6:1 |
და ჰრქუეს ძეთა მათ წინაწარმეტყუელთა ელისეს: აჰა, ესერა, ადგილი ესე, რომელსა დავმკჳდრებულვართ ჩუენ, იწრო არს ჩუენდა. |
6:2 |
მივიდეთ და ვიკვეთოთ იორდანესა კაცად-კაცადმან თჳთო მოსელი და ვიშენოთ მუნ საყოფელი. და ჰრქუა ელისე: მივედით! |
6:3 |
და თქუა ერთმან ვინმე მათგანმან: მოვედ შენცა ნელიად მონათა შენთა თანა. და მან თქუა: მივიდე. |
6:4 |
და წარვიდა მათ თანა და მივიდა იორდანედ და კაფდეს ძელთა. |
6:5 |
და, აჰა, ერთი ვინმე მათგანი ვიდრე მოაკვეთდა მოსელსა, წარვარდა რკინა ტარსა და შთავარდა წყალსა მას და ღაღად-ყო კაცმან და თქუა: შემიწყალე, უფალო, რამეთუ იგიცა ნათხოვ იყო. |
6:6 |
და ჰრქუა კაცმან ღმრთისამან, სადა ოდენ შთავარდა? და უჩუენა მას ადგილი იგი, მოსტეხა რტო ერთი ელისე და შთააგდო მუნთქვეს ოდენ და ღმოჩნდა რკინა იგი. |
6:7 |
და ჰრქუა ელისე: მიჰყავ და მოიღე თავით შენით და მიჰყო ჴელი თჳსი და მოიღო იგი. |
6:8 |
და მეფე ასურასტანისა გამოვიდა წყობად ისრაჱლისა და ზრახვა-ყო მონათა თჳსთა თანა და თქუა: ადგილსა ერთსა ფელმონს დავიდარანოთ. |
6:9 |
და მიავლინა ელისე მეფისა მის ისრაჱლისა და ჰრქუა: ეკრძალე, ნუუკუე მიხჳდოდით მათ ადგილთა, რამეთუ მუნ ასურნი იგი დადარანებულ არიან. |
6:10 |
და წარავლინა მეფემან ისრაჱლისამან ადგილსა მას მსტოვარნი, რომელსა ჰრქუა მას ელისე მოხილვად მათდა და ერიდებოდა მას ადგილსა არა ერთგზის და არცა ორგზის. |
6:11 |
და განრისხნა გული მეფისა ასურთასა სიტყჳსა მისთჳს და მოუწოდა მონათა თჳსთა და ჰრქუა მათ: მითხარითღა მე, ვინმე მამხილა მეფისა მის თანა ისრაჱლისა? |
6:12 |
და თქუა ვინმე ერთმან მონათა მისთაგანმან: არა ვინ, უფალო ჩემო მეფე, არამედ ელისე წინაწარმეტყუელი ისრაჱლისა უთხრობს მეფესა მას ისრაჱლისასა ყოველთა სიტყუათა შენთა, რომელთა იტყჳ სენაკთა, ანუ სასვენებელთა ზედა შენთა. |
6:13 |
და თქვა მეფემან: მივედით და იხილეთ, სადა იყოს იგი და მივავლინო და შევიპყრა იგი. და უთხრეს მას და ჰრქვეს: აჰა, ეგერა, დოთაიმს არს. |
6:14 |
და წარავლინა მუნ მეფემან ასურასტანისამან ჰუნეები და ეტლები და ერი ძლიერი და მივიდეს ღამე და მოიცვეს ქალაქი იგი. |
6:15 |
და აღიმსთო მსახურმან ელისესმან და, აჰა, ერი ძლიერი მოახლებულ იყო გარემო ქალაქსა მას, ჰუნეები და ეტლები. და ჰრქუა მას ყრმამან: უფალო, რამე ვყოთ? |
6:16 |
და ჰრქუა ელისე: ნუ გეშინინ, რამეთუ ჩუენ თანა უმრავლესნი არიან ვიდრე მათ თანა. |
6:17 |
და თაყუანის-სცა უფალსა ელისე, ილოცვიდა და თქუა: უფალო, განუხვენ თუალნი ამის ყრმისანი, რათა იხილოს. და განუხუნა უფალმან თუალნი მისნი და იხილა და, აჰა, მთა იგი სავსე იყო ჰუნებითა და ეტლებითა ცეცხლისათა გარემოს ელისესა. |
6:18 |
და გარდამოჴდეს მისსა და ილოცვიდა ელისე უფლისა მიმართ და თქუა: გუემე ნათესავი ეგე სიბრმითა! და გუემნა იგინი უფალმან სიბრმითა მსგავსად სიტყჳსა მის ელისესისა. |
