5:1 |
რამეთუ უწყით, ვითარმედ უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი, დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ მაქუს ჩუენ სახლი ჴელით-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა. |
5:2 |
და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურის; |
5:3 |
რომელი-იგი შე-თუ-ვიმოსოთ, არღარა შიშუელ ვიპოვნეთ. |
5:4 |
და რამეთუ რომელნი-ესე ვართ საყოფელსა ამას შინა, ვკუნესით და დაგჳმძიმდების, რომელი-ესე არა გუნებავს განძარცუვად, არამედ შემოსად, რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისაგან. |
5:5 |
ხოლო რომელმან-იგი შემქმნნა ჩუენ ამისთჳს მებრვე ღმერთმან, რომელმან მომცა ჩუენ წინდი იგი სულისაჲ. |
5:6 |
მინდობილ ვართ უკუე მარადის და უწყით, რამეთუ შემოვედით ჴორცითა ამით და განვიდეთ უფლისა მიერ. |
5:7 |
რამეთუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ. |
5:8 |
ხოლო ვიკადრებთ და ჯერ-გჳჩნს უფროჲსღა განსლვაჲ ჴორცთა ამათგან და მისლვად უფლისა. |
5:9 |
ამისთჳსცა პატივცემულ ვართ, გინა თუ შემოვიდეთ გინა თუ განვიდეთ, სათნომცა ხოლო ვართ მისა. |
5:10 |
რამეთუ ჩუენ ყოველნი განცხადებად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა, რაჲთა მოიღოს კაცად-კაცადმან ჴორცთა ამათგან, რაჲცა-იგი ქმნა, გინა თუ კეთილი გინა თუ ბოროტი. |
5:11 |
უწყით უკუე შიში უფლისაჲ, კაცთა-მე ვერწმუნნეთა? რამეთუ ღმრთისა წინაშე განცხადებულ ვართ; და ვესავთ გონებათაცა თქუენთა შინა განცხადებად. |
5:12 |
და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს, რაჲთა გაქუნდეს მათდა მიმართ, რომელნი-იგი პირსა წინაშე ხოლო იქადიან და არა გულითაცა. |
5:13 |
რამეთუ გინა თუ განვცჳბრდით, - ღმრთისა, გინა თუ განვბრძნდით, - თქუენდა. |
5:14 |
რამეთუ სიყუარული იგი ქრისტესი მაწუევს ჩუენ გამორჩევად ამას, ვითარმედ: ერთი იგი ყოველთათჳს მოკუდა, ყოველნივე სამე მოწყდეს. |
5:15 |
და ქრისტე ყოველთათჳს მოკუდა, რაჲთა ცხოველნი იგი არღარა თავთა თჳსთათჳს ცხოველ იყვნენ, არამედ მათთჳს მომკუდრისა მის და აღდგომილისა. |
5:16 |
ამიერითგან ჩუენ არღარავინ ვიცით ჴორციელად; რამეთუ დაღათუ ვიცოდეთ ქრისტე ჴორციელად, არამედ აწ არღარა ვიცით, |
5:17 |
არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ. |
5:18 |
და ყოველივე ღმრთისა მიერ, რომელმან-იგი დამაგნა ჩუენ თავსა თჳსსა ქრისტე იესუჲს მიერ და მომცა ჩუენ მსახურებაჲ იგი დაგებისაჲ. |
5:19 |
რამეთუ ღმერთი იყო ქრისტეს თანა, სოფელი დააგო თავსა თჳსსა და არა შეურაცხნა მათ ცოდვანი მათნი და დადვა ჩუენ თანა სიტყუაჲ იგი დაგებისაჲ. |
5:20 |
ქრისტესთჳს უკუე ვციქუთ, ვითარცა ღმერთი გლოცავს ჩუენ მიერ; გევედრებით ქრისტესთჳს: დაეგენით ღმერთსა. |
5:21 |
რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა. |