13:1 |
დღესა მას შინა აღმოიკითხეს წიგნი მოსესი სასმენელთა მმართ ერისათა. და იყო მას შინა წერილ ესრეთ, ვითარმედ: ნუმცა შევალს ამონიტელი მოაბელი ეკლესიასა ღმრთისასა უკუნისამდე ჟამთა. |
13:2 |
რამეთუ არა მიეგებოდეს ძეთა ისრაჱლისათა პნრითა და წყლითა, არამედ მოიყვანეს სასყიდლით ბალაამ მისანი, რათამცა წყევნა იგინი, გარდააქცია ღმერთმან წყევა იგი კურთხევად. |
13:3 |
და იყო, რაჟამს ესმა სჯულისა მისგან, განიშორნეს და განიყუნეს იგინი ყოველნი, რომელნი აღრეულ იყუნეს ისრაჱლთა. |
13:4 |
და უწინარესსა მისსა ელიასუბ მღდელმან საფასესა სახლისა უფლისა ჩუენისასა სცა ადგილი ტობიას. |
13:5 |
და იშენა მუნ სახლი თავისა თჳსისა, საფასე დიდი და მუნ იყო. და პირველადცა სცემდეს მანანასა მას და ლიბანონსა და ჭურჭელსა სიწმიდისათა, და ათეულსა იფქლსა, და ღჳნისასა, და ზეთისასა, და ერბოსასა, და როჭიკსა ლევიტელთა, და შემასხმელთა, და მეკარეთა და მღდელთმოძღუართა |
13:6 |
ვიდრე ესე ყოველი იყო, მე არა ვიყავ იერუსალჱმსა, რამეთუ წელსა მეათცამეტესა და მეორესა არტაშესსა მეფისა ბაბილოვანთასა შევედ წინაშე მეფისა, ხოლო შემდგომად მრავალთა დღეთა ვითხოე მეფისაგან. |
13:7 |
რამეთუ შთავედი იერუსალჱმდ და გულისხმა-ვყავ ყოველი ბოროტი, რომელიცა ყო ელიასი ტობიასათჳს, რამეთუ მისცა მას აღშენებად სახლი საფასეთა ეზოსა შინა სახლისა უფლისასა. |
13:8 |
ხოლო ბოროტად შემერაცხა წინაშე ჩემსა ფრიად და გარეგანვაგდე ყოველი ჭურჭელი ტობიასი სახლისაგან საფასისა უფლისათა. |
13:9 |
და ვბრძანე, რათა განწმიდონ სახლი საფასეთა, და მოვაქციე მუნითგანვე ჭურჭელნი და სამსახურებელნი სახლსა უფლისასა ყოველივე და ლიბანონი. |
13:10 |
რამეთუ გულისხმა-ვყავ და ზედამიწევნულ ვიქმენ, რამეთუ ნაწილნი ლევიტელთა არა მიეცა და იგინი წარსრულ იყუნენ აგარაკთა თჳსთა, ხოლო ლევიტელნი და შემასხმელნი იქმოდიან საქმეთა მუშაკობისათა, |
13:11 |
რამეთუ ვაბრალებდი მთავართა და ვეტყოდი: რასათჳს მოაკლდენ როჭიკნი სახლისაგან უფლისა? და შევკრიბე ყოველნი მსახურნი და დავაწესე იგინი ადგილსა მათსა. |
13:12 |
და ყოველნი ჰურიანი მოიტანდეს ათეულთა იფქლისათა და ღჳნისასა. და ზეთისასა საფასესა სახლსა უფლისასა. |
13:13 |
და უბრძანე მიცემად ჴელთა ელიმა მღდელისა და სადუკა მწერალისასა და ფადიასა, რომელ იყო ლევიტელთაგან, და ჴელთა მათსა ანან, ძე ზაქარისა, ძე მათანისა, მით, რამეთუ სარწმუნონი იყუნეს იგინი, რომელნი განუყოფდეს და მისცემდენ ძმათა მათთასა. |
13:14 |
მომიჴსენოს მე ღმერთმან მის ყოვლისათჳს და არა განმაშოროს მისი ჩემგან, რომლისათჳს ვყავ ესე ყოველი სახლსა უფლისასა, ღმრთისა ისრაჱლისა. |
13:15 |
მათ დღეთა შინა ვხედევდი ჰურიასტანს შინა, რამეთუ სწნეხდენ საწნეხელთა დღესა შაბათსა და მოაქუნდათ მჭელეულნი ბჭეთა იერუსალჱმისათა და აღსტჳრთვიდენ კარაულთა ღჳნოსა, და ყურძენისა და ლეღჳსა ტჳრთნი მოაქუნდათ იერუსალჱმსა დღესა შაბათსა, ხოლო ვიპყარ მოწამენი, რამეთუ ჰყიდდენ დღესა შაბათსა |
13:16 |
რამეთუ ისხდენ ადგილთა სავაჭროთასა, რომელთა მოაქუნდათ თევზი და ყოველნი სავაჭრონი, და იყიდვიდენ დღესა შაბათსა ჰურიანი იერუსალჱმსა შინა, |
