კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ბარუქი »
ბარუქი 1
ბარუქი 2
ბარუქი 3
ბარუქი 4
ბარუქი 5
ბარუქი 6

« ბარუქი 2 [BIB - xx] »
2:1 და დაამტკიცა უფალმან სიტყვაჲ მისი, რომელი თქუა ჩუენდამო და მსაჯულთა ზედა ჩვენთა, მსჯელთა ისრაილისათა, და მეფეთა ზედა ჩუენთა, და მთავართა ზედა ჩუენთა, და კაცსა ზედა ისრაჱლისა და იუდაჲსასა.
2:2 მოვლინებად ჩვენ ზედა ძჳრთა დიდთა, რომელნი არა იქმნეს ქვეშე კერძო ყოვლისა ცისა, ვითარნი ყვნა იერუსალჱმს შინა და წერილთაებრ შჯულსა შინა მოსესსა,
2:3 რაჲთა ვჭამოთ ჩუენ კაცმან ჴორცი ძისა თჳსისაჲ და კაცმან ჴორცი ასულისა თჳსისაჲ.
2:4 და მისცნა იგინი, ჴელისქუეშედნი, ყოველთა მეფობათა გარემოჲსთა ჩუენთა საყუედრელად და უვალად ყოველთა შორის ერთა გარემოჲსთა ჩუენთა, სადა განთესნა იგინი უფალმან, მუნ.
2:5 და ვიქმნენით ქუემო და არა ზემო, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, არსმენითა ჴმისა მისისაჲთა.
2:6 უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ და მამათა ჩუენთა სირცხჳლი პირთა ჩუენთაჲ და ვითარცა დღესა ამას
2:7 მით, რამეთუ, რომელნი თქუნა უფალმან ჩუენ ზედა, ყოველნი ესე, ძჳრნი მოიწინეს ჩვენ ზედა.
2:8 და არ ვევედრენით პირსა უფლისასა მოქცევად კაცადი მოგონებათაგან გულისა თჳსისა ბოროტისათა.
2:9 და იღჳძა უფალმან ძჳრთა ზედა, რომელნი მოაწინა ჩვენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა, რომელნი გუამცნნა ჩვენ.
2:10 და არა ვისმინეთ ჴმისა მისისაჲ სლვად ბრძანებათა უფლისათა, რომელნი მომცნა ჩუენ წინაშე პირსა ჩუენსა.
2:11 და აწ, უფალო ღმერთო ისრაილისაო, ვითარცა გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ჴელითა მტკიცითა, სასწაულებითა და ნიშებითა, და ძალისა მიერ დიდისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჰყავ თავისა შენისა სახელად, ვითარცა დღე ესე.
2:12 ვცოდეთ, უთნო ვიქმნენით, ვიუსამართლოეთ, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოველთა ზედა სამართალთა შენთა.
2:13 გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ჩუენგან, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან წარმართთა შორის, სადა განგუთესენ ჩუენ, მუნ.
2:14 შეისმინე, უფალო, ლოცვისა ჩუენისაჲ, და ვედრებისა ჩუენისაჲ და განგუარინენ ჩუენ შენთჳს, და მეც ჩუენ მადლი წინაშე პირსა მიმმძლავრებელთა ჩუენთასა,
2:15 რათა ცნას ყოველმან ქუეყანამან, ვითარმედ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და ვითარმედ სახელი შენი ზედწოდებულ არს ისრაილსა ზედა და ნათესავსა ზედა მისსა.
2:16 უფალო, შთამოიხილე სახლისაგან წმიდისა შენისა და მომიგონენ, ყავ ჩუენდამო, მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე!
2:17 აღახუენ თვალნი შენნი და იხილე, რამეთუ არა მომკუდართა ჯოჯოხეთს შინათა, რომელთაჲ მიეღო სული მათი ნაწლევთაგან მათთა, მიგცენ შენ დიდებაჲ და სამართალნი, უფალსა,
2:18 არამედ სულმან შეწუხებულმან სიდიდესა ზედა, რომელ ვალს, სულმან დადრეკილმან და უძლურმან, და თვალთა მოკლებულთა, და სულმან მშიერმან მიგცენ შენ დიდებაჲ და სიმართლე.
