8:1 |
წიაღთა მიმართ მათთა ვითარცა ქუეყანაჲ, ვითარცა არწივი სახლსა ზედა უფლისასა მის წილ, რომელ გარდაჰჴდეს აღთქმასა ჩემსა და ძჳნად შჯულისა ჩემისა უთნო იქმნნეს. |
8:2 |
მე მიღაღადებდენ: ღმერთო, გიცანთ შენ, |
8:3 |
რამეთუ ისრაჱლი განვაყენე კეთილსა, მტერმა დევნა იგინი. |
8:4 |
თავითა მათითა მეფობდეს, და არა ჩემ მიერ იმთავრეს, არა მიცნეს მე, ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ქმნნეს თავთა მათთა კერპებად, რაჲთა მოისრნენ. |
8:5 |
მოსპე ჴბოჲ შენი, სამარია! განძჳნდა გულისწყრომაჲ ჩემი მათ ზედა, ვიდრე რომლისამდე ვერ უძლავსყე განწმედად ისრაჱლისა შორის. |
8:6 |
და იგი ხურომან შექმნა და არა ღმერთი არს მით, მაცთურ იყო ჴბოჲ შენი, სამარია, |
8:7 |
რამეთუ ქარრყუნილებასა სთესავს და დაქცევაჲ მათი ელის ამათ. მჭელელსა არა აქუს ძალი ყოფად ფქჳლისა. ხოლო უკეთუ ყოსცა, უცხოთა შეჭამნენ იგინი. |
8:8 |
დაინთქა ისრაჱლი. აწ იქმნა წარმართთა შორის, ვითარცა ჭურჭელი უჴმარი, |
8:9 |
რამეთუ იგინი აღვიდეს ასურასტანელთამი. აღმომორჩდა თჳსაგან ეფრემ-ძღუენი შეიყუარა. |
8:10 |
ამისთჳს მიეცნენ წარმართთა შორის. აწ შევიწყნარნე იგინი, და დაშურენ მცირედ ცხებად მეფისა და მთავართა. |
8:11 |
რამეთუ განამრავლნა ეფრემ მსხუერპლისსაცავნი, ცოდვა მისი იქმნეს მსხუერპლისსაცავნი შეყვარებულნი. |
8:12 |
დავაწერო მას სიმრავლე, შჯულვილნი მისნი უცხოდ შერაცხილ იქმნეს, |
8:13 |
სამშჯავრონი შეყუარებულნი მით, რამეთუ, უკუეთუ დაკლან საკლველი და ჭამონ ჴორცი, უფალი არ შეიწყნარებს ამათ. აწ მოიჴსენნეს სიცრუენი მათნი და შურ-იგოს უსჯულოებათა მათთათჳს. იგინი ეგჳპტედ მიიქცეს და ასსურასტანს არაწმიდას ჭამდენ. |
8:14 |
და დაივიწყა ისრაჱლმან შემოქმედი თჳსი და აღაშენნეს ტაძარნი, და იუდა განამრავლნა ქალაქნი მოზღუდვილნი. და გამოვავლინო ცეცხლი ქალაქთა მისთა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი მათნი. |