კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ამოსი »
ამოსი 1
ამოსი 2
ამოსი 3
ამოსი 4
ამოსი 5
ამოსი 6
ამოსი 7
ამოსი 8
ამოსი 9

« ამოსი 7 [BIB - xx] »
7:1 ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან: და, აჰა, აღმოფუილი მკალთაჲ, მომავალი ცისკრეული და, აჰა, ბუზი გოგისსა მიმართ მეფე.
7:2 დაიყოს, და-თუ-ასრულოს ჭამაჲ თივასა ქუეყანისას და ვთქუ: უფალო, უფალო, მხილებელ იქმენ. ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?
7:3 შეინანე, უფალო, ამას ზედა. და ესე არა იყოს, -თქუა უფალმან.
7:4 ესრეთ მიჩუენა მე უფალმან, უფალმან. და, აჰა, უწოდა სასჯელსა ცეცხლისა მიერ უფალმან, უფალმან. და შეჭამა უფსკრული მრავალი და შეჭამა ნაწილი.
7:5 და ვთქუ: უფალო, უფალო, დააცხრვე! ვინ აღადგინოს იაკობი, რამეთუ შემცირებულ არს?
7:6 შეინანე, უფალო, ამას ზედა და ესე არა იქმნეს -იტყვის უფალი, უფალი.
7:7 ესრეთ მიჩუენა უფალმან, უფალმან: და, აჰა, კაცი ერთი მდგომარე ზღუდესა ზედა ადამანტისასა და ჴელსა შინა მისსა ადამასი.
7:8 და თქუა უფალმან ჩემდამო: რასა ხედავ შენ, ამოს? და ვთქუ: ადამასსა. და თქუა უფალმან: აჰა, მე დავამტკიცე ადამანტი საშუალ ერისა ჩემისა ისრაჱლისასა, არღა მერმე შევსძინო თანაწარსვლად მისსა.
7:9 და უჩინო იქმნნენ ბომონნი სიცილისანი და საზორველნი ისრაჱლისანი მოოჴრდენ და აღვდგე სახლსა ზედა იერობოამისსა მახჳლით.
7:10 და განავლინა ამასია მღდელმან ბეთელისამანი ერობოამის მიმართ, მეფისა ისრაილისა, მეტყუელმან: მიმოქცეულებათა ჰყოფს ძჳნად შენდა ამოსს შორის სახლსა ისრაჱლისსა. ვერ შემძლებელ არს ქუეყანა დათმენად ყოველთა ამათ სიტყუათა
7:11 მით, რამეთუ ამათ იტყჳს ამოს: მახჳლითა აღესრულოს იერობოამ, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს და წარიყვანოს ქუეყანით მისით.
7:12 და თქუა ამასია ამოსის მიმართ: მხედველო, ვიდოდე, განეშორე შენ ქუეყანად იუდაჲსსა და მუნ წინაწარმეტყუელებდე.
7:13 ბეთილს. არა მერმე შესძინო წიმაწარმეტყუელებად, რამეთუ სიწმიდე მეფისა არს.
7:14 მიუგო ამმოს და თქუა ამასიაჲს მიმართ: არა ვიყავ წინაწარმეტყუელი მე, არცა ძე წინაწარმეტყუელისაჲ, არამედ თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა.
7:15 და აღმიღო მე უფალმან ცხოვართაგან და თქუა უფალმან ჩემდამო: ვიდოდე, წინაწარმეტყუელებდ ერსა ზედა ჩემსა, ისრაჱლსა.
7:16 და აწ ისმინე სიტყუაჲ უფლისა - შენ იტყჳ: ნუ წინაწარმეტყუელებდ სახლსა ზედა ისრაჱლისასა და ნუ ერისკრება-ჰყოფ სახლსა ზედა იაკობისსა.
7:17 ამოსთჳს ამათ იტყჳს უფალი, უფალი: ცოლი შენი შორის ქალაქისა ისძვიდეს. და ძენი შენნი და ასულნი შენნი მახჳლისა მიერ დაეცნენ. და ქუეყანაჲ შენი საბლითა განიზომოს და შენ ქუეყანასა არაწმიდასა აღესრულო, ხოლო ისრაჱლი ტყუედ წარიქციოს ქუეყანისაგან თჳსისა.

© 2010, გია შერვაშიძე