კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« მეორე სჯულის »
მეორე სჯულის 1
მეორე სჯულის 2
მეორე სჯულის 3
მეორე სჯულის 4
მეორე სჯულის 5
მეორე სჯულის 6
მეორე სჯულის 7
მეორე სჯულის 8
მეორე სჯულის 9
მეორე სჯულის 10
მეორე სჯულის 11
მეორე სჯულის 12
მეორე სჯულის 13
მეორე სჯულის 14
მეორე სჯულის 15
მეორე სჯულის 16
მეორე სჯულის 17
მეორე სჯულის 18
მეორე სჯულის 19
მეორე სჯულის 20
მეორე სჯულის 21
მეორე სჯულის 22
მეორე სჯულის 23
მეორე სჯულის 24
მეორე სჯულის 25
მეორე სჯულის 26
მეორე სჯულის 27
მეორე სჯულის 28
მეორე სჯულის 29
მეორე სჯულის 30
მეორე სჯულის 31
მეორე სჯულის 32
მეორე სჯულის 33
მეორე სჯულის 34

« მეორე სჯულის 33 [BIB - xx] »
33:1 და ესე კურთხევაჲ არს, რომლითა აკრთხნა მოსე კაცმან მან ღმრთისამან ძენი იგი ისრაილისანი ვიდრე სიკუდილადმდე მისა.
33:2 და თქუა: უფალი სინად მოვიდა და გამოგვიჩნდა ჩუენ სეირს. ისწრაფა ფარან მთით ბევრებითა კადეს, მარჯუენით მისა ანგელოზნი მისნი მას თანა
33:3 და წყალობა-ყო ერსა თჳსსა ზედა და ყოველნი შეწირულნი ჴელთა შინა შენთა.
33:4 და ესენიცა შენ ქუეშე არიან და შეიწყნარნა სიტყუანი მისნი შჯული, რომელ მოგუცა ჩუენ მოსე სამკჳდრებელად შესაკრებელსა მას იაკობისასა.
33:5 და იყოს საყუარელისა მისგან მთავარი შეკრება მას მთავართა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა.
33:6 ცხონდენ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ იგი რიცხჳთ მრავალ.
33:7 და ესე იუდა. ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდასი და შესაკრებელთა მისთა შეკრბენ, ჴელნი მისნი გამოირჩინედ მას შემწედ მისა მტერთაგან მათთა.
33:8 და ლევის ჰრქუა: მიეცით ლევის მხილებაჲ და ჭეშარიტებაჲ მისი კაცსა მას უბიწოსა, რამეთუ განცადეს იგი განცდით და განაბოროტეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა.
33:9 რამეთუ ჰრქუა მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა: არა გიცი შენ, და ძმანი თვისნი არა იცნნა და შვილნი თჳსნი არა იცნნა. დაიმარხნა მან მცნებანი ესე შენნი და შჯულსა შენსა არა შესცთა.
33:10 აუწყნე სიმართლენი შენნი იაკობსა და შჯული მისი ისრაჱლსა შეწირონ მათ მსხუერპლი და საკურთხეველი რისხვისათჳს შენისა მარადის საკურთხეველსა შენსა ზედა.
33:11 აკურთხე, უფალო, ძალი იგი მისი და საქმენი ჴელთა მისთანი შეწირენ, შემუსრე ძალი იგი მტერთაჲ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს მის ზედა და მოძულენი მისნი ნუღარა აღემართნედ.
33:12 და ბენიამენს ჰრქუა: შეყუარებული უფლისაჲ დაემკჳდროს სასოებით და ღმერთი თავადი მფარველ ეყოს მას ყოველთა დღეთა და ბეჭთა შორის მისთა განუსუენოს მას.
33:13 და იოსებს ჰრქუა: კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ იგი მისი და საზღვართაგან ცისათა და ცუარითა და წყაროთაგან უფსკრულთაჲსა ქუესკნელ და აღმოცენებისა
33:14 ჟამთა ნაყოფთა მათ მზისათა დამდაბლებასა,
33:15 თავთა მთათა მათ საუკუნოჲსათა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოჲთა,
33:16 ჟამსა მას სავსებისა ქუეყანისასა მსგავსად შეწყნარებისა მის, რომელ-იგი გამოჩნდა მაყვლოვანსა მას, მოვიდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა მისსა ზედა და იდიდენ იგინი შორის ძმათა თჳსთა პირმშოთა.
33:17 იყავნ შუენიერებაჲ მისი, ვითარცა შუენიერებაჲ ზუარაკთაჲ, და ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ - რქანი მისნი. და მითა ურქენდეს წარმართთა ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა ბევრებითა ეფრემ და ათასებითა მანასე.
33:18 და ზაბულონს ჰრქუა: იხარებდ, ზაბულონ, გამოსლვასა შენსა. და იზაქარს ჰრქუა: სამკჳდრებელსა მისსა ნათესავნი დაეცნენ.
33:19 და ხადოდით თქუენ სახელსა მისსა და შესწიროთ მსხუერპლი სიმართლისა უფლისა მიმართ, სიმდიდრესა მას ზღჳსასა სწოვდე შენ ვაჭართა მათ დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა.
33:20 და გადს ჰრქუა: კურთხეულ და განვრცობილ იყავ, გად, ვითარცა ლომი განსუენებულად დაემკჳდრე შენ, შემუსრნა მკლავნი მთავართანი.
33:21 და იხილა დასაბამი მისი, რამეთუ მუნ განიყო ქუეყანაჲ იგი მთავართაჲ შეკრებასა მას ერთა მრავალთასა მთავრობითურთ მისით, სამართალი წინაშე უფლისა ყო და შჯული შორის ისრაჱლსა.
33:22 და დანს ჰრქუა: დან, ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, გამოვიდეს ბანაკით.
33:23 და ლეფთალიმს ჰრქუა: სავსებაჲ შეწირული და აღივსენ კურთხევითა უფლისა მიერ, ზღჳთ კერძო და სამხრით დაემკჳდროს იგი.
33:24 და ასერს ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ ძმათა შორის თჳსთა, დააწოს ზეთსა ფერჴი მისი,
33:25 ვითარცა რკინაჲ და სპილენძი, და იყოს ჴამლი იგი მისი და, ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი.
33:26 არა არს ვითარცა ღმერთი საყუარელისა, რომელი აღჴდეს ცად შემწედ შენდა და დიდად შუენიერებითა სამყაროსა მისსა.
33:27 და საფარველსა მას ღმრთისასა ჴელმწიფებითა ძლიერებითა მკლავისაჲთა სამარადისოთა მათ და განასხნეს მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და ჰრქუას: მივედ, წარწყმი.
33:28 და დაემკჳდროს ისრაჱლი სასოებით მხოლოდ ქუეყანასა ზედა იფქლითა და ღჳნითა და ცუარითა ცისათა მარადის.
33:29 ნეტარ ხარ შენ, ისრაჱლ, ვინმე გემსგავსოს შენ ერი ეგე გამოჴსნილი უფლისა მიერ? ზედა მდგომელ გეყოს შენ შემწე იგი შენი და მახჳლითა შენითა სიქადული შენი, გეცრუვნენ მტერნი იგი შენნი და ქედსა მათსა ზედა ფერჴი ეგე შენი.

© 2010, გია შერვაშიძე