კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მიქია »
მიქია 1
მიქია 2
მიქია 3
მიქია 4
მიქია 5
მიქია 6
მიქია 7

« მიქია 1 [BIB - xx] »
1:1 სიტყუაჲ უფლისაჲ, რომელი იქმნა მიქეაჲს მიმართ მორათისსა. დღეთა იოათამისთა და იქაზისთა, და ეზეკიასთა, მეფეთა იუდაჲსთასა, რომელთათჳს იხილა სამარიაჲსთჳს და იერუსალიმისა
1:2 ისმინეთ ერთა ყოველთა და ერჩდინ ქუეყანაჲ და ყოველნი მისშორისნი. და იყავნ უფალი ღმერთი თქუენ შორის მოწამედ, უფალი, სახლით გამო წმიდით მისით.
1:3 მით, რამეთუ, აჰა, უფალი გამოვიდეს ადგილისაგან მისისა და შთავიდეს და აღვიდეს სიმაღლეთა ზედა ქუეყანისათა
1:4 და შეირყინენ მთანი ქუეშე კერძო მისსა. და ჴევნებნი დადნენ, ვითარცა ცჳლი პირისაგან ცეცხლისა და ვითარცა წყალი შთამომდინარი შთამოღმართსა
1:5 უთნოობისათჳს იაკობისსა ყოველნი ესე და ცოდჳსათჳს სახლისა ისრაჱლისა. რაჲ არს უთნოობა იაკობისი - არა სამარიაჲ? და რაჲ ცოდვაჲ სახლისა იუდაჲსი - არა იერუსალჱმი?
1:6 და დავდვა სამარიაჲ ხილის საცავად ველისა, დასარგავად ვენაჴისა, და შთავჴადნე სიღრმედ ქვანი მისნი და საფუძველნი მისნი გამოვაჩინნე.
1:7 და ყოველნი ქანდაკებულნი მისნი დაკოდნენ, და ყოველნი სასასყიდლონი მისნი დაწუნენ ცეცხლითა, და ყოველნი კერპნი მისნი დავსხნე უჩინო საქმნელად მით, რამეთუ სასასყიდლოთაგან სიძვისათა შეკრიბნა და სასაყიდლოთაგან სიძვისათა მოიქცა.
1:8 ამისთჳს იგლოვდეს და ტიროდეს და ვიდოდეს უჴამლოჲ. და შიშუელმან ყოს ტყება, ვითარცა ვეშაპთა და გლოაჲ, ვითარცა ასულთა სირინოსთასაჲ
1:9 მით, რამეთუ არა დადგა წყლულება მათი მით, რამეთუ მიიწია ვიდრე იუდადმდე და შეახო ვიდრე ბჭემდე ერისა ჩემისა ვიდრე იერუსალიმამდე
1:10 გეთისშინინი ნუ განსდიდნებით, ენაკიმეთნი ნუ აღეშენებით სახლისაგან საცინელისა. მიწაჲ გარდაისხთ საცინელად თავთა თქუენდა.
1:11 დამკჳდრებულმან კეთილად ქალაქთა მისთა არ გამოვიდა დამკჳდრებული სენაარს. ეტყებდით სახლსა მახლობელსა მისსა. მოღებულ იქმნეს თქუენგან წყლული სალმობისაჲ.
1:12 ვინ იწყო კეთილთა მიმართ დამკჳდრებულმან სალმობათა, რამეთუ შთამოვიდეს ბოროტი უფლისა მიერ ბჭეთა ზედა იერუსალჱმისათა
1:13 ბგერაჲ საჭურველთა და ცხენოსანთაჲ. დამკჳდრებული ლაქისს წინამძღუარი ცოდვისა, არს შორის ასულსა სიონისსა, რამეთუ შენ შორის იპოვნნეს უთნოობანი ისრაჱლისანი.
1:14 ამისთჳს მოგცნე განვლინებულნი ვიდრე სამკჳდრებელამდე გეთისა. სახლნი ამაონი ცუდად იქმნნეს მეფეთათჳს ისრაჱლისათა
1:15 ვიდრემდის მკჳდრთა მოგგური შენ, დამკჳდრებულო ლაქისს სამკჳდრებელოო, ვიდრე ოდოლამადმდე მოვიდეს დიდებაჲ ასულისა სიონისა.
1:16 დაყჳნე და აღიკუეცე, შვილთა შენთა ზედა ჩჩჳლთა განავრცე აღპარსვაჲ შენი, ვითარცა არწივმან, რამეთუ წარიტყუენნეს შენგან.

© 2010, გია შერვაშიძე