კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ოსე »
ოსე 1
ოსე 2
ოსე 3
ოსე 4
ოსე 5
ოსე 6
ოსე 7
ოსე 8
ოსე 9
ოსე 10
ოსე 11
ოსე 12
ოსე 13
ოსე 14

« ოსე 11 [BIB - xx] »
11:1 ცისკარს განაგდეს, განიგდო მეფე ისაჱლისაჲ, რამეთუ ჩჩჳლ იყო ისრაჱლ, და მე შევიყუარე იგი და ეგჳპტით გარდამოუწოდე ძესა ჩემსა,
11:2 ვითარცა გარდამოუწოდე მათ, ეგრეთ წარწყმდენ პირისაგან ჩემისა. იგინი ბაალიმსა უგებდეს და ქანდაკებულთა უკუმევდეს.
11:3 და მე შევაბრკოლე ეფრემ, აღვიღე იგი მკლავსა ჩემსა ზედა და არა ცნეს, ვითარმედ განვჰკურნებდ მათ.
11:4 განხრწნილებასა შინა კაცთასა, მორთხმულ ვყვენ იგინი საკრველთა მიერ შეყუარებისა ჩემისათა, და ვიყო მე მათდა, ვითარცა მყურიმლავი კაცი ღაწუთა ზედა მისთა. და მე ვიხილო მისდამი, შეუძლო მას.
11:5 დაეშენა ეფრემ ეგჳპტეს შინა და ასურ იგი მეფე მათდა, რამეთუ არა ინება უკმოქცევაჲ.
11:6 და მოუძლურდა მახჳლისა მიერ შორის ქალაქთა მისთა, და დასცხრა ჴელთა შინა მისთა, და ჭამდენ გულისზრახვათაგან მათთა.
11:7 და ერი მისი დამოკიდებულ მსხემობისაგან მისისა, და ღმერთი პატიოსანთა მისთა ზედა განმწყრალდეს და არ აღამაღლოს იგი.
11:8 რაჲ აღგითქუა შენ, ეფრემ? შეგეწიო შენ, ისრაილ? რაჲ აღგითქუა შენ, ვითარცა ადამაჲ, და დაგდვა შენ მე, ვითარცა სევოიმი. გარდაიქცა გული ჩემი მებრ მის შორის. შეშფოთნა შენანება ჩემი.
11:9 არა ვყო რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემის და არა დაუტეო აღჴოცად ეფრემი მით, რამეთუ ღმერთი ვარ მე, და არა კაცი შენ შორის წმიდაჲ და არა შევიდე ქალაქად.
11:10 შემდგომად უფლისა ვიდოდი, ვითარცა ლომი იბრდღუენდეს, რამეთუ იგი მუღროოდის და განჰკრთენ შვილნი წყალთანი,
11:11 განჰკრთენ ვითარცა მფრინველი ეგჳპტით გამო და ვითარცა ტრედი ქუეყანით გამო ასსურასტანელთაჲთ, და კუალად ვაგნე იგინი სახლთავე მათთა, - იტყჳს უფალი, - მომიცვა მე ტყუილით ეფრემ და უთნოობით სახლმან ისრაჱლისამან და იუდაჲსამან. აწ იცნნა იგინი ღმერთმან და ერი წმინდა ეწოდოს ღმრთისაჲ.

© 2010, გია შერვაშიძე