კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« IV მეფეთა »
IV მეფეთა 1
IV მეფეთა 2
IV მეფეთა 3
IV მეფეთა 4
IV მეფეთა 5
IV მეფეთა 6
IV მეფეთა 7
IV მეფეთა 8
IV მეფეთა 9
IV მეფეთა 10
IV მეფეთა 11
IV მეფეთა 12
IV მეფეთა 13
IV მეფეთა 14
IV მეფეთა 15
IV მეფეთა 16
IV მეფეთა 17
IV მეფეთა 18
IV მეფეთა 19
IV მეფეთა 20
IV მეფეთა 21
IV მეფეთა 22
IV მეფეთა 23
IV მეფეთა 24
IV მეფეთა 25

« IV მეფეთა 17 [BIB - xx] »
17:1 წელსა მეათორმეტესა აქაზიას, მეფისა იუდასა, მეფობდა იოსე, ძე ელიასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ცხრა წელ.
17:2 და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა, ხოლო არა ვითარ მეფეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი იყუნეს წინა მისსა.
17:3 მას ზედა მოუჴდა სალმანასარ, მეფე ასურასტანისა, და ემონა მას ოსეე და უძუღნობდენ მას მანანასა.
17:4 და პოვა მეფემან ასურასტანისამან ოსეეს თანა ზაკვა და წარავლინნა მოციქულნი სოვა მეფისა მიმართ მეგჳპტელთასა. და არა მისცა მან მანანა მეფესა მას ასურთასა მას წელსა. და მოიცვა იგი მეფემან ასურასტანისამან და შეაყენა სახლსა მას საპყრობელისასა.
17:5 და გამოვიდა მეფე იგი ასურასტანისა ყოველსა მას ქუეყანასა და მი- ვიდა სამარიადცა და გარემოადგა მას სამ წელ.
17:6 წელსა მეცხრესა ოსესსა გამოიპყრა მეფემან ასურასტანისამან სამარია და წარტყუენა ისრაჱლი ასურასტანად. და დააშენნა იგინი იალათას და იაბორს, მდინარეთა მათ გოვიზანისათა და მთათა მათ მედონელთა.
17:7 და იყო რისხვა უფლისა ისრაჱლსა ზედა, რამეთუ შესცოდეს ძეთა მათ ისრაჱლისათა უფალსა ღმერთსა თჳსსა, რომელმან გამოიყვანნა იგინი ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთასა ჴელთაგან ფარაოს მეფისა ეგჳპტელთასა და ეშინოდა მათ ღმერთთა მათთაგან უცხოთა.
17:8 და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის მათ ნათესავთასა, რომელნი მოსპნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და მეფეთა ისრაჱლისათა, რაოდენ-რა ქმნეს.
17:9 და რაოდენ-რა შეამკუნეს ძეთა ისრაჱლისათა სიტყუანი არა უფლისა ღმრთისა თჳსისათჳს და იშენნეს თავისა თჳსისა მაღალნი ყოველთა მათ ქალაქთა თჳსთა გოდლითგან საეგბუროთ ვიდრე ქალაქთა მათ ძნელთამდე.
17:10 და აღმართნეს ძეგლნი და სერტყნი ყოველთა ბორცუთა მაღალთა და ყოველსა ხესა ქუეშე ბორობანსა.
17:11 და უკმევდეს საკუმეველსა ყოველთა მათ მაღალთა, ვითარცა ყოველნი იგი ნათესავნი, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან მათისა. და ეზიარნეს და შეითქუნეს განსარისხებელად უფლისა.
17:12 და მსახურეს კერპთა, რომელთა ჰრქუა მათ უფალმან, ვითარმედ: ნუ უყოფთ სიტყუასა მაგას უფლისათჳს.
17:13 და დადვა უფალმან წამება ძეთა თანა ისრაჱლისათა და ზედა იუდასა ჴელითა ყოველთა წინაწარმეტყუელთათა და ყოველთა მხილველთათა და ჰრქუა: მოიქეცით გზათაგან თქუენთა უკეთურთა და დაიმარხეთ მცნებანი ჩემნი და სამართალნი ჩემნი და ყოველი იგი შჯული, რომელ ვამცენ მამათა მათ თქუენთა, რომელნი მივავლინენ თქუენდა ჴელითა მონათა ჩუენთა წინაწარმეტყუელთა.