2:19 უფალო, რამეთუ არა სამართალთა ზედა მამათა ჩუენთასა და მეფეთა ჩუენთასა ჩუენ დავსთხევთ წყალობასა ჩუენსა წინაშე პირსა შენსა, უფალო ღმერთო ჩუენო,
2:20 რამეთუ მოიღე რისხვაჲ შენი და გულისწყრომაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმათა შენთა წინაწარმეტყუელთათა მეტყუელმან.
2:21 ესრეთ თქუა უფალმან: მოიდრიკენით ბეჭნი თქუენნი და უქმოდეთ მეფესა ბაბილონისასა, და დასხედით ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა.
2:22 და არა თუ ისმინოთ ჴმისა უფლისაჲ საქმედ მეფესა ბაბილონისასა, მოკლებულ-ვყო ქალაქთაგან იუდაჲსათა და გარეშე იერუსალიმისა
2:23 ჴმაჲ შუებისაჲ და ჴმაჲ მხიარულებისაჲ, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, და იყოს ყოველი ქუეყანაჲ უვალად შორის დამკჳდრებულისაგან.
2:24 და არა ვისმინეთ ჴმისა შენისაჲ საქმედ მეფისა ბაბილონისასა. და დაამტკიცენ სიტყუანი შენნი, რომელნი სთქუენ ჴელებითა მონათა შენთა წინაწარმეტყუელთათა გამოხუმად ძუალნი მეფეთა ჩუენთანი და ძუალნი მამათა ჩუენთანი ადგილისაგან მათისა.
2:25 და, აჰა, არიან განბნეულ ნეფხუასა ღამისასა და სიცხესა დღისასა და მოკუდეს ტკივილთა შინა ბოროტთა სიყმილისა მიერ და მახჳლისა მიერ და განვლინებითა.
2:26 და დასდევ სახლი, სადა იწოდა სახელი შენი, მის შორის უდაბნოდ, ვითარცა დღესა ამას უკეთურებისათჳს სახლისა ისრაილისა და სახლისა იუდაჲსასა.
2:27 და ჰყავ ჩუენდამო, უფალო ღმერთო ჩუენო, ყოვლისაებრ მყუდროებისა შენისა და ყოვლისაებრ წყალობისა შენისა დიდისა,
2:28 ვითარცა სთქუ ჴელითა ყრმისა შენისა მოსესითა, დღესა შინა ამცნებდი რაჲ შენ მას დაწერად შჯულისა შენისა წინაშე ძეთა ისრაილისათასა,
2:29 მეტყუელი: არა თუ ისმინოთ ჴმისა ჩემისაჲ, ნუსადა ბგერაჲ იგი დიდი და მრავალი უკუნიქცეს შურად წარმართთა მიმართ, სადა განვაბნიენ იგინი, მუნ.
2:30 რამეთუ უწყი, ვითარმედ არა ისმინონ ჩემი, რამეთუ ერი ქედფიცხელ არს, და მოიქცენ გულისა მიერ მათისა ქუეყანასა შინა განსახლვისა მათისასა.
2:31 და გულისჴმა-ყონ, ვითარმედ მე, უფალი ღმერთი მათი, და ვსცე მათ გული გულისხმიერი და ყურნი მსმენელნი.
2:32 და მაქებდენ მე ქუეყანასა მას განსახლვისა მათისასა, და მოიჴსენონ სახელი ჩემი.
2:33 და მოიქცენ ზურგისაგან მათისა ფიცხლისა და მოიჴსენონ ბოროტთა საქმეთა მათთა, რამეთუ მოიჴსენონ გზისა მამათა მათთასა და მცოდველთაჲსა წინაშე უფლისა.
2:34 და მოვაქცინე იგინი ქუეყანასა მას, რომელსა ვეფუცე მამათა მათთა: აბრაჰამს, ისააკსა და იაკობსა. და ეუფლნეს მას და განვამრავლნე იგინი, და არა შემცირდენ.
2:35 და დაუმტკიცო მათ აღთქმაჲ საუკუნოჲ ყოფადმდე მათდა პირველად, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. და არა შევძრა მერმე ისრაილი ქუეყანისაგან, რომელი მივეც მათ.

© 2010, გია შერვაშიძე