13:1 |
წელსა ოცდამესამესა იოასისასა, ძისა ოქოზიასსა, მეფისა იუდაისასა, მეფობდა იოაქაზ, ძე იუასი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათჩჳდმეტ წელ. |
13:2 |
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და შეუდგა ცოდვასა მას იორობოამისასა, ძისა ნაბატისასა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, და არა განეშორა მათგან. |
13:3 |
და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და მისცნა იგინი ჴელთა აზაელ, მეფისა ასურთასა, და ჴელთა ძისა ადერისთა, ძისა აზაელისასა, ყოველთა დღეთა. |
13:4 |
და ევედრა იოაქაზ პირსა უფლისასა და ისმინა მისი უფალმან და იხილა ურვა იგი ისრაჱლისა, რასა აჭირვებდა მათ მეფე იგი ასურთა. |
13:5 |
და მისცა უფალმან მჴსნელი ისრაჱლსა და განერნეს ჴელთაგან ასურთასა და დაემკჳდრნეს ძენი იგი ისრაჱლისანი საყოფელთა თჳსთა, ვითარცა გუშინ და ძოღან. |
13:6 |
ხოლო არავე განეშორნეს ცოდვათა მათ იორობოამისთა, ძისა ნაბატისთა, რომელმან-იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მათ შინავე ვიდოდეს და მაღნართა და მთათა მიმართ სამარიასთა. |
13:7 |
და არა დაშთა იოაქაზისა ერი, არამედ მჴედარი ვითარ ერგასის ოდენ და ეტლნი ათნი და ათი ათასი მკჳრცხლი, რამეთუ წარწყმიდნა იგინი მეფემან ასურასტანისამან, დასხნა იგინი, ვითარცა მიწა დასატკეპნელად. |
13:8 |
და ნეშტნი სიტყუათა იოაქაზისთანი ყოველი, რა ქმნა და ძალი მისი არა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა? |
13:9 |
და დაიძინა იოაქაზ მამათა თჳსთა თანა და დაფლეს იგი მამათა თჳსთა თანა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ. |
13:10 |
წელსა ოცდამეათჩჳდმეტესა სუფევასა იოასისა, მეფისა იუდასისა, მეფობდა იოას, ძე იოაქაზისი, ზედა ისრაჱლსა სამარიას ათორმეტ წელ. |
13:11 |
და ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა და არა განეშორა ყოველსა მას ცოდვასა იორობოამისსა, ძისა ნაბატისა, რომელმან- იგი აცთუნა ისრაჱლი, არამედ მასვე შინა ვიდოდა. |
13:12 |
და ნეშტნი სიტყვათა იოასისთანი და ყოველი, რაჲ ქმნა, და ყოველნი ძლიერებანი მისნი და, რა-იგი უყო მეფესა იუდაჲსსა, არა, აჰა, ესერა წერილ არიანა წიგნთა სიტყუათა მეუფეთა ისრაჱლისათა? |
13:13 |
და დაიძინა იოას მამათა თჳსთა თანა და იორობოამ დაჯდა საყდარსა მისსა. და დაეფლა იოას სამარიას მეფეთა მათ თანა ისრაჱლისათა. |
13:14 |
და ელისე დასნეულდა სნეულებითა, რომლითა მო-ცა-კუდა და მივიდა იოას, მეფე ისრაჱლისა, და ტიროდა პირსა მისსა ზედა და თქუა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო. |
13:15 |
და ჰრქუა მას ელისე: მოიღე მშჳლდი შენი და ისარნი შენნი. და მოიღო მშჳლდი და ისარნი. |
13:16 |
და ჰრქუა ელისე მეფესა მას ისრაჱლისასა: მოირთხ მშჳლდი შენი ჴელთა შენთა! მოირთხა მშჳლდი იგი ჴელითა თჳსითა და დასდვა ელისე ჴელი თჳსი ზედა ჴელთა მეფისათა. |
13:17 |
და თქუა: განუხვენით სარკმელნი ეგე, რომელ არიან მზისა აღმოსავალით კერძო. განახუნეს და ჰრქუა ელისე: სტყორცე. და სტყორცა და თქუა ელისე: ისარი ჴსნისა უფლისა მიერ და ისარი ჴსნისა წინაშე პირსა ასურთასა, დასცნე ასურნი აფეკს და მოასრულნე. |
13:18 |
და ჰრქუა მას ელისე: მოიხვენ ისარნი! და მოიხუნა და ჰრქუა მეფესა მას ისრაჱლისასა: სტყორცე ქუეყანასა! და სტყორცა მეფემან სამგზის და დააცადა. |
13:19 |
და დაწუხნა მას ზედა კაცი იგი ღმრთისა და თქუა: უკუეთუმცა ეც ხუთგზის, ანუ თუ ექუსგზის, მაშინმცა დასცნე ასურნი და მოასრულნე, ხოლო აწ სამგზის დასცნე ასურნი. |
13:20 |
და მოკუდა ელისე და დაფლეს. მტევებარნი მოაბისანი გამოვიდეს ქუეყანასა მას დასრულებასა ოდენ მის წელიწდისასა. |
13:21 |
და იყო, ოდენ და-ვინმე-ჰფლვიდეს კაცსა ერთსა მკუდარსა, და, აჰა, იხილნეს მტევებარნი იგი და დააგდეს მკუდარი იგი სამარესა მას ელისესასა, ძვალთა მათ თანა ელისესთა მიწევნით, განცოცხლდა და აღემართა ზედა ფერჴთა თჳსთა. |
13:22 |
და აზაელ, მეფე ასურთა, აჭირვებდა ისრაჱლსა ყოველთა დღეთა იოაქაზისთა. |
13:23 |
და შეეწყალნეს იგინი უფალსა და წყალობა-ყო მათთჳს, და მოიხილა მათ ზედა აღთქმისა მისთჳს, რომელ აღუთქვა აბრამს, ისაკს და იაკობს, და არა უნდა უფალსა განრყუნა მათი და არა განსთხივნა იგინი პირისაგან თჳსისა. |
13:24 |
და მოკუდა აზაელ, მეფე იგი ასურთა, და მეფობდა ადერ, ძე მისი, მის წილ. |
13:25 |
და მივიდა იოას, ძე იოაქაზისი, და უკუმოიპყრნა ქალაქნი იგი ჴელთაგან ადერისთა, ძისა აზაელისთა, რომელ მიუღო ჴელთაგან იოაქაზისთა, მამისა მისისათა. ბრძოლასა მას შინა სამგზის დასცა იოას ადერი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა და მიაქცივნა ქალაქნი იგი ისრაჱლისანი და ყოველი, რაცა მიეღო. |