კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ოსე »
ოსე 1
ოსე 2
ოსე 3
ოსე 4
ოსე 5
ოსე 6
ოსე 7
ოსე 8
ოსე 9
ოსე 10
ოსე 11
ოსე 12
ოსე 13
ოსე 14

« ოსე 14 [BIB - xx] »
14:1 უჩინო იქმნეს სამარია, რამეთუ წინააღმდგომ იქმნა ღმრთისა მიმართ მისისა, მახჳლისა მიერ დაეცნენ, და მძუძებანი მათნი უჩინო იქმნენ და მუცელქმნულნი მათნი განიბძარნენ.
14:2 მოიქეც, ისრაჱლ, უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა მით, რამეთუ მოუძლურდი უსამართლოებათა მიერ შენთა.
14:3 მიიხუენით თავთა თქუენთა თანა სიტყუანი, და მოიქეცით უფლისა მიმართ, არქუთ მას: ძალ-გიც მიტევებად ცოდვათა, რამეთუ არა მიიღოთ სიცრუე, და მოიღოთ კეთილი, და მივაგოთ ნაყოფი ბაგეთა ჩუენთა და განშუენდენ კეთილითა გულნი თქუენნი.
14:4 ასურ ვერ მიჴსნეს ჩუენ, ცხენთა არა ავსხდეთ, არღარა ვთქუათ: ღმერთნი ჩვენნი ქმნილნი ჴელთაგან კაცთაჲსა, რომელი არს შენ შორის, ობოლი შეიწყალოს,
14:5 და განვკურნო საყოფელი მათი და შევიყუარნე იგინი ერთბამად, რამეთუ მოიქცა გულისწყრომა ჩემი მათგან.
14:6 ვეყო, ვითარცა ცუარი ისრაჱლსა, აყუავნეს, ვითარცა შროშანი. დ, განიბნეს ძრნი მისნი, ვითარცა ლიგანმან.
14:7 ვიდოდინ რტონი მისნი, და იყოს, ვითარცა ზეთისხე ნაყოფიერი, და საყნოსი მისი, ვითარცა გუნდრუკი.
14:8 მოიქცენ და დასხდენ საფარველსა ქუეშე მისსა. ცოცხალ იყუნენ და განმტკიცნენ იფქლითა, და აღყუავნეს, ვითარცა ვენაჴი, საჴსენებელი მისი, ვითარცა ღჳნოჲ ლიბანისაჲ.
14:9 ეფრემსა - რაჲ არს მისი და კერპთაჲ? მე დავამდაბლე იგი და განვაძლიერო იგი. მე, ვითარცა ნაძჳ შროშანი ამაღლებული. ჩემგან ნაყოფი შენი იპოოს.
14:10 ვინ არს ბრძენ და გულისხმა-ყუნეს ესენი? გულისხმიერ და ცნეს ესენი მით? რამეთუ წრფელ არიან გზანი უფლისანი და მართალნი ვიდოდიან მათ ზედა, ხოლო უთნონი მოუძლურდენ მათ ზედა.

© 2010, გია შერვაშიძე