4:1 |
ისმინეთ სიტყუა ესე, დიაკეულთა ბასანისათა, შორის მთასა სამარიაჲსსა, რომელნი მიჰხუეჭთ გლახაკთა და დასთრგუნავთ დავრდომილთა, მეტყუელნი უფალთა მათთანი: მომეცით ჩუენ ღჳნოჲ, რათა ვსუათ |
4:2 |
ფუცავს უფალი წმიდათა მიმართ მისთა, ვითარმედ: აჰა, დღენი მოვლენან თქუენ ზედა და მოგიყუანნე თქუენ საჭურველთა მიერ და თქუენთანანი სიავებად და ქუეშე მგზებარეებად შევქმნნე. |
4:3 |
და განყუანებულ იქმნეთ შიშუელნი წინაშეცა ერთმანერთისა და განვარდეთ მთისა მიმართ არმონაჲსა, - იტყჳს უფალი. |
4:4 |
და შევედით ბეთილად და იუშჯულოეთ და გალგალას განამრავლეთ უთნოობაჲ. და მოიხუენით განთიად მსხუერპლნი თქუენნი შორის სამდღეობისა ათეულნი თქუენნი. |
4:5 |
და აღმოიკითხეს გარეშე სჯული და უწოდეს აღსაარებისაჲ. მიუთხრათ მით, რამეთუ ესენი შეიყუარნეს ძეთა ისრაჱლისათა, - იტყჳს უფალი. |
4:6 |
და მე მიგცე თქუენ მოლბობა კბილთაჲ შორის ყოველთა ქალაქთა თქუენთა და ნაკლულევანება პურისაჲ შორის ყოველთა ადგილთა თქუენთა და არ მოიქეცით ჩემდა, -- იტყჳს უფალი. |
4:7 |
და მე აღვიღო თქვენგან წჳმაჲ უწინარეს სამთა თთუეთა მკათასა. და ვწუმო ქალაქსა ერთსა ზედა, ხოლო ქალაქსა ერთსა ზედა არა ვწჳმო, და ნაწილი ერთი დაილტოს და ნაწილი, რომელსა ზედა არა ვწჳმო, განჴმეს. |
4:8 |
და შეკრბენ ორნი და სამნი ქალაქნი, ქალაქად ერთად, სუმად წყლისა და ვერ განძღენ. და რა მოიქცეთ ჩემდამო, - იტყჳს უფალი |
4:9 |
და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ; განამრავლენით მტილნი თქუენნი, ვენაჴოანნი თქუენნი, ლეღოანნი თქუენნი და ზეთისხილნი თქუენნი შეჭამნა მგრაგნელმან და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი. |
4:10 |
გამოვავლინე თქუენდა მე სიკუდილი გზასა ზედა ეგჳპტისასა და მოვჰკლევდ ჭაბუკთა თქვენთა ტყუეობისა თანა ჰუნეთა შენთაჲსა და აღნოვიყუანენ შორის ცეცხლისა ბანაკნი თქუენნი რისხვისა მიერ თქუენისა და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი. |
4:11 |
დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და იქმნენით, ვითარცა მუგუზნი, გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო,- იტყჳს უფალი |
4:12 |
ამისთჳს ესრეთ გიყთ შენ, ისრაჱლ. ამისთჳს ესრეთ გიყო შენ, განემზადე ცხადად ღმრთისა შენისა, ისრაილ, |
4:13 |
მით, რამეთუ, აჰა, მტკიცემყოფელი მთათა და მყოფელი ქუხილსა და მიმთხრობი კაცთამი ცხებულსა მისსა, მოქმედი ცისკარსა და ნისლსა ზედ აღმავალი სიმაღლესა ზედა ქუეყანისასა, უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი. |