7:1 |
და თქუა ელისე: ისმინე სიტყუაჲ უფლისა! ესრე იტყჳს უფალი: ხვალე ამას ჟამსა ოდენ გრივი ერთი სამინდოსა სასწორისა ერთისა და ორი გრივი ქრთილისა სასწორისა ერთის ბჭეთა თანა სამარიასათა იპოვოს. |
7:2 |
მიუგო მოციქულმან: რომლისა ჴელთა მიევედრის მეფე? და ჰრქვა ელისეს: დაღათუ ყოს უფალმან გარდამოსაქანელნი ცათაგან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? ჰრქუა მას ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგან შენ არა სჭამო. |
7:3 |
და იყუნეს კაცნი ოთხნი კეთროვანნი გარეშე ბჭეთა მათ ქალაქისათა და ჰრქუა ერთმან მოყუასსა თჳსსა: რასა ვსხედით აქა და მოვკუდებით? |
7:4 |
და უკუეთუ შევიდეთ ქალაქსა, სიყმილი არს ქალაქსა ამას და მოვკუდეთ მუნ, და უკუეთუ აქა ვსხდეთ, კუალადვე მოვკუდეთ. და აწ მოვედ და მოვიმართოთ ბანაკსა მას ასურთასა და თუ გვაცხოვნენ ჩუენ, ვცხონდეთ და თუ მოგვაკუდინენ, მოვკუდეთ. |
7:5 |
და აღდგეს რიჟრაჟუს ოდენ განთიად შესლვად ბანაკსა მას ასურთასა, და, აჰა, არა იყო მუნ კაცი. |
7:6 |
რამეთუ ღმერთმან ასმინა ბანაკსა მას ასურთასა ჟღერა ეტლთა და ბგერა ჰუნეთა და ჴმაჲ ერისა ძლიერისა. და ჰრქუა კაცმან ძმასა თჳსსა: აჰა, ესერა, მო-სამე-იმიზდნა ჩუენ ზედა მეფემან ისრაჱლისამან მეფე იგი ქეტელთა და მეფე იგი ეგჳპტელთა. |
7:7 |
და აღდგნენ, ივლტოდეს ღამე და დაუტევეს კარავები მათი და საჴედარნი მათნი და ვირები მათი ბანაკსა მას, ვითარცა იგი დგეს და ივლტოდეს განრინებად თავთა თჳსთა. |
7:8 |
და შევიდეს კეთროვანნი იგი კარავსა ერთსა, ჭამეს და სვეს და აღიღეს ვეცხლი და ოქრო და სამოსელი, წარვიდეს და დამალეს და მოიქცეს და შევიდეს სხუასა კარავსა და გამოიღეს მიერცა და დამალეს. |
7:9 |
და თქუეს კეთროვანთა მათ ურთიერთას: არა ეგრე არს, რასა-ესე ჩუენ ვიქმთ, არამედ ესე დღე დღე არს ხარებისა და ჩუენ ვდუმთ და ველით ნათელსა განთიადისასა და ვიპოვნეთ ჩუენ უსჯულოებასა, ხოლო აწ მოდით და მიუთხრათ ესე სახლსა მეფისასა. |
7:10 |
და შევიდეს და ღაღად-ყვეს ბჭეთა თანა ქალაქისათა და უთხრეს და თქუეს: შევედით ქალაქსა მას ასურთასა, არა იყო მუნ კაცი, არცა ჴმაჲ კაცისა, გარნა ცხენნი ხოლო დაბმულნი და კარავნი მათნი აღმართებულნი დგანან. |
7:11 |
და ღაღად-ყვეს მეკარეთა მათ და აუწყეს მეფესა. |
7:12 |
და აღდგა მეფე და ჰრქვა მონათა თჳსთა: გითხრა თქუენ, რა გჳყვეს ჩუენ ასურთა მათ, უწყოდეს, რამეთუ მოვყმებით და განვიდეს ბანაკით და დაიმალნეს გარე და თქუეს: ვინ უწყის, გამოვიდნენ ქალაქით და ჴელთა ვისხნეთ იგინი ცოცხალნი და შევიდეთ ქალაქსა მას და გამოვიღოთ. |
7:13 |
და მიუგო ვინმე ერთმან მონათაგანმან მისმან და ჰრქუა: მოიბენ ხუთნი ცხენნი ნეშტთა მათგანნი ყოვლისა მისგან სიმრავლისა ისრაჱლისა, რომელ დაშთეს, და მივავლინოთ მუნ და ვიხილოთ. |
7:14 |
და მოიბნეს ორნი ცხენნი საჴედრად და წარავლინნა მეფემან ისრაჱლისამან კუალსა მეფისა მის ასურასტანელთასა და ჰრქუა: წარვედით და იხილეთ. |
7:15 |
და წარვიდეს კვალსა მათსა ვიდრე იორდანედმდე და, აჰა, ყოველნი იგი გზანი სავსე იყუნეს სამოსლითა და ჭურჭლითა, რომელ დაებნა ასურთა მათ აღტაცებასა მას მათსა და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს მეფესა. |
7:16 |
და განვიდა ერი იგი ქალაქით და იავარ-ყო ბანაკი იგი ასურთა და იყო გრივი ერთი სამინდოსა და სასწორის ერთისა და ორნივ ქრთილისა სასწორისა ერთის, მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა. |
7:17 |
და მეფემან დაადგინა მოციქულნი იგი ჭურჭელთაგან, რომლისა ჴელითა მიევედრის მეფე, და დატკებნეს იგი ბჭეთა თანა ტენებასა მას ერისასა და მოკუდა, ვითარცა ეტყოდა მას კაცი იგი ღმრთისა მოსულასა მას მოციქულად მისა. |
7:18 |
და იყო, ვითარცა ეტყოდა ელისე მეფესა და თქუა, ვითარმედ: ორი გრივი ქრთილი სასწორისა იპოოს და გრივი ერთი სამინდო სასწორისა ერთისა და იყოს ხვალე ამასვე ჟამსა ბჭეთა თანა სამარიასათა. |
7:19 |
და მიუგო მოციქულმან კაცსა მას ღმრთისასა და ჰრქვა: დაღათუ გარდამოსაქანელნი ცისანი განახუნეს უფალმან, იყოსმეა სიტყუაჲ ეგე? და ჰრქუა ელისე: აჰა, იხილო თუალითა შენითა და მისგანი არა სჭამო. |
7:20 |
და ეყო მას ეგრე და დატკებნა იგი ერმან ტენებასა მას ბჭეთა მათ თანა და მოკუდა. |