3:1 |
ალეფ. მე, კაცი მხედველი სიგლახაკისაჲ კუერთხითა გულისწყრომისა მისისაჲთა. |
3:2 |
შემიწყნარა მე და წიაღმიმიყვანა ბნელსა და არა ნათელსა, |
3:3 |
რამეთუ ჩემ ზედა მოაქცია, შეცვალა ჴელი მისი ყოველსა დღესა. |
3:4 |
ბეთ. განკაფნა ჴორცნი ჩემნი და ტყავი ჩემი. ძუალნი ჩემნი დამუსრნა სრულიად. |
3:5 |
აღაშენა ძჳნად ჩემდა, და მომიცვა გარე, თავი ჩემი. |
3:6 |
რუდუნეულ-ყო, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარნი საუკუნენი. |
3:7 |
გიმელ. აღეშენა მონად ჩემდა და არა განვიდე, დაამძიმა უღელი ქედისა ჩემისა. |
3:8 |
და თუმცა რამეთუ ღაღად-ვყო და ვჴმობდე, დააყენა ლოცვა ჩემი. |
3:9 |
და ყუნა გზანი ჩემნი მარმაროჲთა, და ალაგნი ჩემნი განრყუნნა. |
3:10 |
დალეთ. და თუ დადარანებულ მექმნა მე იგი, ვითარცა დათჳ დადარანებული და ვითარცა ლომი ფარულსა შინა, |
3:11 |
მდევნა მე განშორებულსა და განმჭრა მე, დამდვა მე უჩინოქმნილად. |
3:12 |
გარდააცუა მშჳლდსა თჳსსა და გამწონა მე, ვითარცა განი, საისრედ. |
3:13 |
ჱე. შეაწონა თირკმელთა ჩემთა გესლი კაპარჭთა მისთა, |
3:14 |
ვექმენ საცინელ ყოველსა ერსა, გასაცხრომელ ვიყავ მათა მარადღე. |
3:15 |
განმაძღო მე სიმწარითა, დამათრო მე ნავღლითა. |
3:16 |
ოავ. აღმოფხურნა ქვითა კბილნი ჩემნი. და მაჭამა მე ნაცარი. |
3:17 |
და განაყენა მშჳდობისაგან სული ჩემი, დამავიწყდა მე კეთილი. |
3:18 |
და ვთქუ: წარწყმდა ძლევა ჩემი და სასოებაჲ ჩემი უფლისა მიერ. |
3:19 |
ზაინ. მოვიჴსენე სიგლახაკისაგან ჩემისა და დევნულებისაგან სიმწარისა ჩემისა და ნავღლისა ჩემისა. |
3:20 |
ჴსენებით მოვიჴსენენ იგინი. და დადნეს სული ჩემი ჩვენ ზედა. |
3:21 |
ესე დავიდვა გულსა ჩემსა. ამისთჳს ვესავ მას. |
3:22 |
ჱეთ. წყალობანი უფლისანი მრავალ არიან. არ მომაკლო მე, რამეთუ არ აღესრულნეს მოწყალებანი მისნი. |
3:23 |
განაახლენ იგინი, ვითარცა ცისკარი, განთიადისა. განმრავლდა სარწმუნოებაჲ შენი განთიადთა. |
3:24 |
ნაწილ ჩემდა უფალი, - თქუა სულმან ჩემმან, - ამისთჳს დაუთმობ მას. |
3:25 |
ტეთ. სახიერ უფალი მოთმინეთა მისთათჳს, სულმან რომელმან იძიოს იგი. |
3:26 |
კეთილ არს დათმენაჲ და სასოებაჲ მაცხოვარებისა უფლისაჲ. |
3:27 |
კეთილ არს მამაკაცისა, ოდეს აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე. |
3:28 |
იოთ. დაჯდეს მარტოებით და დადუმნეს, რამეთუ აღიღო თავსა ზედა თჳსსა უღელი მძიმე. |
3:29 |
მისცა მიწასა პირი თჳსი, უკეთუ არს სასოება თმენისა. |
3:30 |
მისცეს მცემელსა მისსა ღაწჳ, განძღეს ყუედრებათა მიერ, |
3:31 |
ხაფ. რამეთუ არა საუკუნომდე განიშოროს უფალმან, |
3:32 |
რამეთუ დამამდაბლებელმან შეიწყალოს სიმრავლისაებრ წყალობისა მისისა. |
3:33 |
არა მიუგო გულით გამო თჳსით და დაამდაბლნა ძენი კაცთანი. |
3:34 |
