10:1 |
და ესენი არიან, რომელთა დაბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისა და შენდა მიმართ: ნეემია, ძემან აქალისმან, და სედეკა, ძემან |
10:2 |
სარეასმან, და აზარია და იერემია, |
10:3 |
და ფასურ, მიქია, |
10:4 |
ატოს, ასაბანია, მალუქ, |
10:5 |
ემათ, მარამოთ, აბდია, |
10:6 |
დანიელ, კანათონ, ბარუქ, |
10:7 |
მესულამ, აბია, მიამინ, |
10:8 |
მადია, ბელგეენ, სემეი. ესე ყოველნი არიან მღდელნი |
10:9 |
და ლევიტელნი: ისუ, ძე აზანიასი, ბანია ძეთა მათგან ენადადასთა, კადმელ, |
10:10 |
და ძმანი მისნი: ზებანია, ოდოია, კალიტან, ფელია, ამაან, |
10:11 |
მიქაან, რობა, სებია, |
10:12 |
ზაქორ, ზარაბია, სებანია, |
10:13 |
ლოდუა, ბანუნიას. |
10:14 |
მთავარნი ერისანი: ფოროს, ფაათ, მოაბ, ელაამ, ზათონია. |
10:15 |
ძენი ბანესნი: აზურათ, ბეგაია, |
10:16 |
ადონია, ბაგოვ, ეგინ, |
10:17 |
ატერ, ეზეკია, აზორ, ადოვია, |
10:18 |
აიდა, ასამ, ბესეია, |
10:19 |
არიფ, ანათოთ, ნოვრა, |
10:20 |
მაგაფელ, მესულამ, ეზირმე, |
10:21 |
ნოზაბელ, სადუკ, ედუქ, |
10:22 |
ფალტა, ანან, ანანია, |
10:23 |
ოსეე, ანანიას, ასუფ, |
10:24 |
აპოეს, პილა, სოფეკ, |
10:25 |
ჰრეუმ, ესაბანან, მალუვა, |
10:26 |
აია, ენან, ონან, |
10:27 |
მალუს, ჰრეუმ, ბანა. |
10:28 |
და სხუანიცა ნეშტნი ერისანი მღდელნი და ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანელნი და ყოველი ერი ესე ჩუენი, რომელთა გვესმის სჯული უფლისა ღმრთისა ჩუენისა, დავსდებთ წამებასა დღეს შენ წინაშე, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი მათნი. |
10:29 |
და რომელნი-იგი ერთკერძო გარდაჴდეს სჯულსა შენსა, ფიცით დავამტკიცებთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და დაწყეულ, რომელთა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსესითა, არამედ ყოველთა ნებითა ჩუენითა დავიმახროთ, და ვყოთ ყოველივე ნება უფლისა ღმრთისა და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი |
10:30 |
არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვგუარნეთ ძეთა ჩუენთა. |
10:31 |
და ერმან ამის ქუეყანისამან არა მოიღოს ჩუენდა სავაჭრი, დღესა შაბათსა და არა ვიყიდოთ მათგან შაბათსა რამეთუ დღე წმიდა არს და წმიდად ვიმარხოთ ყოველი იგი შჳდეული. |
10:32 |
და მივსცეთ ქველისსაქმარი მესამისა მის დიდრაქმისა წლითი წლად ხარკი სახლისა ღმრთისა. |
10:33 |
და პური იგი პირველი და შესაწირავი ჟამად და ჟამად, საკუერთხი ყოველთა დღესასწაულთა წელიწდისათა და შაბათთა და ყოველთა თვისთავთა და სატფურებისა და სიწმიდეთა და ცოდვათათჳს, რომელ-იგი არს სალხინებელად ისრაჱლისა და საქმე ტაძრისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა. |
10:34 |
და წილ-ვიგდოთ მკჳდრობისათჳს ძელისა მისთჳს, რომელ მიუვლინა მღდელთა მათ და ლევიტელთა და ერმან მოიღენ სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა და სახლსა მამათა ჩუენთასა ჟამად და ჟამად და წლითი წლად, რომელი-იგი წეს იყოს, საგზებელად ზედა საკურთხეველსა შესაწირავთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა |
10:35 |
და მივეცით ნაყოფისაგან პირველთა ქუეყანისათა ჩუენისაგანისათა და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა, |
10:36 |
დიდრაქმა პირმშოთა შვილთა ჩუენთა და პირმშოები საცხოვართა ჩუენთა. ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, და პირმშოები ზროხათა ჩუენთა და არვეთა ჩუენთა მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, მღდელთა შენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა სახლისა უფლისასა |
10:37 |
და პირველი იფქლისა ნაყოფი ხეთა ვენაჴისა და ზეთისხილისა მივართვათ მღდელთა მათ სახლისა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა და ათეული ქუეყანისა ჩუენისა, და ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად. |
10:38 |
და იყავნ მღდელი ძეთა მათგან აჰრონისთა, რომელმან მოათეულნეს ლევიტელნი იგი. და ლევიტელთა მათ ათეულისა მისგან ჩუენისა მისცედ ათეული მღდელსა მას დიდსა სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, ადგილსა მას საფასისასა, რომელ არს ტაძარსა მას უფლისასა. |
10:39 |
რამეთუ იდვა საფასედ და საუნჯედ ძეთა მათთჳს ლევიტელთასა და მსახურთა მათ ადგილსა მას, სადა არს ჭურჭელი იგი სიწმიდისა, და იყავნ მღდელთა მათ და ლევიტელთა და მეკარეთა და მეფსალმუნეთა, და ნუ სადამცა მოაკლდების მათ როჭიკი სახლისაგან ღმრთისა ჩუენისასა უკუნისამდე, ნუცამცა იგინი დააყენებენ მსახურებასა უფლისასა. |