კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II ეზრა »
II ეზრა 1
II ეზრა 2
II ეზრა 3
II ეზრა 4
II ეზრა 5
II ეზრა 6
II ეზრა 7
II ეზრა 8
II ეზრა 9
II ეზრა 10
II ეზრა 11
II ეზრა 12
II ეზრა 13

« II ეზრა 12 [BIB - xx] »
12:1 და ესე არიან მღდელნი და ლევიტელნი, რომელნი გამოვიდეს ზორაბაბელის თანა ძისა სალათიელისა და ისუ; სარაია, და იერემია,
12:2 ამარია, მალუქ, ატუს,
12:3 სებენიას, რეუმ, მერიმოთ,
12:4 ადო, გენდონ, აბიას,
12:5 მალმინ, მადიას, ბელგას,
12:6 სემეია, იოვარიბ, იდაიას, სელუ, ამოქ, ელკიას,
12:7 იდაიას. ესე არიან მთავარნი მღდელნი და ძმანი მათნი ჟამსა ისოსასა.
12:8 და ლევიტელნი იგი: იესუვა, ბენუი, კადმელ, სარბა, იუდა და ათთანია და ძმანი მათნი, რომელნი-იგი განწესებულ იყუნეს დღითი დღე,
12:9 ბეთბეგას და ანი, და ძმანი მისნი ყოველნივე წესსა ზედა თჳსსა.
12:10 იოსუვე შვა იოვაკიმ, იოვაკიმ შვა ელიასიბ, ელიასიბ შვა იოვადა.
12:11 იოვადა შვა იონათან, იონათან შვა იედოვა.
12:12 და დღეთა იოვაკიმისათა იყუნეს მღდელნი და მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს: სარაია, მარაია, იერემია, ანანია,
12:13 ეზრა, მოსოლამ, ამარია, იოვანან,
12:14 მილიკო, იონათან, სებენია, იოსებ,
12:15 არამ, ედნა, მარიოთ, ელკიმ,
12:16 ადაია, ზაქარიას, ბენდონ, მოსოლას,
12:17 აბია, ზეგრი, მიამინ, და მოადია და ფელდა,
12:18 ბელგა, სამუა, სემაია, იონათან,
12:19 იოვარიბ, მათანაი, იუდაია, აზი,
12:20 სელაი, ჩელაი, ამოქ, ებერ,
12:21 ელკია, ასებია, იდაია, ნათანაელ.
12:22 და ლევიტელნი იგი დღეთა ელიასიბისთა: იოვადა და იოვა იოვანან და იდუა, შერაცხილნი იგი მფლობელნი მამათმთავარნი და ესე ყოველნი მღდელნი იყუნეს შარავანდედობასა მას დარეჰ მეფისასა.
12:23 და ძენი ლევისნი მფლობელნი და მამათმთავარნი აღწერილნი წიგნთა სიტყუათა დღეთა რიცხუთასა ვიდრე დღემდე იონან ძისა ელუასუბისა.
12:24 და მთავარნი იგი ლევიტელთანი: ასაბია და სარაბია და ისუ და ძენი კადმელისნი და ძმანი მისნი მახლობელად მისა აკურთხევდეს და უგალობდეს, ვითარცა-იგი ბრძანა დავით, კაცმან მან უფლისამან.
12:25 მათანიას, ბეთბეგა, ობედია, მოსოლამ, თელმონ, აკუბ და მეკარენი და მეწესენი და ძენი წინაშე კარისა.
12:26 ესენი იყუნეს დღეთა იოვაკიმისთასა. ძისა ისუასთა, ძისა იოსედეკისა, დღეთა ნეემიასთა და ეზრა მღდელისა და მწერალისა შჯულისა უფლისა.
12:27 და სატფურებასა მას ზღუდისა მის იერუსალჱმისასა, მოიძიეს ლევიტელნი იგი ადგილსა მათსა და მოყვანებად მათა იერუსალჱმდ ყოფად სატფურსა მას სიხარულითა და მადლობითა და შესხმითა და ნოვაგითა და წინწილითა და ბობღნითა და ფსალმუნითა და ქებითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა
12:28 და შეკრბეს ყოველნივე, რომელნი შეასხმიდეს და უგალობდეს გარემო ყოვლით კერძო იერუსალჱმსა დაბათაგან ნეფთუმაფისათა,
12:29 სახლისაგან გალგალისა და თემისაგან გებისა და ამალეთისა ამისთჳს, რამეთუ შემასხმელთა აღაშენეს დაბნები გარეშემო იერუსალჱმისა მათთჳს.
