კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ოსე »
ოსე 1
ოსე 2
ოსე 3
ოსე 4
ოსე 5
ოსე 6
ოსე 7
ოსე 8
ოსე 9
ოსე 10
ოსე 11
ოსე 12
ოსე 13
ოსე 14

« ოსე 2 [BIB - xx] »
2:1 არქუთ ძმათა თქუენთა: ერი ჩემი და დასა თქუენსა: შეწყალებული.
2:2 ესაჯენით დედასა თქუენსა, ესაჯენით, რამეთუ იგი არა ცოლი ჩემი, და მე არა ქმარი მისი. განაგდოს სიძვაჲ პირისაგან მისისა და მრუშებაჲ მისი შორის ძუძუთაგან მისთა,
2:3 განვაშიშულო იგი და დავადგინო, ვითარცა დღესა შობისა მისისასა, და დავდვა იგი, ვითარცა უდაბნოჲ, და ვყო, ვითარცა ქუეყანა ურწყული, და მოვსპო იგი წყურილითა,
2:4 ძენი მისნი არა შევიწყალნე, რამეთუ ძენი მრუშებისანი არიან.
2:5 რამეთუ სიძვით ისიძვა დედამან მისმან და სირცხჳლვულ-ყო, რომელმან შვნა იგინი, და იტყოდა: შეუდგე ტრფიალათა ჩემთა, რომელნი მომცემენ პურსა და წყალსა ჩემსა, მატყლსა და სამოსელსა ჩემსა, და ზეთსა, და სასმელსა.
2:6 ამისთჳს დავჴშნე გზანი შენნი ბრწამლითა და მოგზღუდნე ყორითა, და კვალნი შენნი არა იპოვნეს.
2:7 მისდევდენ ტრფიალთა თჳსთა და ვერ ეწინეს მათ, ეძიებდეს მათ და არა პოვნეს. და თქუა: შევიქცე და მივიდე ქმრისა ჩემისა პირველისა, რამეთუ მაშინ უმჯობეს იყო ჩემდა, ვიდრე აწ.
2:8 ხოლო მან არა უწყოდა, თუმცა მე მივეც მათ იფქლი და ღჳნო და ზეთი, და განუმრავლენ მას ვეცლხლი და ოქროჲ, რომელი უქმნეს ბაალსა.
2:9 ამისთჳს მოვიქცე და მოუღო იფქლი ჩემი ჟამსა თჳსსა და განვსძარცო მისგან მატყლი ჩემი და სელი ჩემი, რომლითა დაიფარვიდენ სირცხჳლთა თჳსსა.
2:10 და აწ განვაცხადო სიცოფე მისი წინაშე ტრფიალთა მისთა, და კაცმან ვერ განარინნეს ჴელთაგან ჩემთა.
2:11 მოუღო ყოველი სიხარული მისი, და დღესასწაული მისი, და თთჳსთავნი მისნი, და შაბათობანი მისნი, და ყოველნი დღეკეთილობანი მისნი
2:12 უგულებელს-ვყუნე, ვენაჴნი მისნი და ლეღოვანნი მისნი, რომელთათჳს იტყოდა: მიზდი მრუშებისა ჩემისა არს ესე, რომელნი მომცეს მე ტრფიალთა ჩემთა, - ხოლო დავსხნა იგინი ოჴრად და მოსჭამდენ მას მჴეცნი უდაბნოსანი.
2:13 შურ-ვაგო დღეთა ბაალისთა, რომელ უზორვიდა და შეიმკობდა სამკაულითა თჳსითა და ვიდოდა ტრფიალთა თანა თჳსთა და მე დამივიწყა, იტყჳს უფალი,
2:14 ამისთჳს განვაძო იგი და წარვდევნო უდაბნოსა და ვიტყოდე შორის გულისა მისისა.
2:15 და მივცე მას მონაგები თჳსი, მასვე ადგილსა, ღელე ნაქორისა სასოდ მოსაღებელად და იმღერდეს დღეთაებრ სიჭაბუკისა თჳსისა და დღეთაებრ გამოსლვისა ქვეყანით ეგჳპტით.
2:16 და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - მხადოს მე მან ქმარი. ჩემი და არღარა ხადოს მან ბალამის.
2:17 და მოიღოს სახელი ბალამის პირისა მისისაგან და არღარა მოიჴსენონ სახელები მათი.
2:18 და აღუთქუა მათ აღთქმა მათი მათ დღეთა შინა მჴეცთა თანა ველისათა, და მფრინველთა ცისათა და ქუეწარმავალთა ქუეყანისათა მშმჳლდი და ბრძოლა და მახჳლი შევმუსრო ქუეყანით. და დაგამკჳდრო შენ სასოებით,
2:19 და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა საუკუნოდ,
2:20 და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სიმართლით, და განკითხვით, და წყალობით, და მოგითხოო შენ თავისა ჩემისა სარწმუნოებით, და იცნა შენ უფალი.
2:21 და იყოს მას დღესა შინა, -- იტყჳს უფალი, -- ვისმინო მე ცისა. და ცამან ისმინოს ქუეყანისა და ქუეყანამან ისმინოს იფქლისა და ღჳნისა, და მათ ისმინონ იეზრაელისა.
2:22 და დავსთესო იგი თავისა ჩემისა ქუეყანასა და შევიწყალო არა შეწყალებული იგი. და ვრქუა არა ერსა ჩემსა: ერი ჩვმი ხარი შენ. და მან მრქუას: უფალი ღმერთი ჩემი ხარი შენ.

© 2010, გია შერვაშიძე