კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« სიბრძნე »
სიბრძნე 1
სიბრძნე 2
სიბრძნე 3
სიბრძნე 4
სიბრძნე 5
სიბრძნე 6
სიბრძნე 7
სიბრძნე 9

« სიბრძნე 1 [BIB - xx] »
1:1 შეიყუარეთ სიმართლე მსაჯულთა მაგათ ქუეყანისათა, ზრახევდით უფლისათჳს სახიერითა და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.
1:2 რამეთუ გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ,
1:3 რამეთუ დრკუთა გულისსიტყუათა განაშორნიან უფლისაგან, გამო-რა-იცდებინ ძალი, ამხილებნ უგუნურთა.
1:4 რამეთუ ბოროტისმოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე, არცა დაიმკჳდრონ ჴორცთა შინა განკაფულთა ცოდვათა.
1:5 რამეთუ წმიდა სული სწავლისა ევლტინ ზაკუასა და განეშორის ზრახვათაგან უგულისჴმოთა, ემხილის, მო-რა-იწიის მის ზედა სიცრუჱ,
1:6 რამეთუ კაცთმოყუარე არს სული სიბრძნისა, არა უბრალო უვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა, რამეთუ თირკუმელთაგან მისთა მოწამე არს ღმერთი და გული მსახურ ჭეშმარიტ, და ენა მსმენელ.
1:7 რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი და რომელსა უპყრიეს ყოველი სული და ცნობა იცის ჴმისა.
1:8 ამისთჳსცა, რომელი იტყოდის სიცრუესა, არა ვინ დავიწყდეს, არცა თანაწარჰჴდეს მამხილებელი სჯულისა მიერ.
1:9 რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთა განკითხვა იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნებსით უფლისა მივიდენ მამხილებელად უსჯულოებათა მისთა,
1:10 რამეთუ ყური მოშურნეობისა მისისა ისმენს ყოველსა და იდუმალი დრტჳნვა არა დაეფარვის,
1:11 ეკრძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრისსიტყუასა ერიდენით ენითა, რამეთუ თქმული იდუმალი არა ცუდად წარვიდის, და პირი, რომელი იტყოდის ძჳრსა, მოკლის სული თჳსი.
1:12 ნუ ნატრობ სიკუდილსა ცხორებასა შენსა საცთურსა თქუენსა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმესა ჴელთა თქუენსა,
1:13 რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არ დაჰბადა, არცა ჰნებავს წარწყმედა ცხოველთა,
1:14 რამეთუ დაჰბადა საყოფლად ყოველი და ცხოვრება შესაქმე სოფლისა. და არა არს მას შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევა ქუეყანასა ზედა,
1:15 რამეთუ სიმართლე მარადის უკუდავ არს.
1:16 უღმრთოთა ჴელითა და სიტყჳთა მოჰჴადეს სიკუდილსა და მეგობრად შეჰრაცხეს იგი და დღეს ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.

© 2010, გია შერვაშიძე