22:1 |
ძე რვა წლისა იყო იოსია დადგომასა მას მისსა მეფედ და ოცდაათერთმეტ წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - იედია, ასული იედიასი, ბასუროთით. |
22:2 |
და ქმნა იოსია სამართალი წინაშე უფლისა და ვიდოდა ყოველთა გზათა დავითის მამისა თჳსისათა, და არა მიაქცია მარჯულ, არცა მარცხლ. |
22:3 |
და იყო, წელსა მეთურამეტესა მეფობასა იოსიასასა, მეფისა იუდასასა, თვესა მეშჳდესა მიავლინა მეფემან საფან, ძე ესელისი, ძისა მესოლამისი, მწიგნობარი სახლისა მის უფლისა და ჰრქვა: |
22:4 |
აღვედ შენ ქელკიასა, მღდელისა მის დიდისა, და გამოადნვეთ ვეცხლი იგი, რომელი შეწირა სახლსა უფლისასა, რომელი დაკრიბეს მცველთა მათ კარისათა ერისაგან. |
22:5 |
და მიეცით ჴელთა მოქმედთა მათ საქმისა ზედამდგომელთა სახლისა უფლისათა. და მათ მისცეს, რომელნი-იგი იქმოდეს საქმესა მას სახლისა უფლისასა განსაძლიერებლად ბედეკისა სახლისა უფლისასა, |
22:6 |
ხუროთა და მშენებელთა და ჴელოვანთა მოღებად ძელი და ქვა კეთილი გასამტკიცებელად სართულისა მის სახლისა უფლისა. |
22:7 |
და არა ურაცხდეს ვეცხლსა მას, რომელსა-იგი მისცემდეს მათ, რამეთუ სარწმუნოებით იქმოდეს მას. |
22:8 |
და ჰრქუა ქელკია, მღდელმან დიდმან, საფანს მწიგნობარსა: წიგნი სჯულისა ვპოე სახლსა შინა უფლისასა. და მოსცა ქელკია საფანს წიგნი იგი და აღმოიკითხა. |
22:9 |
და შეართვა მეფესა იოსიას და მიუთხრა სიტყუაცა იგი და თქუა: გამოადვნეს მონათა შენთა ვეცხლი იგი, რაოდენ იპოვა სახლსა შინა უფლისასა და მისცეს იგი ჴელთა მოქმედთა მათ ზედამდგომელთა სახლსა უფლისათა. |
22:10 |
და უთხრა სათან მწიგნობარმან მეფესა წიგნისა მისთჳს და თქუა: წიგნი მომცა მე ქელკია მღდელმან და აღმოიკითხა იგი წინაშე მეფისა. |
22:11 |
და იყო, ვითარცა ესმა მეფესა სიტყუაჲ იგი მის წიგნისა შჯულისა, დაიპო სამოსელი თჳსი. |
22:12 |
და უბრძანა მეფემან ქელკიას მღდელსა და აქიკამს, ძესა საფანისასა, და აქაბორს, ძესა მიქეასასა, და საფანს მწიგნობარსა და ასაიას, მონასა მეფისასა, და ჰრქუა: |
22:13 |
მოვედით და გამოიძიეთ უფლისა ჩემთჳს და ერისა ჩემისათჳს და ყოვლისათჳს იუდასა სიტყჳსა ამისთჳს წიგნისა, რომელი იპოვა, რამეთუ დიდ არს რისხვა უფლისა აღგზებულ ჩუენ ზედა, რამეთუ არა ისმინნეს მამათა ჩუენთა სიტყუანი ამის წიგნისანი ყოფად ყოველთავე და წერილთა მათ შინა. |
22:14 |
და წარვიდა ქელკია მღდელი და აქიკამ და საფან და აქაბორ და ასაია ოდან წინაწარმეტყუელისა, ცოლისა სელომისა, ძისა თეკუჱსისა, ძისა ასარასა, სამოსლისმმარხველისა და იგი მკჳდრ იყო იერუსალჱმს და მასენას შინა და უთხრეს მას ესე. |
22:15 |
და მან ჰრქუა მათ: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: არქუთ კაცსა მას, რომელმან მოგავლინნა თქუენ ჩემდა: |
22:16 |
ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, მე მივავლინო ბოროტი ქალაქსა ამას ზედა და მკჳდრთა მას შინა ყოველნი სიტყუანი მის წიგნისანი, რომელ აღმოიკითხა მეფემან იუდასმან. |
22:17 |
ამისთჳს, რამეთუ დამიტევეს მე და მსახურებდეს ღმერთთა უცხოთა, რათა განმარისხონ მე საქმითა ჴელთა მათთათა და აღტყდეს გულისწყრომა ჩემი ადგილსა ამას და არა დაშრტეს. |
22:18 |
ხოლო მეფესა იუდასასა, რომელმან მოგავლინა თქუენ გამოძიებად უფლისა, ესრეთ არქუთ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: სიტყუანი ეგე, რომელნი გესმეს, ეგენი არიან |
22:19 |
ამისთჳს, რამეთუ მოლბა გული შენი და შეიკდიმე პირისაგან უფლისა, ვითარცა გესმეს სიტყუანი ესე, რაოდენსა ვიტყოდე ადგილისა ამისთჳს და მკჳდრთა მისთა, რათა იყოს განსარყუნელ და საწყევარ. და დაიპე სამოსელი შენი და სტიროდე წინაშე ჩემსა, და მეცა მესმა,-თქუა უფალმან,- |
22:20 |
ამისთჳს, არა ეგრე, აჰა, ესერა, მე შეგძინო შენ მამათა შენთა და შეხჳდე საფლავად შენდა მშჳდობით და არა იხილონ თუალთა შენთა ყოველი ესე ბოროტი, რომელი მივავლინო ქალაქსა მას ზედა და მკჳდრთა მისთა. |