კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ოსე »
ოსე 1
ოსე 2
ოსე 3
ოსე 4
ოსე 5
ოსე 6
ოსე 7
ოსე 8
ოსე 9
ოსე 10
ოსე 11
ოსე 12
ოსე 13
ოსე 14

« ოსე 7 [BIB - xx] »
7:1 განკურნებასა შინა ჩემგან ისრაჱლისსა გამოცხადნეს სიბოროტე ეფრემისი და სიბოროტე სამარიაჲსაჲ, რამეთუ ქმნეს სიცრუე და მპარავი მისსა მიმართ შევიდეს, განმძარცუელი ავაზაკი გზასა ზედა მისსა,
7:2 რაჲთა თანსახიობდენ, ვითარცა მსახიობელნი გულსა მათსა. ყოველნი უკეთურებანი მათნი მოვიჴსენნე, აწ მოიცვალნეს იგინი გულისზრახვათა მათთა, წინაშე პირსა ჩემსა იქმნნეს.
7:3 უკეთურებათა მიერ მათთა აშუებდეს მეფესა და ცრუობათა მიერ მათთა მთავართა
7:4 ყოველნი მმრუშებელნი, ვითარცა თორნე მგზებარე, განლევად სიცხისა ალისა მიერ შესვარულობისაგან ცმელისა ვიდრე შეფუვნებამდე მისსა
7:5 დღენი მეფეთა თქუენთანი. იწყეს მთავართა გულისწყრომად ღჳნისაგან, განირთხა ჴელი მისი ბუგრიანთა თანა
7:6 მით, რამეთუ აღეტყინნეს, ვითარაც თორნე, გულნი მათნი განბძარვასა შინა მათსა, სრულსა ღამესა ძილითა განძღა ეფრემ, განთიადი იქმნა, აღეგზნა, ვითარცა ცეცხლი მთებარე.
7:7 ყოველნი განჴურდეს, ვითარცა თორნე. და შეჭამნა მსაჯულნი მისნი. ყოველნი მეფენი მათნი დაეცნეს, არა იყოს მხადელი ჩემდამო.
7:8 ეფრემ ერთა მისთა თანა აღრეულ იყო. ვფრემ იქმნა ყუერბეულ არგარდაქცეულ.
7:9 შესჭამდეს უცხონი ძალსა მისსა, ხოლო მან ვერ აგრძნა და მჴცენი აღყუავნეს მისნი. და მან ვერსადა ცნა.
7:10 და დამდაბლდეს ვნება ისრაჱლისა პირისა მიმარათ მისისა, და არა მოიქცეს უფლისა მიმართ ღმრთისა მათისა. და არა იძიეს იგი ამათ ყოველთა ზედა.
7:11 და იყო ეფრემ, ვითარცა ტრედი, უგონებოჲ, არმქონებელი გულისაჲ, ეგჳპტესა ჰხადოდა და ასსურასტანელთა მიმართ წარვიდეს,
7:12 რაჲთა, ვითარ ისიძვიდენ, გარდავჰბურნე მათ ზედა ბადენი ჩემნი, ვითარცა მფრინველნი ცისანი, გარდამოვყარნე იგინი, ვწუართნე იგინი ბავთითა ჭირისა მათისაჲთა.
7:13 ვაჲ მათდა, რამეთუ განვლიდეს ჩემგან, ჯაბან არიან, რამეთუ იუსჯულოეს ჩემდამო, ხოლო მე ვიჴსნიდ მათ. ხოლო მათ ზრახეს ძჳნად ჩემდა ცრუჲ.
7:14 და არა ჴმა-ყვეს ჩემდამო გულთა მათთა, არამედ ვალალებდეს საწოლთა ზედა მათთა, იფქლსა ზედა და ღჳნოსა დაიჭრებოდეს, იწუართნეს ჩემ მიერ.
7:15 და მე განვაძლიერნე მკლავნი მათნი, და ჩემდამო ზრახეს ბოროტი
7:16 და იქნნეს არარად, ვითარცა მშჳლდი მორთხმული, დაეცნენ მახჳლითა და მთავარნი მათნი უსწავლელობისათჳს ენისა მათისა, ესე საქიქელობაჲ მათი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.

© 2010, გია შერვაშიძე