13:17 |
რამეთუ ვაბრალებდი მე ძეთა ჰურიათასა, რომელნი იყუნენ იერნსალჱმსა შინა, და მთავართა იუდასთა და ვეტყოდი მათ: რა არს უსჯულოებაჲ ესე, რომელსა თქუენ ჰყოფთ და შეურაცხ-ჰყოფთ დღესა წმიდასა შაბათსა? |
13:18 |
არა ესრეთ ჰყვესა მამათა თქუენთა და მოაწიაცა მათა ზედა ღმერთმან ბოროტნი ესე ყოველნი და ქალაქსა ამას ზედა? ხოლო თქუენ რაჲსათჳს მოაწევთ რისხვასა ისრაჱლთა ზედა და შეურაცხ-ყოფთ დღესა წმიდასა შაბათთასა? |
13:19 |
იყო ოდეს აღვმართენ ბჭენი იერუსალჱმისანი, პირველ შაბათისა ვბრძანებდ დაჴშვად ბჭეთა და არა უტევებდი გაღებად მათა, ვიდრე გარდაჴდებოდა შაბათი. და კუალად დავადგინე ჭაბუკნი მცველად, რათა არავინ იკადროს შესლვად მძლავრობით დღესა შაბათსა ბჭეთა იერუსალჱმისათა. |
13:20 |
და დაადგრიან ყოველნი, რომელნი გაჰყიდდენ გარეშე იერუსალჱმისა, ერთგზის და ორგზის. |
13:21 |
და ვარქუ მათ: რასათჳს დაადგრებით თქუენ გარეშე ზღუდისა მაგის? და უკუეთუ კუალადცა ვიხილო უშჯულოებაჲ ეგე, ვბრძანო, რათა ვერღარა შეხჳდეთ თქუენ [!] შაბათსა შინა ქალაქსა ამას. |
13:22 |
და ვარქუ ლევიტელთა, რომელნი იყუნენ განწმედილ, მოვიდოდენ და დაიცევდენ ბჭეთა, წმიდა-ყოფდენ დღესა შაბათსა და მიერითგან არღარა შეურაცხ-ყვეს შაბათი. და ამას ყოველსა ზედა მომიჴსენოს მე ღმერთმან და არა განმწიროს მე მრავლითა მოწყალებითა თჳსითა. |
13:23 |
და მათ დღეთა შინა ვიხილე ჰურიანი, რამეთუ ისხდენ დედანი აზოტელნი და ამონელნი და მოაბელნი. |
13:24 |
და ძენი მათნი რომელნიმე დედათა ეტყოდენ აზოტელებრ და არა იცოდენ მეტყველებაჲ ებრაელებრ. |
13:25 |
დავაბრკოლებდი მათ და დავსწყევდი მათ, და დავეც მათგანნი კაცნი მრავალნი და ვაფუცე მათ სახელი ღმრთისა, რათა არა მისცენ ასულნი მათნი ძეთა მათთა და არცა ასულნი მათნი მოიყვანონ ძეთა მათთათჳს და ვარქუ მათ: |
13:26 |
არა მაგათ ყოველთათჳს შესცოდა სოლომონ, მეფემან ისრაჱლისამან? ხოლო ვინ იყო, ვითარცა-იგი ბრძენი ყოველთა მეფეთა ჩუენთა შორის? და საყუარელ იყო იგი ღმრთისა და დაადგინა იგი ღმერთმან მეფედ ყოველთა ზედა ისრაჱლთა და ესევითარი საყუარელი ღმრთისა და ბრძენი და დიდი მეფე აცთუნეს და გარდააქციეს დედათა ნათესავთა უცხოთა |
13:27 |
და აწ არა ვისმინო, უკუეთუ ვინმე ყოს ეგევითარი დიდი ბოროტი და ცოდოს ღმრთისა მიმართ და ცოლად ისვას უცხოთესლი. |
13:28 |
და ძეთა იოვადისათა და ელიასიბისა დიდისა მღდელისა მესმა, რამეთუ იყო ცოლი მისი ასული სანაბალატისა და განძებით განვდევნე იგი ჩემგან. |
13:29 |
მოიჴსენოს იგინი ღმერთმან სამკჳდრებელსა და აღთქმისა მღდელობისა მისისასა. |
13:30 |
და ლევიტელნი განვწმიდენ ყოველთა უცხოთესლთაგან, განკარგვით განვაწესენ იგინი დღითი დღე, მღდელნი და ლევიტელნი, კაცად-კაცადი საქმეთა თჳსთა. |
13:31 |
და მივეც განკარგულთა მოღებად ყოველი შეშა დასაწველთა თჳთეულთა ჟამთასა და პირველთა ნაყოფთა მათთასა მომიჴსენოს. მე ღმერთმან ჩუენმან ყოველსა კეთილსა სიმართლისა ჩემისასა, კურთხეულ არს იგი, რომელი არს უკუნისამდე ამინ. |