კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ნაუმი »
ნაუმი 1
ნაუმი 2
ნაუმი 3

« ნაუმი 1 [BIB - xx] »
1:1 მიღებაჲ სანინევოჲ; წიგნი ხილვისა ნაუმ ელკესელისაჲ.
1:2 ღმერთი მოშურნე და შურისმგებელი, უფალი გულისწყრომისა თანა, შურისმეძიებელი უფალი წინააღმდგომთა მისთა და აღმღებელი თჳთ მტერთა თჳსთა.
1:3 უფალი სულგრძელ და დიდ ძალი მისი. და უბრალოჲ არ უბრალო ყოს უფალმან. აღსასრულისა შორის და ძრვისა შორის გზაჲ მისი და ღრუბლებ მტუერი ფერჴთა მისთაჲ.
1:4 მქადაგებელი ზღჳსაჲ და განმაჴმობელი მისი და ყოველთა მდინარეთა მომაოჴრებელი. შემცირდა ბასანელი და კარმელი და ყუავილოვნება ლიბანისანი მოაკლდეს.
1:5 მთანი შეიძრნეს მისგან და ბორცუნი შეირყინეს და კდემულ იქმნა ქუეყანაჲ პირისაგან მისისა თანად ყოველნი და ყოველნი დამკჳდრებულნი მის შორის.
1:6 პირისაგან რისხვისა მისისა ვინ დაუთმოს და ვინ წინააღუდგეს წინააღმდეგად გულისწყრომასა მისსა? და გულისწყრომაჲ მისი დაადნობს დასაწყისთა. და კლდენი დაიფუშნეს მისგან.
1:7 ტკბილ არს უფალი მოთმინეთა მისთათჳს დღესა ჭირისასა და მცნობელ მოკრძალვათა მკრძალავთა მისთა და საფლავსა შორის.
1:8 და რღუნასა სლვისასა მოსრულებაჲ ყოს მან. ზედაღდგომილთა და მტერთა მისთა სდევდეს ბნელი.
1:9 რაჲსა ჰსიტყუავთ უფლისა ზედა? მან ყოს მოსრულება. არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა,
1:10 რამეთუ ვიდრე საფუძველთამდე მისთა განკორდნენ და ვითარ ბრწამლი მოხუეული შეიჭამოს და ვითარცა ლელწამი სავსე სიჴმელითა.
1:11 შენგან გამოვიდეს გულისსიტყვა ძჳნად უფლისა ბოროტი განმზრახი წინააღმდგომთაჲ.
1:12 ამათ იტყჳს უფალი განმთავრებული წყალთა ზედა მრავალთა და ესრეთ განიკერძნენ და სასმენელმან შენმან არ შეისმინოს მერმე.
1:13 და აწ შევმუსრო კუერთხი მისი შენგან და საკრველნი შენნი განვბძარნე.
1:14 და ამცნოს შენთჳს უფალმან - არ დაითესოს სახელისაგან შენისა მერმე; სახლისაგან ღმრთისა შენისა მოვსპნე წახნაგებულნი და გამოდნობილნი დავსხნე საფლავად შენდა.
1:15 რამეთუ მალეობენ, ეგერა, ფერჴნი მთათა ზედა მახარებელისა და მიმთხრობელისათა მშჳდობისა. დღესასწაულობდ, იუდა, დღესასწაულთა შენთა, უკუნსცენ აღთქმანი შენნი უფალსა მით, რამეთუ არღა შესძინონ მერმე განვლაჲ დასაძუელებელად მოესრულოს, მოიკლას.

© 2010, გია შერვაშიძე