27:1 |
და უბრძანა მოსე და ყოველმან მან კრებულმან მოხუცებულთა ერსა მას ისრაჱლისასა და ჰრქუეს: დაიმარხენით ყოველნი ესე მცნებანი, რომელსა-ესე მე გამცნებ დღესდღე. |
27:2 |
და იყოს, რაჟამს წიაღხვიდოდი შენ იორდანესა, ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, აღჰმართნე შენ თავისა შენისა ქვანი დიდ-დიდნი და აღმოჰკოდნე იგინი. |
27:3 |
და დასწერნე მას ზედა ყოველნი ესე სიტყუანი შჯულისანი, რაჟამს წიაღჰხდე შენ იორდანესა ქუეყანასა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ, ქუეყანასა მას, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი, ვითარ-იგი ეტყოდა უფალი ღმერთი მამათა მათ თქუენთა მოცემად თქუენდა. |
27:4 |
და იყოს, რაჟამს წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა მდინარესა, აღჰმართნე შენ ქვანი იგი, რომლისა-იგი მე გამცნებ თქუენ დღეს მთასა მას ზედა გებალსა და აღჰმოკოდნე იგინი. |
27:5 |
და უშენო მუნ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა, საკურთხეველი გამოუკუერველთაგან ქვათა, რომელსა არა შეხებულ იყოს რკინაჲ. |
27:6 |
მრგუალთაგან ქვათა უშენო შენ საკურთხეველი უფალსა ღმერთსა შენსა. |
27:7 |
და შესწირო შენ მას ზედა მსხუერპლი შესაწირავი მაცხოარებისაჲ უფალსა ღმერთსა შენსა და დაუკლნე მუნ საკლველნი ლხინებისანი, შჭამდე და განსძღე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა. |
27:8 |
და დასწერო ლოდთა მათ ზედა ყოველი ესე შჯული ჭეშმარიტებისაჲ განცხადებულად. |
27:9 |
სიტყუად იწყო მოსე და მღდელთა მათ ლევიტელთა ყოვლსა მის ერისა და ჰრქუეს: დუმენ და ისმინე, ისრაჱლ, რამეთუ დღესდღე შეიქმენ შენ ერად უფლისა ღმრთისა. |
27:10 |
ისმინო თუ ჴმაჲ უფლისაჲ ღმრთისა შენისაჲ და ჰყვნე ყოველნი ესე მცნებანი და სამართალნი მისნი, რომელ-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე. |
27:11 |
და ამცნო მოსე ყოველსა მას ერსა და ჰრქუა: |
27:12 |
ესენი დადგეს მაკურთხევლად ყოვლისა მაგის ერისა მთასა მას ზედა გარიზინსა, რაჟამს წიაღჰჴდე თქუენ იორდანესა მდინარესა: სჳმეონ, ლევი, იუდა, იზაქარ, იოსებ და ბენიამენ. |
27:13 |
და ესენი დადგენ წყევად მათსა მას ზედა გებალსა: რუბენ, გად, ასერ, ზაბულონ, დან და ლეფთალიმ. |
27:14 |
და ეტყოდიან ლევიტელნი იგი ყოველსა მას ერსა ისრაჱლისასა ჴმითა დიდითა და ჰრქუან: |
27:15 |
წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თჳსისა კერპნი გამოქანდაკებულნი და გამოჭედილნი ქმნილნი ჴელთა ჴელოვნისათა და დადგნეს იგინი დაფარულად, რამეთუ ბილწ არს უფლისა ღმრთისა. და ჰრქუან ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:16 |
წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამა თჳსი, გინა თუ დედაჲ. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:17 |
წყეულ იყავნ, რომელმან დრიკოს სასჯელი მწირისაჲ, ობლისა და ქურივისა, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:18 |
წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღვარნი მოყუსისა თჳსისანი. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:19 |
წყეულ იყავნ რომელმან აცთუნოს ბრმაჲ გზასა. და ჰრქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:20 |
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თანა, რამეთუ განაცხადა საიდუმლოჲ იგი მამისა თჳსისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:21 |
წყეულ იყავნ, რომელი შეიბილწოს ყოვლისა საცხოვრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყაჱნ! |
27:22 |
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს დისა თანა მამითისა, გინა თუ დედითისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:23 |
წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს სიდედრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამისა დისა თანა, გინა თუ დედის დისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:24 |
წყეულ იყავნ, რომელმან გუემოს მოყუასი თჳსი ზაკვით. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:25 |
წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |
27:26 |
წყეულ იყავნ ყოველი კაცი რომელი არა დაადგრეს ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყოფად მისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! |