1:1 |
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იონაჲს მიმართ, ძისა ამათიანისა, მეტყუელი: აღდეგ და წარვედ ნინევად, ქალაქად დიდად, და ქადაგე მას შინა. აღმოვიდა ღაღადება უკეთურებისა მისისაჲ ჩემდამო. |
1:3 |
და აღვიდა იონა სივლტოლად თარშიდ პირისაგან უფლისა, და შთავიდა იოპპედ და პოვა ნავი, მიმავალი თარშიდ, და მისცა სანავე მისი და აღვიდა მისდამი ცურვად მათ თანა თარშიდ მიმართ პირისაგან უფლისა. |
1:4 |
და უფალმან აღადგინა ქარი ზღუასა შინა და იქმნა ღელვა დიდი შორის ზღჳსა. და ნავი დაჭირვებულ იქმნებოდა შემუსრვად. |
1:5 |
და შეშინდეს მენავენი. და ჴმობდა კაცად-კაცადი ღმრთისა მიმართ თჳსისა და გარდაყრაჲ ქმნეს ნავისშინათა ჭურჭელთა ზდუად აღსუბუქებად მათგან. ხოლო იონა შთავიდა უბესა ნავისასა, და ეძინა და ხურინევდა. |
1:6 |
და მოვიდა მისდამი მეპრორე და ჰრქუა მას: რასა ჰხურინავ შენ? აღდეგ და ჰხადე ღმერთსა შენსა, უკუეთუ ვითარ მაცხოვნნეს ჩუენ ღმერთმან და არა წარვწყმდეთ. |
1:7 |
და თქუან, თითოეულმან მოყუსისა მიმართ თჳსისა მოვედით, ვყარნეთ წილნი და ვსცნათ, ვისთჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ ზედა. და ყარნეს წილნი და დავარდა წილი იონას ზედა. |
1:8 |
და თქუეს მისდამი: მითხარ ჩუენ, რასათჳს არს სიბოროტე ესე ჩუენ შორის, რაჲ არს მოქმედებაჲ შენი და ვინა მოხუალ და სადა წარხუალ, და რომლისა სოფლისა და რომლისა ერისაგან ხარ შენ? |
1:9 |
და თქუა მათდა მიმართ: მონაჲ უფლისაჲ ვარ მე. და ღმერთსა ცისასა ვეშიშვი მე, რომელმან შექმნა ზღუაჲ და ჴმელი. |
1:10 |
და შეეშინა კაცთა შიში დიდი და თქუეს მისდამი: რაჲ ესე ჰყავ მით, რამეთუ აგრძნეს კაცთა, ვითარმედ: პირისაგან უფლისაჲ იყო მლტოლვარე, რამეთუ მიუთხრა მათ). |
1:11 |
და თქუეს მისდამი: რა გიყოთ შენ? და დასცხრეს ჩუენ ზედა ზღუაჲ, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღადგენდა ღელვათა. |
1:12 |
და თქუა იონამან მათდა მიმართ: აღმიღეთ მე და შთამაგდეთ ზღუად და დაყუდნეს თქუენგან ზღუაჲ მით, რამეთუ ვსცნობ მე, ვითარმედ ჩემთჳს არს ღელვა ესე დიდი თქუენ ზედა. |
1:13 |
და იძულებოდეს კაცნი მიქცევად ქუეყანად მიმართ და ვერ შეუძლებდეს, რამეთუ ზღუაჲ ვიდოდა და უფროს აღდგებოდა მათ ზედა. |
1:14 |
და ჴმა-ყუეს უფლისა მიმართ და თქუეს: ნუსადა უფალო, ნუ წარვწყმდებით სულისათჳს კაცისა ამის და ნუ გუცემ ჩუენ ზედა სისხლსა მართალსა მით, რამეთუ შენ, უფალო, ვითარცა სახედ გენება, ჰყავ. |
1:15 |
და მოიყუანეს იონაჲ და შთააგდეს იგი ზღუად. და დადგა ზღუაჲ რყევისაგან მისისა. და შეეშინა კაცთა მათ შიში დიდი უფლისაჲ და ამსხუერპლეს მსხუერპლი უფალსა და აღთქუნეს აღთქმანი. |