კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ოსე »
ოსე 1
ოსე 2
ოსე 3
ოსე 4
ოსე 5
ოსე 6
ოსე 7
ოსე 8
ოსე 9
ოსე 10
ოსე 11
ოსე 12
ოსე 13
ოსე 14

« ოსე 13 [BIB - xx] »
13:1 სიტყჳსაებრ ეფრემისსა სამართალნი მოიხუნა მან შორის ისრაჱლისსა, და დაუდვა ბაალსა და მოკუდა,
13:2 და აწ შესძინა ცოდვად და ქმნნეს თავთა თჳსთად გამოდნობილნი ვეცხლისაგან მათისა, ხატებისაებრ კერპთაჲსა ქმნულნი ხუროთანი შესრულებულნი მათთჳს. იგინი იტყჳან: დაკლენით კაცნი, რამეთუ ზუარაკნი მოაკლდეს.
13:3 ამისთჳს იყვნენ, ვითარცა ღრუბელი განთიადისაჲ, და ვითარცა ცუარი ცისკრისაჲ წარმავალი, ვითარცა მტუერი განბერული კალოჲსაგან და ვითარცა ორთქლი ცრემლთაგან ნაკუამლევთა.
13:4 ხოლო მე, უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანე ქუეყანით ეგჳპტით, ღმერთი ჩემგან კიდე არა იცნა და არცა ვინ არის მაცხოვარ ჩემსა გარეშე.
13:5 მე გმწყსიდი შენ უდაბნოსა, ქუეყანასა უშენსა,
13:6 საძოვრისა მათისა მახლობელად. ამოროხვით განძღომილ იქმნეს, და გულნი მათნი აღიზუავნეს და დამივიწყეს მე.
13:7 მეცა ვიქმნე მათთჳს ლომი ძუჲ, ვითარცა ვეფხი გზასა ზედა ასსურასტანისისა.
13:8 შევემთხჳო მათ, ვითარცა დათჳ უღონოქმნილი, და განვბძარო შეჴშულობა გულისა მათისა და შეშჭამდენ მათ მუნ ლეკუნი მაღნარისანი, მჴეცთა ველისათა განხეთქნენ იგინი.
13:9 განხრწნილებასა შენსა, ისრაილ, ვინ შეეწიოს?
13:10 სადა არს მეფე შენი ესე? და განგარინედ შენ ყოველთა შორის ქალაქთა შენთა. გშმჯიდენ შენ, რომელ სთქუ: მომეც მე მეფე და მთავარი.
13:11 და მიგეც შენ მეფე რისხვითა ჩემითა და ვჰგებდ გულისწყრომასა შინა ჩემსა.
13:12 გრიგალი სიცრუჲსაჲ ეფრემ, დაფარულ ცოდვაჲ მისი.
13:13 და სალმობანი, ვითარცა შობადისანი, მოვიდენ მისსა. ესე არს ძე შენი ცნობილი მით, რამეთუ აწ ვერ დაუთმოს შემუსრვასა შვილთასა.
13:14 ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი და სიკუდილისაგან ვიჴსნნე იგინი. სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თვალთაგან ჩემთა
13:15 მით, რამეთუ ამან საშუალ ძმათა განწვალოს, მოაწიოს ცეცხლი, ქარი უფალმან უდაბნოჲთ მათ ზედა, და განაჴმნეს ძარღუნი მისნი და მოაოჴრნეს წყარონი მისნი. ამან განაჴმოს ქუეყანაჲ მისი და ყოველნი ჭურჭელნი გულისსათქმელნი მისნი.

© 2010, გია შერვაშიძე