18:1 |
არა იყოს მღდელთა მათ ძეთა ლევისთა, ვითარცა სხუათა მათ ნათესავთაჲ ნაწილ და სამკვიდრებელ შორის ისრაჱლსა, არამედ შესაწირავნი იგი უფლისანი იყვნედ ნაწილად მათა და მას ჭამედ. |
18:2 |
ხოლო სხუაჲ ნაწილი არა აქუნდეს, არამედ უფალი ნაწილ იყავნ |
18:3 |
მღდელთა მათ ერისა მისგან, რომელნი-იგი შესწირვიდენ მსხუერპლთა მათ, გინა თუ ზუარაკსა, გინა თუ ცხოვარსა, მიეცენ მღდელსა მას ნაწილად აღსაბმელი და ღაწუნი კოჭანითურთ. |
18:4 |
და პირველ იფქლისაჲ და ღვინისაჲ და ზეთისაჲ და პირველი ნარისუელი ცხოვართა შენთაჲ მისცე მას. |
18:5 |
რამეთუ იგი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან თავისა თჳსისა ყოველთაგან ნათესავთა დადგინებად მისა მსახურებად უფლისა, იგი და ძენი მისნი ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა. |
18:6 |
მო-თუ-ვინმე-ვიდეს ლევიტელი ერთი, რომლისავე ქალაქისა ძეთა მათ ისრაჱლისათა, სადაცა ვინ დამკვიდრებულ იყოს და რამეთუ გულმან ჰრქუა მას მოსლვად და მსახურებად ადგილსა ამას, რომელი-იგი გამოირჩია უფალმან |
18:7 |
სამსახურებულად უფლისა ღმრთისა, ვითარცა ყოველთა ამათ ძმათა ძეთა ლევიტელთა, რომელნი დგენ წინაშე უფლისა. |
18:8 |
ეგრეცა მას მიეც ნაწილი საჭმლად, გარნა სასყიდელისა მისგან ნათესავთაჲსა არა სცე მას. |
18:9 |
უკეთუ შეხვიდე შენ ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, ნუ ისწავებ შენ საქმედ მსგავსად ბილწებისა მის მათ წარმართთაჲსა. |
18:10 |
ნუ ვინ იპოვებინ შენ შორის, რამეთუ შესწვიდეს ძესა თვისსა, გინა თუ ასულსა თჳსსა ცეცხლითა, ანუ თუ იმისნიდეს მისნობითა, ანუ ჰავსა იზმნიდეს ჰავთა ზმნითა, ანუ წამლებდეს წამლითა, |
18:11 |
ანუ გრძნეულ გრძნებითა, ანუ თუ ულუკთმკითხველი, ანუ სასწაულით მკუდართა მკითხველი. |
18:12 |
რამეთუ ბილწი არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, რომელი იქმოდის ამას ყოველსა, რამეთუ ამის ყოვლისა ბილწებისათჳს მოსრნა იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა. |
18:13 |
არამედ სრულ იყავ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. |
18:14 |
ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნთა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან. |
18:15 |
რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი. |
18:16 |
ისმინეთ მსგავსად ყოვლისა მის, რომელი-იგი ითხოვე უფლისა ღმრთისა შენისაგან ქორებს ჟამსა მას შეკრებისასა, რამეთუ სთქუათ: არღარა შევსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მის უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა. და ცეცხლი ესე დიდი არღარა ვიხილოთ მერმე, რათა არღარა მოვწყდეთ. |
18:17 |
და მომიგო უფალმან და მრქუა მე: მართლიად მოგიგეს სიტყუაჲ ეგე, რომელსა იტყოდეს. აწ |
18:18 |
წინაწარმეტყუელნი აღუდგინო მათ ძმათაგანვე თჳსთა, ვითარცა-ეგე შენ და მივსცნე მე სიტყუანი ესე ჩემნი პირსა მისსა და ეტყოდის მათ ყოველთავე მცნებათა ჩემთა. |
18:19 |
და იყოს კაცი იგი, რომელმან არა ისმინნეს ყოველნი იგი სიტყუანი მის წინაწარმეტყუელისანი, რომელსა-იგი ეტყოდის სახელითა ჩემითა. |
18:20 |
მე შური ვიძიო მისგან და წინაწარმეტყუელი, რომელი უშჯულოებდეს და იტყოდის სახელითა ჩემითა სიტყუასა, რომელ მე არა უბრძანე მას სიტყუად და ანუ თუ ეტყოდის სახელითა ღმერთთა უცხოთაჲთა, სიკუდილით მოკუდეს იგი წინაწარმეტყუელი. |
18:21 |
უკეთუ სთქუა გულსა შენსა, ვითარ მე უწყოდით სიტყუაჲ იგი უფლისა, |
18:22 |
რომელსა-იგი უფალი არა ეტყოდის წინასწარმეტუელსა მას? სიტყუასა, რომელ-იგი იტყოდის წინაწარმეტყუელი იგი სახელით უფლისათა და სიტყუაჲ იგი არა იყოს მსგავსად წინაწარმეტყუელებისა მის მისისა, რომელსა-იგი ეტყოდა მას უფალი ღმერთი, ნუ შეუდგებით, რამეთუ უსჯულოებით მით თავისა თვისისაჲთა იტყოდა ცრუწინაწარმეტყუელი იგი. |