ. |
1:14 |
ტევანი გამობუტკოვის, ძმისწული ჩემი ჩემდა, შორის ვენაჴოვანსა გაადისასა. |
1:15 |
სიძე ეტყჳს სძალსა: აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო, აჰა, ეგერა, შუენიერ ხარ, თუალნი შენნი ტრედ არიან. |
1:16 |
სძალი ეტყჳს სიძესა: აჰა, ეგერა, კეთილ ხარ, ძმისწულო ჩემო, და შუენიერ, ცხედარსა ჩუენსა ზედა საგრილი. |
1:17 |
მოსელნი სახლისა ჩუენისანი - ნაძჳსანი, მენაკნი - საროჲსანი. |