3:1 |
თქუა უფალმან ჩემდამო კუალად: წარვედ შენ და შეიყვარე დედაკაცი ერთი, რომელსა უყუარდეს სიბოროტე და იყოს როსკიპ, ვითარცა შეიყვარა ღმერთმან ძენი ისრაჱლისანი. ხოლო იგინი ჰმსახურებდეს ღმერთთა უცხოთა და უყვარან ნაგუდალნი ყურძნისანი. |
3:2 |
მორეწედ დავსდეგ ათხუთმეტისა ვეცხლისა და სათოველისა ერთისა ქრთილისა და ნახევარ სათოველისა ქერისა. |
3:3 |
და ვარქუ მას: მრავალთა დღეთა მგებდი მე, და არღარა ისიძო, და არცა შეეყო კაცსა სხუასა და მეცა გგებდი შენა, |
3:4 |
რამეთუ დღესა მრავალსა ისხდენ ძენი ისრაჱლისანი თჳნიერ მეფეთასა, და თჳნიერ მთავართათა, და თჳნიერ მსხუერპლთასა, და თჳნიერ საკურთხეველისა, და თჳნიერ მღდელთასა და თჳნიერ ხილვათასა: |
3:5 |
ამისა შემდგომად მოიქცენ ძენი ისრაჱლისანი და იძიონ უფალი ღმერთი მათი და დავით, მეფე მათი, და შეიშინონ უფლისა მიერ და კეთილი მათი დღესა აღსასრულისასა. |