3:1 |
მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა. |
3:2 |
საგონებელ იყვნედ თვალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსლვა მათი. |
3:3 |
ჩუენგან განსლვა შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა. |
3:4 |
დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკუდავებითა სავსე არს. |
3:5 |
და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა, |
3:6 |
ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი. |
3:7 |
და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან. |
3:8 |
შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ. |
3:9 |
რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა. |