17:14 და არა ისმინეს მათ მათი და განიფიცხეს ზურგი მათი უფროს მამათა მათთა და არა ჰრწმენა უფლისა ღმრთისა თჳსისა.
17:15 და განიშორეს აღთქმა თჳსი და სამართალი, რომელ დადვა მამათა მათთა თანა და წამება მისი, რომელ ამცნო მათ, არა დაიცვეს, ვიდოდეს კვალსა უნდოთასა და უჴმარ იქმნნეს კვალსა ნათესავთასა, რომელნი იყუნეს გარემო მათსა, რომელთა ამცნო მათ უფალმან არა ყოფად მსგავსად სახისა მის მათისა.
17:16 და დაუტევნეს ყოველნი მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და იქმნეს თავისა თჳსისა დასხმითნი ორნი დიაკეულნი და თაყუანი-სცეს ძალთა ცისათა და ამსახურებდეს ბაალსა.
17:17 და გარეშეჰჴადნეს ძენი და ასულნი მათნი ცეცხლსა და მისნობდეს მისნობასა და იზმნიდეს ზმნასა, და შესძინეს ძჳრის-ყოფად წინაშე უფლისა და განსარისხებელად მისა.
17:18 და განრისხნა უფალი ისრაჱლსა ზედა დიდად და განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა, და არა დაშთეს, გარნა ნათესავი იგი ხოლო იუდასი.
17:19 და იუდაცა არავე დაიცუნა მცნებანი უფლისა ღმრთისა თჳსისანი და ვიდოდეს მსგავსად სახისა მის ისრაჱლთასა, რომელ ქმნეს.
17:20 და განიშორეს უფალი ყოველმან ნათესავმან ისრაჱლისამან, და აღძრნა იგინი და მისცნა იგინი ჴელთა წარმტყუენველთა თჳსთასა, ვიდრე განიშორნა იგინი პირისაგან თჳსისა.
17:21 და განეშორა ისრაჱლი სახლსა მას დავითისასა და დაიდგინეს მეფედ იორობოამ, ძე ნაბატისი, და განდრიკა იორობოამ ისრაჱლი უფლისაგან და აცოდვა იგი ცოდვითა დიდითა.
17:22 და ქმნეს ძეთა ისრაჱლისათა მსგავსად ყოვლისა მის ცოდვისა იორობოამისა, რომელ ქმნა, და არა განეშორნეს მათგან.
17:23 და ცვალა უფალმან ისრაჱლი პირისაგან თჳსისა, ვითარცა ეტყოდა უფალი ჴელითა ყოველთა მონათა თჳსთა წინაწარმეტყუელთა, და წარიტყუენა ისრაჱლი ქუეყანისაგან თჳსისა ასურასტანად ვიდრე მოდღენდელად დღედმდე.
17:24 და მოიყვანნა მეფემან ასურასტანისამან ბაბილონით და ქუთით და იათ და სერფარუმით და ემათით, და დაიმკჳდრნა იგინი ქალაქსა სამარიას ძეთა მათ წილ ისრაჱლისათა და დასხდეს სამარიას და დაიმკჳდრნეს ქალაქნი მისნი.
17:25 და იყო, დასაბამსა მას მკჳდრობისა მათისასა მუნ არა შეეშინდეს უფლისაგან და მიავლინა უფალმან ორნი ლომნი და მოსრვიდეს მათ.
17:26 და ეტყოდეს მეფესა მას ასურასტანისასა და ჰრქუეს: ნათესავნი იგი, რომელ მისცვალენ და სცენ ქალაქთა მათ სამარიასათა, არა იციან წესი ღმრთისა მის ქუეყანისა. მიუვლინებიან მათ უფალსა ლომნი და, აჰა, მოსრვენ მათ, რამეთუ არა იციან წესი მის ქუეყანისა ღმრთისა.
