10:1 |
და იყუნეს აქაბისნი სამეოცდაათ ძე სამარიას. და მიწერა იუ რუვარტაკი სამარიად მთავართა მათ სამარიასათა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა აქაბისთა და ჰრქუა: |
10:2 |
ვითარცა მოიწიოს თქუენდა წიგნი ესე, და თქუენ თანა არიან ძენი უფლისა თქუენისანი და თქუენ თანა არიან ეტლნი მისნი და საჴედარნი და ქალაქნი ძნელნი და საჭურველნი. |
10:3 |
იხილეთ და გამოირჩიეთ ძეთა მათგან უფლისა თქუენისათა და დაამტკიცეთ ზედა საყდარსა მას მამისა თჳსისასა და სცეთ ბრძოლა სახლსა ზედა უფ- ლისა თქუენისასა. |
10:4 |
და შეეშინა ფრიად-ფრიად და თქუეს: აჰა, ორნი იგი მეფენი ვერ დამდგომ იქმნნეს წინაშე მისა, და ჩუენ ვითარმე დაუდგეთ წინაშე მისა? |
10:5 |
და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისა მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს: მონანი შენნი ვართ ჩუენ და, რაცა გჳბრძანოთ ჩუენ, ვყოთ და არა ვინ დავიდგინოთ ჩუენ ზედა მეფე, არამედ, რა-იგი სათნო იყოს შენ წინაშე, ვყოთ. |
10:6 |
და მიწერა მათ წიგნი მეორედ და თქუა: უკუეთუ ჩემნი ხართ თქუენ და ბრძანებასა ჩემსა ისმენდეთ, მოკუეთენით თავნი ძეთა უფლისა მაგის თქუენისათანი, და მომართუთ ხვალე ამასვე ჟამსა იეზრაელად, და ძენი მეფისანი იყუნეს სამეოცდაათნი. და ჴელმწიფენი ქალაქისანი ზრდიდეს მათ. |
10:7 |
და იყო, ვითარცა მიიწია წიგნი იგი მათა, შეიპყრნეს ძენი იგი მეფისანი, და მოსრნეს სამეოცდაათნივე, და შთაყარნეს თავები მათი გოდრებსა და მიუძღვანეს მას იეზრაელად. |
10:8 |
და შევიდა მოციქული იგი და უთხრა მას: მოიხუნეს თავნი ძეთა მეფეთანი და ჰრქუა: დასცენით სამად ბორცუად გარეშე ბრჭეთა ქალაქისათა ვიდრე ცისკრადმდე. |
10:9 |
და იყო, განთიადსა მას გამოვიდა და დადგა ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ყოველსა მას ერსა: მართალ ხართ თქუენ. აჰა, ესერა, მე აღვდეგ უფლისა ჩემისა ზედა, მოვკალ იგი. იხილენით ესენი, აპფო ვინ მოსრნა? |
10:10 |
და უწყოდეთ აწ, რამეთუ არა დავარდების სიტყუა უფლისა ქუეყანასა, რომელსა იტყოდა უფალი სახლსა მას ზედა აქაბისასა. და აღასრულა უფალმან, რასა-იგი იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელიასთა. |
10:11 |
და მოსრნა იუ ყოველი ნეშტი სახლისა მის აქაბისი იეზრაელს და ყოველნი მთავარნი მისნი და მეგობარნი მისნი და ქურუმნი მისნი, და არა დაუტევა მას ნეშტი. |
10:12 |
აღდგა და წარვიდა იუ სამარიად და ვიდრე-იგი მივიდოდა ბეთაკადს ოდენ გზასა მას სამწყსოთასა, |
10:13 |
პოვნა იუ ძმანი ოქოზიას, მეფისა იუდასნი, და ჰრქუა: ვისნი ხართ თქუენ? და თქუეს: ძმანი ოქოზიასნი ვართ ჩუენ და გარდამოვჴედით შემთხუევად ძეთა მეფისათა და ძეთა მის განძლიერებულისათა. |
10:14 |
და თქუა იუ: შეიპყრენით ეგენი ცოცხალნი! და შეიპყრნეს მათ და მოსრნეს იგინი ბეთაკადს - ორმეოცდაორნი კაცნი. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი. |
10:15 |
და წარვიდა მიერ იუ და პოვა იონადაბ, ძე რექაბისი, წინაშე თჳსსა და აკურთხა იგი და ჰრქუა მას იუ: უკუეთუ არს გული შენი წრფელ, ვითარცა არს გული ჩემი შენდა მიმართ? და თქუა იონადაბ: არს. და ჰრქუა იუ: უკეთუ არს, მომეც მე ჴელი შენი. და მისცა ჴელი თჳსი, და აღისვა იგი თანა ეტლთა ზედა თჳსთა. |
10:16 |
და ჰრქუა მას: მოვედ ჩემ თანა და იხილე შურისძიება ჩემი უფლისათჳს. და აღსვა იგი ეტლთა ზედა თჳსთა. |
10:17 |
და შევიდა სამარიად და მოსრნა ყოველი ნეშტი აქაბისი სამარიას მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია. |
