კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ამოსი »
ამოსი 1
ამოსი 2
ამოსი 3
ამოსი 4
ამოსი 5
ამოსი 6
ამოსი 7
ამოსი 8
ამოსი 9

« ამოსი 3 [BIB - xx] »
3:1 ისმინეთ სიტყუაჲ ესე, რომელი თქუა უფალმან თქუენ ზედა, სახლო ისრაჱლისაო, და ყოვლისა ტომისა, რომელი აღმოვიყუანე ქუეყანისაგან მეტყუელმან:
3:2 გარნა თქუენ გიცნენ ყოველთაგან ტომთა ქუეყანისათა, ამისთჳს შური ვიძიო თქუენ ზედა ყოველთა უკეთურებათა ქუეყანისათაჲ
3:3 უკეთუ ვიდოდიან ორნი თქუენნი ერთბამად, ყოვლითურთ არა თუ ცნობდენ თავთა თჳსთა
3:4 უკეთუ იზახოს ლომმან მაღნარით მისით ნადირისა არმქონებელმან? უკეთუ მოსცეს ლეკუმან მისმან ჴმაჲ ბაკისაგან თჳსისა, ყოვლითურთ არა თუ იტაცოს რამე?
3:5 უკუეთუ დავარდეს მფრინველი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მემახყრისა? უკუეთუ დაერწყუეს მახე ქუყანასა ზედა თჳნიერ შეპყრობისა რაჲსამე?
3:6 უკუეთუ ჴმა-ყოს საყჳრმან ქალაქსა შინა და ერი არა შეშინდეს? ანუ იყოს სიბოროტე ქალიქსა შინა, რომელი უფალმან არა ქმნა?
3:7 მით, რამეთუ არა ქმნას უფალმან ღმერთმან საქმე, არა თუ გამოაცხადოს სწავლაჲ მისი მონათა მიმართ თჳსთა წინაწარმეტყუელელთა
3:8 ლომმან იზახა და ვინ არა შეშინდეს? უფალი ღმერთი იტყოდა და ვინ არა იწინაწარმეტყუელოს?
3:9 მიუთხართ სოფლებსა ასსურასტანელთა შორის და სოფლებისა მიმართ ეგჳპტეს შინა და არქუთ: შეკერბით მთასა ზედა სამარიაჲსასა და იხილენით საკჳრველნი მრავალნი შორის მისსა და მძლავრებაჲ მისშორისი.
3:10 და არა ცნა, რანი იყუნეს წინაშე მისსა, - იტყჳს უფალი, - რომელნი იუნჯებენ სიცრუესა და საარებულებასა სოფლებთა შორის მათთა.
3:11 ამისთჳს ამათ ეტყჳს უფალი ღმერთი ტჳროსსა: გარემო ქუეყანაჲ შენი მოოჴრდეს და დაჰჴსნას შენგან ძალი შენი და დაიტაცნეს სოფლებნი შენნი.
3:12 ამათ იტყჳს უფალი: ვითარსახედ ოდეს გამოსტაცის მწყემსმან პირისაგან ლომისა ორნი წჳვნი, ანუ ნაჴლესი ყურისაჲ, ეგრეთ გამოტაცებულ იქმნენ ძენი ისრაილისანი, დამკჳდრვბულნი სამარიას შინა წინაშე ტომისა და დამასკოს შინაცა.
3:13 მღდელთ ისმინეთ და უწამეთ სახლსა იაკობისსა, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი,-
3:14 მით, რამეთუ მას დღესა შინა, ოდეს შურ-ვიგო უთნოობისა ისრაჱლისა მის შორის და შურ-ვიგო საკურთხეველთა ზედა ბეთილისათა, და დაითხარნენ რქანი საკურთხეველისანი და დაეცნენ ქუეყანასა ზედა.
3:15 და შევმუსრო სახლი გარემოფრთედი სახლსა ზედა საზაფხულოსა და წარწყმდენ სახლნი პილოსძუალედნი და შეეძინნენ სახლნი სხუანი მრავალნი, - იტყჳს უფალი.

© 2010, გია შერვაშიძე