12:30 და განიწმინდეს ყოველნი იგი მღდელნი და ლევიტელნი და განწმინდეს ერი იგი და მეკარენი იგი დიდისა მის ზღუდისა ბჭისანი.
12:31 და აღავლინნეს მთავარნი იგი იუდასნი ზედა ზღუდესა მას პირისპირ შესხმითა ნოვაგთათა ორ-ორი ვიდრე ბჭედმდე სანაგვისა.
12:32 შემდგომად ამათსა: იოსია, ოზია და ზოგნი იგი მთავარნი მათნი იუდასნი,
12:33 აზარია, ეზრა, და მოსულამ. იუდა და ბენიამენ და სამია და იერემია.
12:34 და ძეთა მათგან მღდელთანი იყუნეს, რომელნი ჰბერვიდეს ნესტუსა მას: ზაქარია, ძე იონანისი, ძე სალმიასი, ძე მათთანიასი, ძე მიქიასი, ძე ზაქარიასი, ძე ასაფისი.
12:35 და ძმანი მათნი: სამეია, იეზრიელ, მალალაილ, გალალაილ, მაალ, ნათანაელ და იუდა და ანანი, აკურთხევდეს და შეასხმიდეს გალობითა მით დავითისითა, კაცისა მის ღმრთისათა, რომელი-იგი გაენოაგა, და ეზრა მწერალი წინაუძღოდა მათ ზედა ბჭეთა მათ წყაროთასა.
12:36 და რომელნი-იგი შეასხმიდეს, მივიდოდეს პირისპირ მისა და აღჴდეს აღსავალთა მათ ქალაქისა დავითისთა. და აღსლვასა მას ზღუდისასა ზემოკერძო ტაძართა მათ დავითისათა ვიდრე ბჭემდე წყალთა მათ ეფრემისათა მზისა აღმოსავლით კერძო.
12:37 და მეორენი ხორონი მადლობდენ და ვიდოდენ პირისპირ მათსა, და მე შეუდეგ უკანა მათსა და ზოგნი ერისა მის დგენ ზღუდესა ზედა და გოდოლსა ზედა ღუმელისასა ვიდრე ზღუდედ ვრცელამდე.
12:42 და შეწირეს მას დღესა შინა საკუერთხები დიდ-დიდები და განმხიარულდეს ფრიად, რამეთუ ღმერთმან მხიარულ-ყუნა იგინი, სიხარულითა დიდითა, და ცოლები მათი, და ძენი მათნი და ასულნი მხიარულ-იყუნეს, და განისმა სიხარული იგი მათი იერუსალჱმისა შორიელთა ადგილთა.
12:43 და დაადგინნეს მას დღესა შინა კაცნი ზედა ფასსა მას საფასისასა და პირველთა მათ ათეულთა. და რომელი-იგი ერთვე შეკრბებოდა მუნ მთავართა მათგან ქალაქისათა. ვითარცა ბრძანებულ იყო სჯულსა მეორესა მღდელთა მათ და [!] ლევიტელთა, რამეთუ სიხარული დიდი იყო შორის იუდასა და შორის მღდელთა მათ და ლევიტელთა
12:44 და ეკრძალნეს სიწმიდეთა მათ ღმრთისათა და დაიმარხეს სიწმიდე იგი, რომელ-იგი იყუნეს შემასხმელნი ფსალმუნთანი, და მეკარენი იგი, ვითარცა განაწესეს დავით და ძემან მისმან სოლომონ.
12:45 რამეთუ დღეთა დავითისთა ასაფ იყო წინამძღურად და მთავრად შესხმასა მას გალობისასა, რომელნი-იგი ნოაგითა შეასხმიდეს და ადიდებდეს ღმერთსა.
12:46 და ყოველი ისრაჱლი დღეთა მათ ზორობაბელისთა და დღეთა ნეემისთა მისცემდეს ნაწილსა და განყოფასა შემასხმელთა მათ და მეკარეთა. ვითარცა განაწესა დღითი დღედ და წმიდა-ჰყოფდეს ლევიტელთა მათ და ლევიტელნი იგი განსწმედდეს ძეთა მათ ქარონისათა.

© 2010, გია შერვაშიძე