17:27 და უბრძანა მეფემან ასურასტანისამან და ჰრქუა: მიიყვანეთ ერთი მღდელთაგანი წარტყუენილთა მაგათ, რათა მოვიდეს და დაემკჳდროს მუნ და უჩუენოს მათ წესი უფლისა და განანათლნეს იგინი სამართლითა ღმრთისა მის ქუეყანისათა.
17:28 და წარიყვანეს ერთი მღდელთა მათგანი, რომელნი წარტყუენილ იყუნეს სამარიად, და დაჯდა ბეთელს და განანათლებდა მათ, რათა ეშინოდის უფლისაგან.
17:29 და ქმნეს ნათესავით ნათესავად ღმერთნი თავთა თჳსთათჳს და დასხნეს სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიტელთა მათ თჳთოეულად ნათესავთა მათ ქალაქთა თჳსა, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს.
17:30 და კაცთა ბაბილოვნისათა ქმნეს სოკქოთი და ბანოთი და არქოთი, და კაცთა ქუთისთა ქმნეს ნერგელი, და კაცთა ემათისათა ქმნეს ასენათი.
17:31 და იაელთა ქმნეს აბელაზერი და ნებასი და თართაკი და სიფარუიმი, სადა-იგი დასწვიდეს ძეთა თჳსთა ცეცხლითა, ადრამელექსა და ამელექსა, ღმერთთა სეფრუიმისათა.
17:32 და ეშინოდა უფლისაგან და დაიმკჳდრნეს საძაგელნი იგი თჳსნი სახლებსა მას მაღალთასა, რომელ ქმნეს სამარიას თჳთოეულად ნათესავთა და ნათესავთა მათ, რომელ დამკჳდრებულ იყუნეს (და ეშინოდა უფლისაგან და დაიდგნეს ქურუმნი თჳსად მაღალთა მათ).
17:33 და ეშინოდა უფლისაგან და მსახურებდეს ღმერთთა მათ თჳსთა მსგავსად წესისა მის ნათესავთა მათ, რომელნი ღმერთმან მოსპნა მიერ.
17:34 და ვიდრე დღენდელად დღედმდე ჰყოფენ იგინი მსგავსად წესისა მის მათისა და ეშინის უფლისაგან და ჰყოფენ მსგავსად სახისა მათისა და სამართლისა და შჯულისა და მცნებისა მის, რომელ ამცნო უფალმან ძეთა მათ იაკობისათა, რომელსა დასდვა სახელი ისრაჱლი.
17:35 და აღუთქვა უფალმან აღთქმა და ამცნო მათ და ჰრქუა: ნუ შეიშინებით ღმერთთაგან უცხოთა და ნუ თაყუანის-სცემთ და ნუცა მსახურებთ მათ და ნუცა შესწირავთ მათ.
17:36 არამედ უფალსა ღმერთსა, რომელმან გამოგიყვანნა თქვენ ქუეყანით ეგჳპტით დიდითა ძალითა და მკლავითა მაღლითა, მისგან გეშინოდენ და მას თაყუანის-ეცით და მისა შესწირვიდეთ.
17:37 და სამართალთა და მსჯავრთა და სჯულთა და მცნებათა მათ, რომელნი მოგცნა თქუენ, ეკრძალენით ყოფად და ნუ შეშინდებით ღმერთთაგან უცხოთა.
17:38 და აღთქმა იგი, რომელ დადვა თქვენ თანა, ნუ განაქარვებთ და ნუ გეშინინ ღმერთთაგან უცხოთა.
17:39 არამედ უფლისა ღმრთისა თქუენისა გეშინოდენ და მან გიჴსნენ თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა.
17:40 და ნუ მორჩილ ექმნებით სახესა მათსა, რომელსა ჰყოფენ. და ეშინოდა ნათესავთა მათ უფლისაგან.
17:41 და განხატულთა თჳსთა მსახურებდეს და შვილნი მათნი და შვილნი შვილთანი, ვითარცა ყვეს მამათა მათთა, უყოფდენ ვიდრე დღევანდელად დღედმდე.

© 2010, გია შერვაშიძე