4:1 |
ესე წიგნი ბრძანებათა ღმრთისათა და სჯული მყოფი საუკუნომდე; ყოველნი მპყრობელნი მისნი ცხორებადმი, ხოლო დამტევებელნი მისნი მოკუდენ. |
4:2 |
მოიქეც, იაკობ, და მოეკიდე მას, მოგზაურობდ ბრწყინვალებისა მიმართ წინაშე ნათლისა მისისა. |
4:3 |
ნუ მისცემ სხვასა დიდებასა შენსა და უმჯობესთა შენთა ნათესავსა უცხოსა. |
4:4 |
სანატრელ ვართ, ისრაჱლ, თნებულნი ღმრთისანი, ჩუენდა უწყებულ არიან |
4:5 |
მინდობილობით, ერი ღმრთისაჲ, საჴსენებელი ისრაჱლისა. |
4:6 |
მოესყიდენით წარმართთა არა წარსაწყმედელად, განრისხებისა თქუენისათჳს ღმრთისა მიეცენით წარმართთა, |
4:7 |
რამეთუ განაძჳნეთ შემოქმედი თქუენი, უმსხუერპლებდით რა ეშმაკთა და არა ღმერთსა. |
4:8 |
ხოლო დაივიწყეთ გამომზრდელისა თქუენისა ღმრთისა საუკუნოსაჲ, შეაჭუვნეთ ხოლო აღმზრდელიცა თქუენი იერუსალჱმი, |
4:9 |
რამეთუ იხილა ზედმოწევნული თქუენდა რისხვაჲ ღმრთისა მიერ და თქუა: ისმინეთ ჩემი, მსხემნო სიონისანო, რამეთუ მოაწია ჩემ ზედა ღმერთმან გლოვაჲ საუკუნე. |
4:10 |
ხოლო ვიხილე ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთა, რომელი მოჰხადა მათ ზედა საუკუნემან |
4:11 |
რამეთუ აღეზარდენ იგინი შუებით, ხოლო განვავლინენ ტირილისა თანა და გლოვისა. |
4:12 |
ნუ ვინ მომცხრებინ მე, ქურივსა და დატევებულსა მრავალთა მიერ, მოოჴრდი ცოდვათათჳს შვილთა ჩემთასა მით, რამეთუ მისდარკეს შჯულისაგან ღმრთისა. |
4:13 |
ხოლო სამართალნი მისნი არ გულისხმა-ყუნეს, არცა ვიდოდეს გზათა მცნებათა ღმრთისათა, არცა ალაგთა სწავლულებისა სიმართლისა მისისათა ზედა აღვიდეს. |
4:14 |
მოვიდედ მსხემნი სიონისანი და მოიჴსენედ ტყუეობაჲ ძეთა ჩემთა და ასულთაჲ, რომელ მოაწია მათ ზედა საუკუნემან. |
4:15 |
რამეთუ მოაწია მათ ზედა ნათესავი შორით, ნათესავი ურიდი და სხუაენაჲ, |
4:16 |
რომელთა არა ჰრცხუენა მოხუცებულისაგან, არცა ყრმაჲ შეიწყალეს და წარიყვანნეს საყუარელნი ქურივისანი, და ასულთაგან მარტოდ მოაოჴრეს. |
4:17 |
ხოლო მე რაჲ ძალ-მიც შეწევნად თქუენდა? |
4:18 |
რამეთუ მომწევნელმან თქუენ ზედა ძჳრთამან განგარინნეს თქუენ ჴელისაგან მტერთა თქუენთასა. |
4:19 |
ვიდოდეთ, შვილნო, ვიდოდეთ, რამეთუ მე დავშთი ოჴერი, |
4:20 |
ხოლო განვიძარცუე სამკაული მშჳდობისა და შევიმოსე ძაძაჲ ვედრებისა ჩემისაჲ, ვღაღადებდე საუკუნოჲსა მიმართ დღეთა შინა ჩემთა. |
