1:1 |
და იყო, შემდგომად აღსასრულისა მის მოსესი, მონისა მის უფლისა, ჰრქუა უფალმან ისოს, ძესა ნავესა, მსახურსა მოსესა. |
1:2 |
მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა. აწ შენ აღდეგ და წიაღვედ იორდანესა, შენ და ყოველი ერი ესე ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ. |
1:3 |
ყოველსა ადგილსა რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენ მიგცე იგი, ვითარცა-იგი ვარქუ მოსეს, |
1:4 |
უდაბნოჲ და წინაჲ ლიბანე, მიმდინარედმდე დიდად მდინარედ ევფრატისად და ყოველი ქუეყანა ქეტელთა ვიდრე ზღუადმდე დასასრულისად, მზისა დასავლადმდე იყვნენ საზღვარნი თქუენნი. |
1:5 |
არა დაგიდგეს კაცი წინაშე თქუენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ვითარ ვიყავ მოსეს თანა, ეგრეცა შენ თანა ვიყო. და არა დაგაგდო შენ და არცა უგულებელს-გყო შენ. |
1:6 |
განძლიერდი და მჴნე იყავ, რამეთუ შენ განუყო ერსა მას ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-იგი ვეფუცე მამათა თქუენთა მიცემად მათა. |
1:7 |
აწ განძლიერდი და მჴნე იყავ დამარხვად და ყოფად, რაჲ-იგი გამცნო შენ მოსე, მონამან ჩუენმან. და არა გარდააქციო შენ მათგან მარჯულ, არცაღა მარცხულ, რათა გულისხმა-ჰყო ყოველი, რასაცა იქმოდი. |
1:8 |
და არა განგეშოროს შენ წიგნი ესე ამის შჯულისა პირისაგან შენისა და იწურთიდე მას დღე და ღამე, რათა გულისხმა-ჰყო ყოფად ყოველი წერილი. მაშინ წარგემართოს და წარჰმართნე გზანი შენნი და მაშინ გულისხმა-ჰყო. |
1:9 |
აჰა, ესერა, მე გამცნებ შენ: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ. რამეთუ მე შენ თანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხჳდოდი. |
1:10 |
და უბრძანა ისო მწიგნობართა ერისათა და ჰრქუა: შევედით შორის ბანაკსა ამას ერისასა და ამცენით ერსა ამას და არქუთ: |
1:11 |
აღჰმზადეთ საგზალი, რამეთუ შემდგომად სამისა დღისა წიაღსლვად ხართ იორდანესა ამას. შეხჳდეთ დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს თქუენ სამკჳდრებელად. |
1:12 |
და რუბენს და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესსა ჰრქუა ისო: |
1:13 |
მოიჴსენეთ სიტყუაჲ, რომელ გამცნო თქუენ მოსე, მონამან უფლისამან, და გრქუა: უფალმან ღმერთმან თქუენმან დაგადგინა თქუენ და მიგცა ქუეყანა ესე. |
1:14 |
დედა-წული თქუენი და საცხოვარი თქუენი შეიყვანენ ქუეყანასა მას, რომელ მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ წიაღხჳდეთ, ჭაბუკნი, პირველად ძმათა თქუენთა ყოველსა, რომელსა უძლავს, და შეეწინეთ მათ, |
1:15 |
ვიდრემდის დაფუძნეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანი ეს თქუენნი, ვითარცა-ეგე თქუენ. და დაიმკჳდრონ მათცა ქუეყანა იგი, რომელ უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსცეს მათ. და მაშინ წარხჳდეთ კაცად-კაცად სამკჳდრებელად თჳსად, რომელი მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით. |
1:16 |
და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: ყოველი, რავდენიცა გუამცნო, ჩუენ ვყოთ. |
1:17 |
და ყოველსა ადგილსა, რომელსა მიგუავლინნე ჩუენ, მივიდეთ; ყოვლითა, რავდენითა ვერჩდით მოსეს, გერჩდეთ შენცა, გარნა უფალი ღმერთი ჩუენი იყავნ შენ თანა, ვითარცა იყო მოსეს თანა. |
1:18 |
ხოლო კაცმან, რომელმან გაცილოს შენ, და რომელმან არა ისმინოს სიტყუათა შენთა, ამცნებდეთ თუ რასმე მას, მოკუედინ იგი, არამედ განძლიერდი და მჴნე იყავ. |