კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« სიბრძნე »
სიბრძნე 1
სიბრძნე 2
სიბრძნე 3
სიბრძნე 4
სიბრძნე 5
სიბრძნე 6
სიბრძნე 7
სიბრძნე 9

« სიბრძნე 5 [BIB - xx] »
5:1 მაშინ დადგეს მართალი განცხადებულებითა დიდითა წინაშე პირსა მაჭირვებელისა თჳსისასა, და რომელთა შეურაცხ-ყვნეს შრომანი მათნი,
5:2 იხილონ და შეძრწუნდენ შიშითა ბოროტითა და განკჳრდენ დიდებულებასა მაცხოვარებისა მისისასა.
5:3 და იტყოდიან გულსა თჳსსა სინანულით, და იწროებითა სულისათა სულთ-ითქუმიდენ და თქუან: ესე იგი არს, რომელი-იგი ოდესმე გუქონდა ჩუენ საკიცხელად და იგავად ყუედრებისა.
5:4 ჩუენ, უგუნურთა, ცხორება მისი შეგუერაცხა სიცბილად და სიკუდილი მისი უპატიოდ,
5:5 ვითარ შეურაცხია ესე ძეთა შორის ღმრთისათა და წმიდათა შორის ნაწილი მისი.
5:6 შევსცეთით გზისა მისგან ჭეშმარიტებისასა. სიმართლისა იგი ნათელი არა გამოგვიჩნდა ჩუენ.
5:7 უშჯულოებისა გზითა აღვივსენით და წარწყმედისათა. ვიდოდეთ უდაბნოთა უგზოთა, და გზა უფლისა არა ვიცანთ.
5:8 რა მარგო ჩუენ ამპარტავანებამან ჩუენმან? და რა შემეწია ჩუენ სიმდიდრე იგი სილაღისა?
5:9 წარჰჴდა იგი, ვითარცა აჩრდილი და ვითარცა ამბავი, რომელი ადრე განქარდის.
5:10 და ვითარცა ნავი ღელვასა ზღჳსასა წარვიდის და კუალი არღარა იპოის, არცა ადგილი სლვისა მისისა ღელვათა ზედა,
5:11 გინა თუ მფრინველი რა გამოფრინდის აერსა, არა იპოის სახე სლვისა, გუემისა ნაწევართა იტანჯების ქარისაგან სულმცირისა, აღიღებნ ძლით, მძაფრად ძრავნ ფრთეთა და განვლის, ამისა შემდგომად არა იპოის სასწაული განსლვისა მისისა.
5:12 ანუ ვითარცა ისარი განტყორცებული ბანსა, განაპის აერი და მუნვე შეირწყუის, და ვერ საცნაურ იქმნის განსლვა იგი მისი.
5:13 ეგრევე ჩუენ ვიქმნენით და მოვაკლდით, და სათნოებისა სასწაული არა გუაქუს, რაჲთამცა ვაჩუენეთ, რამეთუ უკეთურებათა შინა ჩუენთა განვილიენით.
5:14 რამეთუ ეგრეთვე იტყოდიან: ჯოჯოხეთს შინა, რომელთა სცოდეს სასოება უღმრთოთა.
5:15 ვითარცა მტუერი ქარისაგან მოღებული, და ნეფხუა წულილი, ალმური არმურისაგან განიდევნა და ვითარცა კუამლი, ქარისაგან განიბნია და ვითარცა ჴსენება მდგურისა ერთდღისა, წარვიდა.
5:16 მართალნი საუკუნოდ ცხონდენ, და უფლისა მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთჳს მაღლისა მიერ.
5:17 ამისთჳს მოიღონ მეუფება შუენიერებისა და შარავანდედი სიკეთისა ჴელისაგან უფლისა, რამეთუ მარჯუენითა თჳსითა დაიფარნეს იგინი და მკლავითა თჳსითა შეეწიოს მათ.
5:18 და მოიღოს ყოვლად საჭურველი შურისა მისისა და შეჭურნეს დაბადებულნი მისნი - ძლევად მტერთა.
5:19 და შეჰმოსოს ჯაჭჳ სიმართლისა და დაადგას ჩაფხუტად სასჯელი შეუორგულებული.
5:20 მოიღოს თორნე უძლეველი - სიწმიდე,
5:21 და აღლესოს თუალუხუავი რისხვაჲ მახჳლად, მის თანა ჰბრძოდის სოფელი უგუნურთა მიმართ.
5:22 და ვიდოდიან მიმართებულად საისრენი ელვათანი და ღრუბელთაგან, ვითარცა კეთილთა სიმგურგულითა მშჳლდისათა სარბიელსა ზედა მოსრვიდეს
5:23 და კლდისა საისრითა გულისწყრომითა სავსედ დაეცემოდიან სეტყუანი, განრისხნეს მათ ზედა წყალი ზღჳსა და მდინარენი წარღუნიდენ სასტიკად.
5:24 და წინააღუდგეს მათ სული ძლიერებისა და ვითარცა არმური განანქრინენ იგინი და მოაოჴროს ყოველი ქუეყანა უშჯულოებამან და ძჳრისმოქმედმან, და დაამჴუნეს საყდარნი ძლიერთანი.

© 2010, გია შერვაშიძე