კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« სიბრძნე »
სიბრძნე 1
სიბრძნე 2
სიბრძნე 3
სიბრძნე 4
სიბრძნე 5
სიბრძნე 6
სიბრძნე 7
სიბრძნე 9

« სიბრძნე 9 [BIB - xx] »
9:1 ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმენ ყოველი სიტყჳთა შენითა,
9:2 და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა,
9:3 და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, სიწრფოებითა გულისათა სასჯელსა სჯიდეს,
9:4 მომეც მე საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე. და ნუ განმაგდებ მე მონათა შენთაგან,
9:5 რამეთუ მე, მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა, კაცი უძლური და მცირედ ჟამისა ნაკლულევანი გულისჴმის-ყოფითა სასჯელისა და შჯულისათა.
9:6 დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთასა, სიბრძნისა შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს.
9:7 შენ გამომირჩიე მეფედ ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა შენთა და ასულთა.
9:8 და სთქუ ტაძარი შენებად მთასა წმიდასა შენსა, და ქალაქსა მკჳდრობისა შენისასა. საკურთხეველი მსგავსად კარვისა მის წმიდისა, რომელი განჰმზადე პირველ დასაბამითგან.
9:9 და შენ თანა სიბრძნე შენი, რომელმან იცნის საქმენი შენნი, მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცი, რა-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა და რა-იგი სიწრფოება არს მცნებათა შენთა.
9:10 გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდართაგან დიდებისა შენისათა. და მოავლინე იგი, რათა იყოს ჩემ თანა და იღუწიდეს, და ვცნა, რა-იგი არს სათნოება წინაშე შენსა.
9:11 რამეთუ იცის მან ყოველივე და გულისჴმა-ყოფს. და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით და დამიცვას მე დიდებითა თჳსითა.
9:12 და იყვნენ შეწყნარებულ მისა საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა.
9:13 ვინმე კაცთაგანმან ცნას განზრახვა ღმრთისა, ანუ ვის გულსა მოუჴდეს, რა ჰნებავს უფალსა?
9:14 რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი.
9:15 რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონება მრავალმზრახვალი,
9:16 რამეთუ ძნიად ვსცნობთ ქუეყანისასა და ფერჴთა ქუეშე მდებარესა შრომით ვპოებთ, ხოლო ცათა შინა ვინ გამოიკულიოს?
9:17 და ზრახვა შენი ვინ გულისჴმა-ყოს, უკუეთუმცა არა მოეც სიბრძნე შენი და მოავლინე სული შენი წმიდა მაღლით?
9:18 და ესრეთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი და სათნოებითა შენითა განისწავლნეს კაცნი და სიბრძნითა შენითა ცხონდეს.

© 2010, გია შერვაშიძე