4:1 |
ქებასა მართლისასა იხარებდინ ერნი, რამეთუ უკუდავება არს საჴსენებელი მისი, რამეთუ ღმრთისა მიერცა საცნაურ არიან და კაცთა მიერცა და სათნო ღმრთის არს სული მისი. |
4:2 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
4:3 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
4:4 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
4:5 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
4:6 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
4:7 |
მართალი თუ აღესრულოს, განსუენებასა შინა იყოს; |
4:8 |
რამეთუ სიბერისა პატიოსნება არა მრავალი ჟამი, არცა რიცხჳ წელთა აღრაცხილ, რამეთუ მჴცოვანება არს გონიერება კაცთა, |
4:9 |
და ჰასაკ სიბერისა ცხოვრება უბიწო. |
4:10 |
სათნო ღმრთისა იყო და საყუარელ იქმნა და ცხონდებოდა შორის ცოდვილთა, და გარდაიცვალა და წარიტაცა, რათა არა უკეთურებამან ცვალოს გულისჴმის-ყოფა მისი, ანუ ზაკვამან აცთუნოს სული მისი. |
4:11 |
მცხეთურ ხელნაწერში გამოტოვებულია... |
4:12 |
რამეთუ შური სიხენეშისა დააბნელებს კეთილსა და გურიობამან გულისთქუმისამან ცვალის გონება უმანკოთა. |
4:13 |
აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი, |
4:14 |
რამეთუ სათნო იყო უფლისა სული მისი. ამისთჳს ისწრაფა განსლვა შორის უკეთურებისა, ხოლო ერთა მათ იხილეს და ვერ ცნეს და არცა დაიდვეს გონებასა ესევითარი, |
4:15 |
რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა. |