4:21 |
მინდობილ იყვენით შვილნო, ჴმა-ყავთ ღმრთისა მიმართ და განგარინნეს თქუენ მძლავრებისაგან ჴელისა მტერთაჲსა, |
4:22 |
რამეთუ მე, ეგერა, ვესავ საუკუნოჲსა მიმართ მაცხოვარებასა თქუენსა და მოვიდა ჩემდა სიხარული წმიდისაგან მოწყალებასა ზედა, რომელი მოვიდეს თქუენდა მსთუად საუკუნოჲსაგან მაცხოვრისა ჩუენისა, |
4:23 |
რამეთუ განგავლინენ თქუენ გოდებით და ტირილით, ხოლო უკმომაგნეს თქუენ მე ღმერთმან მხიარულებით და შუებით უკუნისამდე, |
4:24 |
რამეთუ ვითარცა აწ იხილეს მსხემთა სიონისათა ტყუეობაჲ თქუენი, ეგრეთ იხილონ მსთუად ღმრთისამიერი მაცხოვარებაჲ თქუენი. რომელი მოვიდეს თქუენდა დიდებითა დიდითა და ბრწყინვალებითა საუკუნოჲსაჲთა. |
4:25 |
შვილნო, სულგრძელ ექმნენით ღმრთისა მიერ მოსრულსა თქუენ ზედა რისხვასა. გდევნა შენ მტერმან შენმან, და იხილო წარწყმედაჲ მისი მსთუად და ქედსა მისსა ზედა აღჰჴდე. |
4:26 |
ფუფუნეულნი ჩემნი ვიდოდეს გზათა ფიცხელთა. აღებულ იქმნეს, ვითარცა სამწყსოჲ აღტაცებული მტერისა მიერ. |
4:27 |
მინდობილ იყვენით, შვილნო, და ჴმობდით ღმრთისა მიმართ, რამეთუ იყოს თქუენდა მომწევნელისა მიერ ჴსენებაჲ, |
4:28 |
რამეთუ ვითარცა იქმნა განმგონეობა თქუენი შეცთომისათჳს ღმრთისაგან, აათწილეთ მოქცეულთა ძიება მისი, |
4:29 |
რამეთუ ზედამომხუმელმან თქუენდა ძჳრთამან მოაწიოს თქუენდა შუებაჲ საუკუნოჲ მაცხოვარებისა თანა თქუენისა. |
4:30 |
მინდობილობდ, იერუსალიმ, ნუგეშინის-გცეს შენ სახელმდებელმან შენმან, |
4:31 |
უბადრუკ ბოროტის-მყოფელნი შენნი და მომცხრომნი დაცემასა შენსა. |
4:32 |
უბადრუკ ქალაქნი, რომელთა ჰმონებდეს შვილნი შენნი, საწყალობელ შემწყნარებელი ძეთა შენთაჲ, |
4:33 |
რამეთუ ვითარცა განიხარა დაცემასა ზედა შენსა და განიშუა დაკუეთებასა ზედა შენსა, ეგრეთ შეჭუვნეს ოჴრებასა ზედა თჳსსა. |
4:34 |
და მოუსპო მას სიხარული ერმრავლობისაჲ და ზოხოაჲ მისი იყოს გლოვად, |
4:35 |
რამეთუ ცეცხლი მოვიდეს მის ზედა საუკუნოჲსა მიერ დღეთა გრძელთა, და დამკჳდრებულ იქმნეს ეშმაკთა მიეე მრავალ ჟამ. |
4:36 |
და მიიხილე აღმოსავალთა მიმართ, იერუსალჱმ, და იხილე შუებაჲ ღმრთისა მიერ მომავალი შენდა. |
4:37 |
აჰა, მოვლენ შვილნი შენნი, რომელნი განვავლინენ - მოვლენ კრებულად აღმოსავალთათაგან და დასავალთამდე სიტყჳთა წმიდისათა მოხარულნი ღმრთისა დიდებით. |