6:19 |
და ჰრქუა მათ ელისე: არა ესე გზა არს და არცა ესე ქალაქი, მომდევდით მე და მიგიყვანნე თქუენ კაცისა მის, რომელსა ეძიებთ. და მიიყვანნა იგინი სამარიად. |
6:20 |
და იყო, ვითარცა შევიდეს სამარიად. თქუა ელისე: აღახუნენ, უფალო, თუალნი ამათნი და ხედვიდენ. და აღუხილნა უფალმან თუალნი მათნი და იხილეს. და, აჰა, იყუნეს შორის სამარიასა. |
6:21 |
ვითარცა იხილნა იგინი მეფემან ისრაჱლისამან, ჰრქუა ელისეს: მოსრვით მოსრნე იგინი, მამაო. |
6:22 |
და ჰრქუა ელისე: ნუ მოსრავ, რამეთუ რომელნი არა სტყუენვენ მახჳლთა შენითა და არცა მშჳლდითა შენითა. აწ დაუგე პური და წყალი, ჭამონ და სვან და წარვიდენ უფლისა თჳსისა. |
6:23 |
და დაუგო მათ დიდად და ჭამეს და სვეს და წარვიდეს უფლისა თჳსისა და არღარა შესძინეს ასურთა მათ მოსლვად ქუეყანასა მას ისრაჱლისასა. |
6:24 |
და იყო ამისა შემდგომად და კრება-ყო ძემან ადერისამან, მეფემან ასურასტანისამან, ყოვლისა მის ბანაკისა თჳსისა, მოვიდა და მოიცვა სამარია. |
6:25 |
და იყო სიყმილი დიდი სამარიას და დასხდეს მის გარემო, ვიდრემდე ეპოებოდა თავი ვირისა ერგასის სასწორის ვეცხლისა და ოთხი კაბიწი და ნაედომი ტრედისა ხუთის სასწორისა ვეცხლისა. |
6:26 |
და მეფე ისრაჱლისა იქცეოდა ზედა ზღუდესა მას და დედაკაცი ერთი ღაღადებდა მისა მიმართ და თქუა: მიჴსენ მე, უფალო მეფე. |
6:27 |
და ჰრქუა მას მეფემან: ნუ გიჴსნეს შენ უფალმან, ვინა გიჴსნეს შენ კალოსაგან ანუ საწნეხელისა? |
6:28 |
და ჰრქვა მას მეფემან: რა არს შენდა, დედაკაცო? მიუგო დედაკაცმან და ჰრქუა: ამან დედაკაცმან მრქუა: მოვედ და შვილი ეგე შენი შევჭამოთ დღეს და შვილი ესე ჩემი შევჭამოთ ხვალე. |
6:29 |
და შევგბოლეთ შვილი იგი ჩემი და შევჭამეთ და ვარქუ მეორესა დღესა: აწ შენი შვილი მოიყვანე და შევჭამოთ და დამალა შვილი იგი თჳსი. |
6:30 |
და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუა იგი მის დედაკაცისა, დაიპო სამოსელი თჳსი და იგი იქცეოდა ზედა ზღუდესა მას. და იხილა ყოველმან ერმან, რამეთუ ძაძა ემოსა შიშველთა ჴორცთა მისთა. |
6:31 |
და თქუა: ესე და ესე მიყავნ მე ღმერთმან და ესე და ესე შემძინენ, უკუეთუ დგესღა თავი ელისესი, ძისა საფატისი, მის ზედა დღეს. |
6:32 |
და ელისე ჯდა სახლსა თჳსსა და მოხუცებულნი იგი სხდეს მის თანა. და წარავლინა კაცი მეფემან მისა და, ვიდრე არღა მიწევნილ იყო მოციქული იგი მისა, ჰრქუა ელისე მოხუცებულთა მათ: იცითმეა, რამეთუ წარმოავლინა შვილმან მოსისხლისამან მოკუეთად თავისა ჩემისა და ვითარცა შემოვიდოდის მოციქული იგი, დაიპყართ კართა, რამეთუ, აჰა, ეგერა, ბგერა ფერჴთა უფლისა მისისათა შემდგომად მისა. |
6:33 |
და ვიდრე იგი ეტყოდა მათ და მოციქული იგი მეფისა მო-ხოლო-იწია მათა და ჰრქუა: აჰა, ესერა, ძჳრი უფლისა მიერ არს, რასაღა ვევედრებოდი უფალსა? |