10:18 |
და შეკრიბა იუ ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: აქაბ ჰმონა ბაალსა მცირედ და მე ვმონო დიდად. |
10:19 |
და აწ მომგუარენით მე ყოველნი იგი წინაწარმეტყუელნი ბაალისნი, და ყოველნი მონანი მისნი და ქურუმნი მისნი, და ერთიმცა კაცი ნუ მოაკლდებინ, რამეთუ შესაწირავი დიდი არს ბაალისი. და რომელ-იგი დამაკლდეს, მოკუდეს. და იუ ყო შეტყუილით, რათა მოსრნეს მონანი იგი ბაალისნი. |
10:20 |
და თქუა იუ: განმზადეთ შესაწირავი ბაალისა. და ქადაგი ჴმობდა. |
10:21 |
და წარავლინა იუ ყოვლისა ისრაჱლისა მიმართ და მოკრბეს ყოველნი მონანი ბაალისნი, და არავინ დაშთა, რომელნი არა მოიწივნეს მუნ და შევიდეს სახლსა ბაალისასა, და აღივსო სახლი იგი ბაალისი კიდით კიდედ. |
10:22 |
და ჰრქუა იუ მტარვალთა მათ: განსძარცვეთ სამოსელნი მონათა მათ ბაალისთა! და განსძარცვეს სამოსელნი მათნი. |
10:23 |
და შევიდა იუ და იონადაბ, ძე რექაბისი, სახლსა მას ბაალისასა და ჰრქვა მონათა მათ ბაალისათა: გამოიძიეთ და იხილეთ, ნუუკუე იყოს ვინმე თქუენ თანა მონათა მათგანი უფლისათა, გარნა თქუენ ხოლომცა მონანი ეგე ბაალისნი. |
10:24 |
და შევიდა იუ, რეცა თუ შეწირვად და კმევად საკუმეველთა. და იუ დაადგინნა რვაასი კაცი გარეშე და ჰრქუა მათ: კაცი რომელი განერეს კაცთა ამათგანი, რომელთა მე მიგცეთ ჴელთა თქუენთა, თავი მისი თავისა მისისა წილ იყოს. |
10:25 |
და ვითარცა აღასრულეს შესაწირავი იგი, ჰრქუა იუ წინამცორვალთა მათ და ჭურვილთა მათ: შევედით და მოსრენით იგინი და ერთიცამცა ნუ განერების მათგანი. და მოსრნეს იგინი მახჳლითა და არა ვინ დაშთა მათგანნი არცა ერთი და შევიდეს სახლსა მას ბაალისაასა. |
10:26 |
და გამოიღეს ძეგლები იგი სახლისაგან ბაალისი და დაწვეს იგი. |
10:27 |
და დაამჴუნეს ყოველნი იგი ძეგლნი ბაალისნი და დაარღჳეს სახლი იგი ბაალისი და ყვეს იგი ადგილ სასკორედ სარცხჳნელად მოდღენდელად დღემდე. |
10:28 |
და განრყუნა იუ ბაალი და სახლი მისი ისრაჱლისგან. |
10:29 |
ხოლო ცოდვასა მას იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არა განეშორა იუ დიაკეულთა მათგან ოქროსათა, რომელ იყუნეს ბეთელს და დაანს. |
10:30 |
და ჰრქუა უფალმან იუს: ამისთჳს, რამეთუ მჴნე იქმენ წინაშე ჩემსა ყოფად სიწრფოებისა და ნება გულისა ჩემისა უყავ სახლსა მას აქაბისსა, ნაშობნი შენნი მეოთხედ დასხდენ საყდარსა მას ისრაჱლისასა. |
10:31 |
და იუ არა ეკრძალა სლვად სჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა ყოვლითა გულითა თჳსითა და არა განეშორა ცოდვასა მას იორობოამისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი. |
10:32 |
მათ დღეთა შინა იწყო უფალმან მოსრვა ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა და მოსრვიდა აზაელ ყოველთა მათ საზღვართა ისრაჱლისათა. |
10:33 |
იორდანითგან და მზისა აღმოსავალით კერძო ყოველი იგი ქუეყანა გალაადისი და გაადისი და რუბენისი და მანასესი არუელითგან, რომელ არს კიდესა მის თანა ნაღვარევისასა არნონისსა, და გალაადი და ბასანი. |
10:34 |
და ნეშტნი სიტყუათა იუსთანი და ყოველი, რაოდენი-რა ქმნა, ყოველი ძლიერებაჲ მისი და მოწყუედა მისი, რომელ მოსწყჳდა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა. |
10:35 |
და დაიძინა იუ მამათა თჳსთა თანა, და დაფლეს იგი სამარიას. და მეფობდა იოაქაზ, ძე მისი, მის წილ. |
10:36 |
და დღენი, რაოდენ მეფობდა იუ ზედა ისრაჱლსა, ორმეოცდარვა წელ სამარიასა. |