7:1 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:2 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:3 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:4 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:5 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:6 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:7 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:8 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:9 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:10 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:11 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:12 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:13 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:14 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
7:15 |
მიგითხრა თქუენ და არა დავფარო თქუენგან საიდუმლო ღმრთისაჲ, რამეთუ იგი თავადი არს სიბრძნისა წინამძღუარი და ბრძენთა განმგებელი, |
7:16 |
ხოლო ჴელსა შინა მისსა ჩუენცა და სიტყუანიცა ჩუენნი. ყოველი გონიერება და საქმეთა მეცნიერება, |
7:17 |
რამეთუ მან მომცა მე ყოფილთა ცნობა, შესაქმე სოფლისა, შეწევნანი წესთანი, დასაბამი და დასასრულამდე, |
7:18 |
განზოგება ჟამთა, სახეთა ცვალებანი და ქცეულება ჟამთა, |
7:19 |
წელიწადისა სრბა და ვარსკულავთა დგომა, |
7:20 |
ბუნებანი საცხოვართანი და გულისწყრომანი მჴეცთანი, სულთა სიმძაფრე და გულისზრახვანი კაცთანი, თითოსახენი ნერგთანი, |
7:21 |
რაოდენ-რა არს დაფარული და გამოუჩინებელი - ვცან, რამეთუ ყოველთა ხურომან მასწავა მე სიბრძნე. |
7:22 |
რამეთუ ამას შინა სული წმიდაჲ მეცნიერებისა მრავალკერძო. ვინა ვიწულევ კეთილად, იძლევის, წარჩინებულ, შეუგინებელ, უბიწო, განცხადებულ, კეთილისმოყუარე მალე დაუყენებელ ქველისმოქმედ, |
7:23 |
კაცთმოყუარე, მტკიცე, კრძალულ, უზრუნველ ყოვლად, ძლიერ, ყოვლისა მსახურ, და ყოველთა სულთა მიერ დაეტევის მეცნიერებითა წმიდათა მწულილთა, |
7:24 |
რამეთუ ყოვლისავე ძრვისა და წამებისა უმალე არს სიბრძნე, მისწუთების და დაეტევის ყოველთა მიერ სიწმიდით, |
7:25 |
რამეთუ ორთქლ არს იგი ღმრთისა ძლიერისა და ნაწილი ყოვლისა მპყრობელისა და დიდებით ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა არარა მიეძლევის, |
7:26 |
რამეთუ გამობრწყინვებულ არს იგი ნათლისა მის სამარადისოსა და სარკე უბიწო ღმრთისა შეწევნითა. და ხატი სახიერებისა მისისა, |
7:27 |
ერთ არს და ყოველივე მას ძალ-უც. და ჰგიეს მას შინა და ყოველსავე განაახლებს ნათესავითი ნათესავად. სულთა ღირსთა მიეცემის მეგობართა ღმრთისათა და წინაწარმეტყუელთა განჰმზადებს. |
7:28 |
არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან, |
7:29 |
რამეთუ არს იგი უშუენიერეს უფროს ყოველთა ვარსკულავთა. |