ლამედ. დამდაბლებად ქუეშე ფერჴთა მისთა ყოველთა კრულთა ქუეყანისათა, |
3:35 |
განდრეკად მშჯავრსა კაცისასა წინაშე პირსა მაღლისასა, |
3:36 |
დაშჯად კაცი სასჯელსა შინა თჳსსა, უფალმან არა იხილა. |
3:37 |
მემ. ვინ ესრეთ თქუა და იქმნა? უფალმან არა ამცნო. |
3:38 |
პირისაგან მაღლისა არა გამოვიდნენ ძჳრნი და კეთილნი |
3:39 |
რად დრტჳნავს კაცი ცოცხალი და მამაკაცი ცოდვისათჳს მისისა. |
3:40 |
ნონ. გამოძიებულ იქმნა გზაჲ ჩუენი და გაიკითხა და მოვიქცეთ უფლისა მიმართ. |
3:41 |
აღვიხუნეთ გულნი ჩუენნი მაღლისა მიმართ ჴელთა ჩუენთა დამკჳდრებულისა ცასა შინა. |
3:42 |
ჩუენ ვცოდეთ, და უსჯულო ვიქმნენით და შენ არა ლხინება-ჰყავ. |
3:43 |
სამეხ. ზედდაგუფარენ, გულისწყრომითა წარმდევნენ ჩუენ, მომკლენ და არა გუერიდე. |
3:44 |
ზედდაჰბურე ღრუბელი მტკიცე თავსა შენსა ლოცვისათჳს წუხვად ჩემდა და განგებად, |
3:45 |
სასიტყუელად და საზრახველად გუყვენ ჩუენ შორის ერსა, |
3:46 |
ჳე. აღაღეს ჩუენ ზედა პირი მათი ყოველთა მტერთა ჩუენთა, |
3:47 |
შიში და დასულება შეგუემთხჳა ჩუენ, აფხურა და შემუსრვა. |
3:48 |
გარდამოსაქანელნი წყალთანი გარდამოადინნეს თუალთა ჩემთა შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა. |
3:49 |
აინ. თუალთა ჩუენთა ეურვების და არა დასცხრენ. ნუ იყოფინ ქარვება, |
3:50 |
ვიდრე არა გარდამოიხილოს და იგულოს ზეცით. |
3:51 |
თუალთა ჩემთა მოაკლდა სულსა თანა ჩემსა უმეტეს ყოველთა ასულთა ქალაქისა ჩემისათა. |
3:52 |
სადე. მომნადირებელთა მომინადირეს, ვითარცა სირი მედად, მტერთა ჩემთა. |
3:53 |
მოაკუდინა მღჳმესა შინა ცხორებაჲ ჩემი და ზედდადვა ლოდი ჩემ ზედა. |
3:54 |
ზეშთაგარდაეცა წყალი თავსა ზედა ჩემსა, ვთქუ: განმაგდე მე. |
3:55 |
კოფ. ვხადე სახელსა შენსა, უფალო, მღჳმისაგან უქუეშისა. |
3:56 |
ჴმისა ჩემისა გესმა. ნუ დაჰფარავ ყურთა შენთა ვედრებისამო ჩემისა და ღაღადებისა. |
3:57 |
შეწევნად ჩემდა მოეახლა დღე, რომელსა გხადე შენ. მარქუ მე: ნუგეშინინ. |
3:58 |
რეს. საჯენ, უფალო, სასჯელნი სულისა ჩუენისანი, იჴსენ ცხორება ჩემი. |
3:59 |
იხილენ, უფალო, აღძრვანი ჩემნი, საჯე სასჯელი ჩემი. |
3:60 |
იხილე ყოველი შურისძიებაჲ მათი და ყოველნი გულისზრახვანი მათნი ჩემ ზედა. |
3:61 |
სინ. მესმა ყუედრება მათი, უფალო, ყოველნი გულისზრახვანი მათნი ძალად ჩემდა. |
3:62 |
ბაგენი ზედაღდგომილნი ჩემნი და წურთანი მათნი ძჳნად ჩემდა დღე ყოველ, |
3:63 |
დაჯდომასა მათსა ზედამოიხილე. მე ვიქმენ საჭრტინავ მათდა. |
3:64 |
თავ. იხილე ამპარავანება სულთა მათთა და მიაგე მათ, უფალო, მისაგებელი, უფალო, მახე გულისა მათისაჲ, |
3:65 |
საქმეთაებრ ჴელთა მათთაჲსა მიაგე მათ. შეწევნა გულისა ჩემისა რუდუნება მათდა. |
3:66 |
შენ იგინი სდევნნე რისხვითა და მოასრულნე იგინი ქუეშე კერძო ცისა, უფალო. |