34:1 |
და აღჴდა მოსე არაბოთდ მოაბით მთასა მას ზედა ფაჲგასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან ყოველი იგი ქუეყანაჲ გალადისაჲ ვიდრე დანადმდე, |
34:2 |
და ყოველი იგი ქუეყანაჲ ლეფთალემისი და ყოველი ქუეყანაჲ ეფრემისი და მანასესი, და ყოველი იგი ქუეყანა იუდაჲსი ვიდრე დასასრულადმდე ზღჳსა. |
34:3 |
და ყოველი იგი უდაბნოჲ და ყოველი გარემოჲს სოფლები, რომელ იყო ველთა მათ იერიქოსაჲთა, ქალაქები იგი დანაკისკუდოვანი ვიდრე სეგორდმდე. |
34:4 |
და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანა იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობსა და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ეგე. აწ, ეგერა, გიჩუენე შენ, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ. |
34:5 |
და მოკუდა მოსე, მონა იგი ღმრთისაჲ, ქუეყანასა მას მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა. |
34:6 |
და დაჰფლეს იგი გეზს, მახლობელად სახლისა მას ფაგომისსა. და არა ვინ იცის საფლავი მისი მოდღენდელად დღედმდე. |
34:7 |
და იყო მოსე ვითარ ასოც წლის, ოდეს, რაჟამს მოკუდა, და არა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და არცა იცვალა ქმნულებაჲ პირისა მისისაჲ. |
34:8 |
და დაიტირეს მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა არბოთს მოაბისასა, კიდესა მას იორდანისა მდინარისასა, პირისპირ იერიქოსა. და დაიტირეს იგი ოცდაათ დღე და აღესრულნეს დღენი იგი ტირილისანი და გლოვისანი მოსესნი. |
34:9 |
და ისო, ძე იგი ნავესი, აღივსო სულითა სიბრძნისაჲთა, რამეთუ მოსე დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და ერჩდეს მას ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი და ყვეს, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან მოსეს. |
34:10 |
და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ, |
34:11 |
ყოვლითა მით სასწაულებითა და ნიშებითა, ვითარ-იგი მიავლინნა უფალმან ყოფად სასწაულთა მათ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ქუეყანასა მისსა საკჳრველებანი იგი დიდ-დიდნი, |
34:12 |
ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი, რომელ ყო მოსე წინაშე ყოვლისა ერისა. |