კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« გოდებანი »
გოდებანი 1
გოდებანი 2
გოდებანი 3
გოდებანი 4

« გოდებანი 4 [BIB - xx] »
4:1 ალეფ. ვითარ მრუმე იქმნას ოქროჲ, შეიცვალოს ვეცხლი კეთილი, განითხინეს ქვანი წმიდანი დასაბამთა ზედა ყოველთა გამოსავალთასა.
4:2 ბეთ. ძენი სიონისანი პატიოსანნი, აღმაღლებულნი ოქროჲთა, ვითარ შეირაცხნეს, ვითარცა ჭურჭელნი კეცისანი, საქმენი ჴელთა მეკეცისათანი.
4:3 გიმელ. და ვეშაპთაცა განძარცუნეს ძუძუნი, აწოეს ლეკუთა. ხოლო ასულნი ერისა ჩემისანი უკურნებელობად, ვითარცა სირი უდაბნოს შინა.
4:4 დალეთ. განექუა ენაჲ მწოარისაჲ სასისა მიმართ მისისა, წყურილითა ჩჩჳლთაჲთა იძიეს პური, და განმყოფელი მათი არა არს.
4:5 ჱე. მჭამელნი შუებათანი უჩინო იქმნეს. გამოსავალთა შორის განპოხებულთა ძოწეულთა ზედა გარემოიდვეს სკორე.
4:6 ოავ. და განდიდნა უშჯულოება ასულისა ერისა ჩემისაჲ უფროს უსჯულოებათა სოდომისათა დაქცეულისათა და დაქცევითა საუკუნოთა, ვითარ-იგი სწრაფაჲ, და არა ილმნეს მას ზედა ჴელნი.
4:7 ზაინ. წმიდა იქმნეს ნაზირეველნი მისნი, უფროს თოვლისა განბრწყინდეს, უმეტეს სძისა შეიყუნეს, უფროს ქვისა საფირონისა სახე მათი.
4:8 ეთ. დააშავნა უფროს ნახშირისა სახე მათი, არ საცნაურ იქმნეს გამოსავალთა შორის, და აექუა ტყავი მათი ძუალთა მათთა ზედა, განჴმეს, იქმნეს ვითარცა შეშაჲ.
4:9 ტეთ. კეთილ იყუნეს წყლულებანი მახჳლისანი, ვიდრე წყლულებანი სიყმილისანი. ვიდოდეს დაგუმერილნი ნაშრომთაგან ველთასა.
4:10 იოთ. ჴელებმან დედათა მოწყალეთამან შეაგბნეს ყრმანი მათნი. იქმნეს საჭმელ მათდა შემუსრვასა შინა ასულისა ერისა ჩემისასა.
4:11 ხაფ. შეასრულა უფალმან გულისწყრომაჲ მისი. განჰფინა გულისწყრომაჲ რისხვისა მისისაჲ, და აღაგზნა ცეცხლი სიონს შინა, და შეჭამნა საფუძველნი მისნი.
4:12 ლამედ. არა ირწმუნეს მეფეთა ქუეყანისათა, ყოველთა დამკჳდრებულთა მკჳდროვნისათა, ვითარმედ შევალს მაჭირვებელი ბჭეთა მიერ იერუსალჱმისათა.
4:13 მემ. ცოდვათაგან წინაწარმეტყუელთა მისთაჲსა უსამართლოებათა მღდელთა მისთაჲსა, დამთხეველთა სისხლსა მართალსა შორის მისსა.
4:14 ნონ. შეიძრნეს მღჳძარენი მისნი გამოსავალთა შინა, შეიგინნეს სისხლითა ვერშეძლებითა მათგან შეხებასა სამოსელთა მათთასა.
4:15 სარეხ. განეშორენით არაწმიდათა, უწოდეთ მათ, განეშორენით, განეშორენით, ნუ ეხებით, რამეთუ აღეგზნნეს და შეიძრნესცა, - თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ არღა შესძინონ მსხემობად.
4:16 აინ. მერმე ყოფასაღა ჩუენსა მოაკლდა თუალთა ჩუენთა შეწევნად ცუდად სტუანვითა ჩუენითა.
4:17 ჳე. პირი უფლისაჲ ნაწილ მათდა. არა შესძინოს ზედმოხილვად მათდა, პირსა მღდელისასა არ თუალ-ახუნეს, მოხუცებულნი არ შეიწყნარეს, ყრმათა მათ იმსტრობ, ნათესავსა ვერგანმარინებელსა.
4:18 სადე. მოვინადირენით მცირენი ჩუენნი. არასლვად უბანთა ზედა ჩუენთა, კუალნი ჩუენნი უჩინო იქმნნეს. მოეახლა ჟამი ჩუენი, აღესრულნეს დღენი ჩუენნი, წარმოდგა აღსასრული ჩუენი.
4:19 კოფ. სუბუქ იქმნეს მდევარნი ჩუენნი უფროს არწივთა ცისათა, მთათა ზედა აღეტყინნეს, უდაბნოს შინა გჳმზირდეს ჩუენ დღეთა.
4:20 რეს. სული პირისა ჩუენისაჲ ქრისტე უფალი შეპყრობილ იქმნა განხრწნილებათა შინა ჩუენთა, რომლისაჲ ვთქუთ, აჩრდილსა მისსა შორის ვცხონდებოდით წარმართთა შორის.
4:21 სენ. იხარებდ და იშუებდ, ასულო იდუმეასაო, დამკჳდრებულო ქუეყანასა უზისსა, და შენ მიერცა განვიდეს სასუმელი უფლისაჲ, ჰსუა შენ და დაითრო, და აწ აღმოსთხიო.
4:22 თავ. მოაკლდა უსჯულოება შენი, ასულო სიონისაო! არა შესძინო მერმე განსახლვად. ზედმოიხილა უსჯულოებათა შენთა, ასულო ედომისო! განაცხადა უთნოებათა შენთა ზედა.

© 2010, გია შერვაშიძე