კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« სიბრძნე »
სიბრძნე 1
სიბრძნე 2
სიბრძნე 3
სიბრძნე 4
სიბრძნე 5
სიბრძნე 6
სიბრძნე 7
სიბრძნე 9

« სიბრძნე 2 [BIB - xx] »
2:1 რამეთუ თქუეს გულითა მათითა და განიზრახეს არამართლ და მცირედ მწუხარე არს ცხოვრება ჩუენი და არა არს კურნება აღსასრულსა კაცისა, არა სადა ვინ იცის, რომელიმცა მოიქცა ჯოჯოხეთით,
2:2 რამეთუ თჳთ ჴელმწიფედ შევიქმნენით, ვითარცა არა ყოფილნი, რამეთუ კუამლ არს სული ცხჳრთა შინა ჩუენთა, და სიტყუანი ნაბერწყალ ძრვითა გულისათა,
2:3 რომელი დაშრტეს და ნაცარ იქმნეს ჴორცნი და სულნი დაჰჴსნდეს, ვითარცა მეუღლე აერი
2:4 და სახელი ჩუენი დაივიწყოს ჟამად-ჟამად და არავინ მოიჴსენნეს საქმენი ჩუენნი. და წარვალნ ცხორება ჩუენი, ვითარცა კვალი ღრუბელთა...
2:5 მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია...
2:6 მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია...
2:7 მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია...
2:8 მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია...
2:9 მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია...
2:10 მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია...
2:11 მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია...
2:12 დავაპკოლოთ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს. და წინააუდგების საქმეთა ჩუენთა და მაყუედრებს ჩუენ ცოდვათა სჯულისათა და მიმომდებს ჩუენ ცოდვათა სწავლისა ჩუენისათა,
2:13 აღიარებს, ვითარმედ ცნობა აქუს ღმრთისა და ძედ ღმრთისა თავსა თჳსსა იტყჳს.
2:14 მექმნა ჩუენ მამხილებელ ზრახვათა გულისა ჩუენისათა.
2:15 მძიმე არს ხილვად ჩუენდაცა, რამეთუ არა მსგავს არს სხუათა ცხოვრება მისი და ცვალებულ ალაგნი მისნი.
2:16 საძაგელად შეურაცხიეთ მას და განშორებულ არს გზათაგან ჩუენთა, ვითარცა არაწმიდათა ჰნატრის აღსასრულსა მართალთასა, განლაღებულ არს და მამად ღმერთსა იტყჳს,
2:17 ვიხილოთ, უკუეთუ სიტყუანი მისნი არიან ჭეშმარიტ და გამოვცადოთ, რაჲძი იყოს უკუანაჲსკნელი მისი.
2:18 უკუეთუ არს მართალ ძე ღმრთისა, შეეწიენ მას და იჴსენინ იგი ჴელთაგან წინააღმდგომთა მისთასა.
2:19 ვნებითა და ტანჯვითა განვიკითხოთ იგი, რათა ვცნათ სახიერება მისი და გამოვსცადოთ თავს-დება განბოროტებისა მისისა.
2:20 სიკუდილითა სარცხჳნელითა დავსაჯოთ იგი, რამეთუ იყო მოხედვა მისი სიტყუათაგან მისთა.
2:21 ესე განიზრახეს და შესცთეს, რამეთუ იგინი დააბრმნა უკეთურებამან.
2:22 და ვერ ცნეს საიდუმლო ღმრთისა, არცა სასყიდელსა ესვიდეს სიწმიდისასა, არცა გამოიკითხეს პატივი სულთა უბიწოთა,
2:23 რამეთუ ღმერთმან დაჰბადა კაცი უხრწნელებისათჳს და ხატი თავისა თჳსობისათჳს შექმნა იგი.
2:24 შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას. რომელნი-იგი არიან ნაწილსა მისსა.

© 2010, გია შერვაშიძე