12:1 |
ხოლო ეფრემ ბოროტსა სულსა სდევდა სიცხესა დღესა სრულსა, ცუდთა და ამაოთა განამრავლებდა და აღთქუმასა ასსურასტანელთა თანა აღსთქმიდა, და ზეთი ეგჳპტედ შევიდოდა, |
12:2 |
და საშჯელი უფლისაჲ იუდაჲს მიმართ შურის-გებად იაკობისა გზათაებრ მისთა და სიმარჯუეთაებრ მისთა მიაგოს მას. |
12:3 |
შორის მუცლისა განწიხნა ძმაჲ თჳსი და შრომათა მიერ მისთა განძლიერდა ღმრთისა თანა. |
12:4 |
განძლიერდა ანგელოზისა თანა და შეუძლო, რამეთუ ტიროდეს და მევედრნეს მე, სახლსა შინა ონისსა მპოვეს მე და მუნ ითქუა მათდა მიმართ. |
12:5 |
ხოლო უფალი ღმერთი ყოვლისა მპყრობელი იყოს მოსაჴსენებელ მისსა. |
12:6 |
და შენ ღმრთისა ჩუენისა მიიქცე, წყალობა და მსჯავრი დაიცევ და მიეახლე ღმრთისა მიმართ შენისა მარადის. |
12:7 |
ქანაან, ჴელსა შინა მისსა სასწორი უსამართლოებისა, მიმხუეჭელობა შეიყუარა. |
12:8 |
და თქუა ეფრემ: გარნა განვმდიდრდი, ვპოე აღმოფშჳნვაჲ მის შორის. ყოველნი შრომანი მისნი არა იპოვნენ მისსა, სიცრუისა მიერ ცოდა. |
12:9 |
ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, აღმომყვანებელი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისა, მერმეცა დაგამკჳდრებ შენ კარავთა შინა, ვითარცა დღეთა დღესასწაულისათა. |
12:10 |
და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე. |
12:11 |
არა თუ გალაად არს, ტყუილ სადმე იყვნეს გალგას მთავარნი მემსხუერპლენი და მსხუერპლისსაცავნი მათნი, ვითარცა კუვები, კორდსა ზედა ველსა. |
12:12 |
და განეშორა იაკობ ველად ასურეთისა, და ჰმონა ისრაილ დედაკაცისათჳს, და დედაკაცისათჳს დაიცვა. |
12:13 |
და წინაწარმეტყუელისა მიერ აღმოიყვანა უფალმან ისრაილი ქუეყანისაგან ეგჳპტისა და წინაწარმეტყუელისა მიერ დაცვულ იქმნა. |
12:14 |
განამწყრალა ეფრემ და განარისხა, და სისხლი მისი მას ზედავე გარდაესხას, და ყუედრება მათი მიაგოს მათ უფალმან. |