6:1 |
ვაჲ, რომელნი შეურაცხ-ყოფენ სიონსა და მოსავ არიან მთისა მიმართ სამარიისაჲსა. მოისთულნეს დასაბამნი წარმართთანი და შევიდა მათდა სახლი ისრაჱლისაჲ |
6:2 |
გარდავედით ყოველნი ქანანად და იხილეთ და განვლეთ მიერ დიდად ემათ, რავვად მიმართ და შთავედით გეთდ და უცხოტომთად, უმტკიცესთა ყოველთაგან მეფობათა მათთასა, უკუეთუ უმრავლეს არიან საზღუარნი მათნი საზღუართა თქუენთა |
6:3 |
რომელნი მოვლენ დღედ ბოროტად, რომელნი მიეახლებიან და შეეხებიან შაბათთა ნაცილთა |
6:4 |
მძინარნი ცხედართა ზედა პილოჲძუალედთა. და მშუებელნი სარეცელთა ზედა მათთა და მჭამელნი თიკანთანი სამწყსოთაგან და ჴბოებსა შორის სამროწლისა მწუარებსა |
6:5 |
რომელნი მტყუელვარეობენ ჴმისა მიმართ ორღანოთასა, ვითარცა მდგომარენი შეჰრაცხნეს და არა ვითარცა მლტოლვარენი |
6:6 |
მსუმელნი წურვილსა ღჳნოსა და პირველთა მიჰრონთა მცხებელნი და არა ივნებდეს არარას შემუსრვასა ზედა იოსებისასა. |
6:7 |
ამისთჳს აწ ტყუენი იყვნენ დასაბამსა ძალთასა და აღებულ იქმნეს ჴუვილი ცხენთა ეფრემისგან |
6:8 |
რამეთუ ფუცა უფალმან თავისა მიმართ თჳსისა და თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან, ვითარმედ: მძაგს მე ყოველი გინებაჲ იაკობისი და ქუეყანანი მისნი მოვიძულენ და აღვიღო ქალაქი ყოველთა თანა დამკჳდრებულთა მისთა |
6:9 |
და იყოს, უკეთუ დაშთენ ათნი მამაკაცნი ერთსა შინა სახლსა და მოკუდენ |
6:10 |
და დაშთენ ნეშტნი და მოიხუნენ სახლეულთა მათთა და იძულებოდიან გამოხუმად ძუალთა მათთა სახლისაგან. და ჰრქუას ზედამდგომელთა სახლისათა: უკუეთუ არსღა შენ თანა? |
6:11 |
და თქუას: არღარა. და ჰრქუას: დუმენ არღა სახელის-დებისათჳს სახელსა უფლისასა |
6:12 |
მით, რამეთუ, აჰა, უფალი ამცნებს და დასცეს სახლი დიდი წყლვითა და სახლი მცირე განხეთქითა |
6:13 |
უკეთუ სდევდენ კლდეთა შორის ცხენნი, ანუ დუმდენ დედალთა შორის, რამეთუ თქუენ გარდააქციეთ გულისწყრომად მსჯავრი და ნაყოფი სიმართლისაჲ სიმწარედ |
6:14 |
მოხარულთა არა რას ზედა, სიტყვისა მეტყუელთა: არა ძალითა ჩუენითა გუქონან რქანი |
6:15 |
მით, რამეთუ აჰა, მე აღვადგინო თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მოლაშქრეთა ნათესავი და გაჭირვებდენ თქუენ არა შესლვად ემათად და ვიდრე ნაღუარევისამდე დასავალთაჲსა. |