5:1 |
ისმინეთ სიტყუა უფლისა ღმრთისაჲ: ესე, რომელ მე მომაქუს თქუენ ზედა გოდებაჲ: სახლი ისრაჱლისაჲ დაეცა. არღა მერმე ნუ შესძინოს აღდგომად. |
5:2 |
ქალწულმან ცთომა-ყო თჳთ მას ქუეყანასა ზედა ისრაჱლისასა. არა არს აღმადგინებელი მის |
5:3 |
მით, - რამეთუ ამათ იტყუს უფალი, უფალი: ქალაქი, რომლისაგან გამოვიდოდეს ათასნი, დაშთეს ასნი, და რომლისაგან გამოვიდოდეს ასნი, დაშთეს ათნი სახლსა ისრაილისასა |
5:4 |
მით, - რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სახლისა მიმართ ისრაჱლისა: გამომიძიეთ მე და სცხონდეთ. |
5:5 |
და ნუ გამოეძიებთ ბეთილსა და გალგალად მიმართ ნუ შეხუალთ. და ჯურღმულსა ზედა ფიცისასა ნუ აღხუალთ, რამეთუ გალგალაჲ დატყუევებული ტყუე იქმნეს. და ბეთელ იყოს, ვითარცა არაყოფილი. |
5:6 |
გამოიძიეთ უფალი და ცხონდით, რათა არა აღენთოს, ვითარცა ცეცხლი, სახლი იოსებისი და შეჭამოს იგი. და არა იყოს დამშრეტელ სახლსა ისრაჱლისას, |
5:7 |
რომელი იქმს სიმაღლედ მსჯავრსა და სიმართლე ქუეყანასა ზედა დადვა |
5:8 |
რომელი იქმს ყოველთა და გარდაჰმზადებს და ქცეულ-ჰყოფს ცისკრად, აჩრდილსა სიკუდილისასა და დღისა ღამეებად გარდამზადი, რომელი მოუწოდს წყალსა ზღჳსასა და მიჰფენს მას პირსა ზედა ქუეყანისასა, უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი. |
5:9 |
განმყოფელი შემუსრვისაჲ ძალსა ზედა და სისუსტისა სიმაგრესა ზედა მომწევნელი |
5:10 |
მოიძულეს ბჭეთა ზედა მამხილებელი და სიტყუა ღირსი მოიძაგეს. |
5:11 |
ამისთჳს მის წილ, რომელ დაჰქენჯნიდეს გლახაკთა და ძღუენთა რჩეუთა შეიწყნარებდით მათგან, სახლნი ხუეწილნი აშენენით და არ დაემკჳდრნეთ მათ შინა; ვენაჴოვანნი გულისსათქმელნი დაჰნერგენით და არა ჰსუათ ღჳნოჲ მათი, |
5:12 |
რამეთუ ვცნენ მრავალნი უთნოობანი თქუენნი და ძლიერ არიან ცოდვანი თქუენნი, დამთრგუნველნი მართლისანი, მიმხუმელნი საცვალებელთანი და დავრდომილთანი შორის ბჭისა მიმდრეკელნი |
5:13 |
ამისთჳს, რომელი გულისჴმა-ჰყოფდეს, მას ჟამსა შინა დადუმნეს, რამეთუ ჟამი ბოროტი არს |
5:14 |
გამოიძიეთ კეთილი და ნუ ბოროტი, რათა სცხონდეთ და იყოს ესრეთ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, თქვენ თანა, ვითარსახედ სთქუთ. |
5:15 |
უკუეთუ მოვიძულენით ბოროტნი და შევიყუარენით კეთილნი და დაემტკიცოს ბჭეთა ზედა მსჯავრი, რათა შეიწყალნეს უფალმან ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან დაშთომილნი იოსებისნი. |
5:16 |
ამისთჳს, - ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი, შორის ყოველთა უბანთა ტყება, და შორის ყოველთა გზათა ითქუას: ვაჲ, ვაჲ. წოდებულ იქმნეს მუშაკი გლოვად და ტყებად და მეცნიერთადმი გოდებისათა, |
5:17 |
და ყოველთა ზედა გზათა ტყება, რამეთუ განვვლო საშუალ შენსა, თქუა უფალმან. |
5:18 |
ვაჲ რომელთა გული უთქუამს დღესა უფლისასა. რასათვის თქუენდა დღე იგი უფლისაჲ? და იგი არს ბნელ და არა ნათელ. |
5:19 |
ვითარსახედ უკუეთუ ივლტოდის კაცი პირისაგან ლომისა და დაემთხჳოს მას დათჳ და ივლტოდეს სახიდ მიმართ და დადგნეს ჴელნი მისნი კედელსა და უკბინის მას გუელმან. |
5:20 |
არა ბნელ არს დღე უფლისაჲ და არა ნათელ და ალმურ არმქონებელ ნათელსა თჳსსა |
5:21 |
მოვიძულენ და განვიშორებ დღესასწაულთა თქუენთა და არა ვიყნოსო კრებათა შინა თქუენთა |
5:22 |
მით, რამეთუ, უკუეთუ მომართუნეთ მე ყოვლადდასაწუელნი და მსხუერპლნი თქუენნი, არ შევილწყნარე და სამაცხოვარობოსა ზედმჩენისა თქუენისასა არა მივჰხედნე. |
5:23 |
გარდაადგინე ჩემგან ოხრაჲ საგალობელთა შენთაჲ და ფსალმუნი ორღანოთა შენთაჲ არა ვისმინო |
5:24 |
და აღგორდეს, ვითარცა წყალი, საშჯელი და სიმართლე, ვითარცა მდინარე წიაღუვალი |
5:25 |
ნუ საკლველებსა და მსხუერპლებსა მომართუემდით მე, სახლო ისრაჱლისაო, ორმეოცთა წელთა უდაბნოსა ზედა? |
5:26 |
და აღიღეთ კარავი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲასი, სახენი მათნი, რომელნი ჰქმნენით თავთა თჳსთათჳს. |
5:27 |
და გარდაგასახლნე თქვენ მიერ, კერძო დამასკისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი. |