21:1 |
ძე ათორმეტისა წლისა იყო მანასე დადგომასა მისსა მეფედ, ერგასისდაცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმსა. სახელი დედისა მისისა - ეფსიბა. |
21:2 |
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა მსგავსად საძაგელებისა მის ნათესავთა მათ, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა მათ ისრაჱლისათა. |
21:3 |
და აღაშენნა მაღალმან იგი, რომელ დაამჴუნა ეზეკია, მამამან მისმან, და აღაშენნა ბაგინნი იგი ბაალისნი და ქმნნა მაღნარნი იგი, ვითარსახედ ქმნა აქაბ, მეფემან ისრაჱლისამან, და თაყუანი-სცა ყოველთა ძალთა ცისათა, და მონებდა მათ. |
21:4 |
და აღაშენა საკურთხეველი სახლსა მას უფლისასა, ვითარცა თქუა უფალმან: იერუსალჱმს დავიდგნე საყდარნი ჩემნი. |
21:5 |
და უქმნნა სამსახურებელნი ყოველთა ძალთა ცისათა ყოველთა მათ ეზოთა სახლისა მის უფლისათა. |
21:6 |
და გარეშეჴადნა შვილნი თჳსნი ცეცხლსა და იზმნიდა და ჰკითხვიდა, და ყუნა ულუკნი, და განამრავლნა მცნობელნი, და შესძინა ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა. |
21:7 |
და ქანდაკებულნი იგი მაღნართა მათ დადგნა სახლსა მას უფლისასა, რომლისა ჰრქუა უფალმან დავითს და სოლომონს, ძესა მისსა, ვითარმედ: სახლსა ამას და იერუსალჱმს, რომელი გამოვირჩიე ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, დავდვა სახელი ჩემი უკუნისამდე. |
21:8 |
და არა შევსძინო შერყევად ფერჴთა ისრაჱლისათა ქუეყანისა მისგან, რომელ მივეც მამათა მათთა, რათამცა ეკრძალნეს ყოფად ყოვლისავე, რაცა ვამცენ მათ მსგავსად ყოვლისა მის მცნებისა, რომელი ამცნო მოსე, მონამან ჩემმან. |
21:9 |
და არა ისმინეს და საძაგელ იქმნა მანასე დიდად და აცთუნნა იგინი საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა უფროს ყოველთა მათ ნათესავთა, რომელნი განრყუნნა უფალმან წინაშე პირსა ძეთა მათ ისრაჱლისათა. |
21:10 |
და ეტყოდა უფალი ჴელითა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთაჲთა და თქუა: |
21:11 |
ამისთჳს, რამეთუ ქმნა მანასე, მეფემან იუდასმან, საძაგელნი იგი და უკეთურებანი უმეტეს ამორეველისა მის წინაშე ჩემსა და შესცთა იუდა კერპებითა თჳსითა. |
21:12 |
ამისთჳს, ესრე იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე მოვავლინო ძჳრი ზედა იერუსალჱმსა და ზედა იუდასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი. |
21:13 |
და მივაწიო ზედა იერუსალჱმსა მსგავსად საზომისა მის სამარიასა და მსგავსად სასწორისა სახლისა მის აქაბისა და მოვსპო იერუსალჱმი, ვითარცა ნიჟარი ერთი დათხეული ზედა პირსა თჳსსა. |
21:14 |
და აღვჴოცო ნეშტი სამკჳდრებელისა ჩემისა და მივსცნე იგინი ჴელთა მტერთა თჳსთასა და იყუნენ წარსატაცებელ და იავარ ყოველთა მტერთა თჳსთა |
21:15 |
ამისთჳს, რამეთუ ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და განმარისხეს მე, რომლით დღითგან გამოვიყვანენ იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა მოდღენდელად დღედმდე. |
21:16 |
და სისხლიცა უბრალო დასთხია მანასე დიდად ფრიად, ვიდრე აღივსო იერუსალჱმი კიდით კიდემდე. და ცოდვა იგი თჳსი, რომლითა აცთუნა იუდა საქმედ ბოროტისა წინაშე უფლისა |
21:17 |
და ნეშტნი სიტყუათა მანასესთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ცოდვა მისი, რომელ ცოდა, არა, აჰა, ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთასა? |
21:18 |
დაიძინა მანასე მამათა თჳსთა თანა და დაეფლა მტილსა სახლისა თჳსისასა მტილსა ოზიასასა. და მეფობდა ამმონ, ძე მისი, მის წილ. |
21:19 |
ძე ოცდაორის წლისა იყო ამმონ დადგომასა მისსა მეფედ და მეფობდა ათურამეტ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა - მესელომით, ასული არუასი, ტაბათით. |
21:20 |
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ვითარცა ქმნა მამამან მისმან მანასე. |
21:21 |
და ვიდოდა ყოველთა მათ გზათა, რომელთა ვიდოდა მამა მისი, და მსახურა კერპთა მათ, რომელთა მსახურებდა მამა მისი, და თაყუანი-სცა მათ. |
21:22 |
დაუტევა უფალი ღმერთი მამათა თჳსთა და არა ვიდოდა გზასა უფლისასა. |
21:23 |
და აღდგეს მონანი ამონის ზედა და მოკლეს მეფე იგი სახლსა თჳსსა. |
21:24 |
და მოსწყჳდეს მკულელნი იგი ამონისნი ერმან მან და დაიდგინეს, ერმან მის ქუეყანისამან მეფედ იოსია, ძე მისი, მის წილ. |
21:25 |
და ნეშტნი სიტყუათა ამონისთანი, რომელ ქმნა, არა, აჰა ესერა, წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა მათ იუდასთა? |
21:26 |
და დაიძინა ამმონ მამათა თჳსთა თანა და დაეფლა იგი საფლავსა თჳსსა მტილსა მას ოზიასასა. და მეფობდა იოსია, ძე მისი, მის წილ. |