11:1 |
ჯერ-იყო, თავს-თუმცა-იდევით ჩემი მცირედ უგუნურებისაჲ, არამედ თავს-ცა-იდვათ ჩემი, |
11:2 |
რამეთუ გაშურებ თქუენ ღმრთისა შურსა, რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა. |
11:3 |
ხოლო მეშინის, ნუუკე ვითარცა-იგი გუელმან აცთუნა ევა ზაკულებითა თჳსითა, ეგრეთცა განხრწნნეს გონებანი თქუენნი სიწრფოებისაგან ქრისსტეს მიმართ. |
11:4 |
უკუეთუ რომელი-იგი მოვიდეს და სხუასა იესუს ქადაგებდეს, რომელი არა ვქადაგეთ, გინა სხუაჲ სული მოაქუნდეს, რომელი არა მიიღეთ, გინა სახარებაჲ სხუაჲ, რომელი არა შეიწყნარეთ, კეთილად სამე ჰყავთ. |
11:5 |
რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ არარაჲ დავაკლდი ფრიად მოციქულთა მათ. |
11:6 |
და დაღათუ უცებ ვარ სიტყჳთა, არამედ არა ცნობითაცა, არამედ ყოვლითავე განვცხადენით ყოველსა შინა თქუენდა მიმართ. |
11:7 |
ანუ ცოდვაჲ-მე რაჲ ვქმენა, რამეთუ თავი თჳსი დავიმდაბლე, რაჲთა თქუენ აჰმაღლდეთ, რამეთუ უსასყიდლოდ სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ გახარე თქუენ? |
11:8 |
სხუანი ეკლესიანი წარმოვტყუენენ და მოვიღე საგზალი თქუენდა სამსახურებელად; და მო-რაჲ-ვედ თქუენდა და ნაკლულევან ვიქმენ, არავე-რაჲ ვის თქუენგანსა დაუმძიმე. |
11:9 |
რამეთუ ნაკლულევანებაჲ ჩემი აღავსეს ძმათა, მო-რაჲ-ვიდეს მაკედონიაჲთ; და ყოვლითავე დაუმძიმებელად თქუენდა თავი ჩემი დავიმარხე და დავიმარხო. |
11:10 |
არს ჭეშმარიტებაჲ ქრისტესი ჩემ თანა, ვითარმედ სიქადული ესე არა დაეყენოს ჩემდა მომართ ადგილთა მათ აქაიაჲსათა. |
11:11 |
რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა მიყუართ თქუენ? ღმერთმან იცის. ხოლო რომელსა-ესე ვჰყოფ, და ვყო, |
11:12 |
რაჲთა წარვჰკუეთო მიზეზი, რომელთა-იგი ჰნებავს მიზეზი, რაჲთა, რომლითა-იგი იქადიან, იპოვნენ ვითარცა-იგი ჩუენ. |
11:13 |
რამეთუ ეგევითარნი იგი ცრუ-მოციქულნი, მუშაკნი ზაკულნი, გარდაიცვალნიან მოციქულად ქრისტესად. |
11:14 |
და არა საკჳრველ არს, რამეთუ თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა. |
11:15 |
არა უკუე დიდ არს, მსახურნიცა თუ მისნი გარდაიცვალნენ ვითარცა მსახურნი სიმართლისანი, რომელთა აღსასრული იყოს საქმეთა მათთაებრ. |
11:16 |
კუალად ვიტყჳ: ნუ ვინმე უგუნურად შემრაცხოს მე, უკუეთუ არა, მაშა ვითარცა უგუნური თავს-მიდევით მე, რაჲთა მეცა მცირედ რაჲმე ვიქადო. |
11:17 |
რომელსა ესე-ვიტყჳ, არა ვიტყჳ უფლისა მიერ, არამედ ვითარცა უგუნურებით ჯერითა ამით სიქადულისაჲთა. |
11:18 |
ვინაჲთგან მრავალნი იქადიან ჴორციელად, მეცა ვიქადოდი. |
11:19 |
რამეთუ კეთილად თავს-იდვათ უგუნურთაჲ გონიერთა მაგათ: |
11:20 |
რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. |
11:21 |
საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა. |
11:22 |
ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა; |
11:23 |
მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის. |
11:24 |
ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. |
11:25 |
სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. |
11:26 |
გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან, |
11:27 |
შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა. |
11:28 |
გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ. |
11:29 |
ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი? |
11:30 |
უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი. |
11:31 |
ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი. |
11:32 |
დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა; |
11:33 |
და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა. |