კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ბარუქი »
ბარუქი 1
ბარუქი 2
ბარუქი 3
ბარუქი 4
ბარუქი 5
ბარუქი 6

« ბარუქი 5 [BIB - xx] »
5:1 განიძარცუე, იერუსალიმ, სამოსელი გლოვისა და ძჳრის-ხილვისა შენისა და შეიმოსე შვენიერება ღმრთისამიერისა დიდებისაჲ საუკუნოდ.
5:2 მოისხ ჩოტკეცი ღმრთისამიერისა სიმართლისა და ზედდადევ მიტრაჲ თავსა ზედა შენსა დიდებისა საუკუნოსაჲ,
5:3 რამეთუ ღმერთმან უჩუენოს ცისქუეშესა ყოველსა ბრწყინვალება შენი,
5:4 რამეთუ გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე, მშჳდობა სიმართლისა და დიდებაჲ ღმთისმსახურებისა.
5:5 აღდეგ, იერუსალჱმ, და დადეგ მაღალსა ზედა, და მიიხილე აღმოსავალთამი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი მზისა დასავალთაჲთგან ვიდრე აღმოსავალთამდე სიტყჳთა წმიდისაჲთა მოხარულნი ჴსენებითა ღმრთისათა.
5:6 რამეთუ განვიდეს შენგან მკჳრცხლნი წარქცეულნი მტერთაგან, ხოლო შემოიყვანნეს იგინი ღმერთმან შენდამო და ამაღლებულნი დიდებითა, ვითარცა საყდარი მეფობისაჲ.
5:7 რამეთუ უბრძანა ღმერთმან დამდაბლებად ყოველსა მთასა მაღალსა და ბორცუთა სამარადისოთა, და ჴევთა აღვსებად მოსავაკებლად ქუეყანისა, რაჲთა ვიდოდის ისრაჱლი უცთომელად დიდებითა ღმრთისათა.
5:8 ხოლო დააგრილეს მაღნართაცა და ყოველმან ხემან სულნელისამან ისრაჱლსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა,
5:9 რამეთუ უძღოდის ღმერთი ისრაჱლსა მხიარულებითა ნათლისა დიდებისა მისისათა მოწყალებისა თანა და სიმართლისა მისმიერისა.

© 2010, გია შერვაშიძე