კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« II ეზრა »
II ეზრა 1
II ეზრა 2
II ეზრა 3
II ეზრა 4
II ეზრა 5
II ეზრა 6
II ეზრა 7
II ეზრა 8
II ეზრა 9
II ეზრა 10
II ეზრა 11
II ეზრა 12
II ეზრა 13

« II ეზრა 5 [BIB - xx] »
5:1 და იყო ღაღადებაჲ დიდი ერისა მათისა და ცოლებისა მათისა, კაცისა ძმისა მიმართ თჳსისა.
5:2 და თქვიან: ძეთა ჩუენთათჳს და ასულთა ჩუენთათჳს, რომელთა მოაკლდა საზრდელი, და მივიდეთ და ვიყიდოთ და ვჭამოთ.
5:3 და რომელნიმე იტყოდეს: ყანა ჩუენი და ვენაჴი ჩვენი და სახლნი დაუსხნეთ წინდად, და მოვიღოთ იფქლი.
5:4 და იყვნეს, რომელნიმე იტყოდეს: მივსცეთ მონაგები ჩუენი და მოვიღოთ ოქროჲ და ვეცხლი, და მივსცეთ ხარკად მეფესა.
5:5 და აწ, ვითარცა ჴორცნი ძმათა ჩუენთანი, არიან ჴორცნი ჩუენნი და, ვითარცა შვილნი მათნი, შვილნი ჩუენნი, და აწ რასა მივსცენით ჩუენ ძენი ჩუენნი მონებად და ასულნი ჩუენნი წარვიდეს მძლავრებით და არა არს ჴელთა შინა ჩუენთა ძალი, რომლითამცა ვიჴსნენით იგინი.
5:6 და შევწუხენ მე ფრიად, რაჟამს მესმა ღაღადებაჲ მათი და სიტყუაჲ მათი.
5:7 განვიზრახევდი გონებასა ჩემსა და ვიწყე ლალვად პატიოსანთა მათ მიმართ და მთავართა მათთა და ვარქუ მათ: თქუენ ხართ, რომელნი მოჴდით ხარკსა ძმათაგან თქუენთა და უბრძანე მათ ყოფად კრებულ დიდად.
5:8 და ვეტყოდე მათ: ჩუენ ვიჴსნნეთ ძმანი ჩუენნი ურიანი, რომელნი-იგი განყიდნეს წარმართთა შორის, რომელი ჩუენ ვერა გულისხმა-ვყავით, და თქუენ განყიდენით იგინი. და დადუმნეს და ვერა რა მომიგეს.
5:9 და ვთქუ: არა კეთილ არს საქმე ეგე, რომელსა თქუენ იქმთ, რამეთუ არა გეშინის თქუენ ღმრთისა, და ამისთჳს ვერ განვერენით ჩუენ ყუედრებისაგან წარმართთა და მტერთა ჩუენთასა.
5:10 და ვარქუ ძმათა ჩემთა და მეცნიერთა: თქუენცა გეტყჳ, მივსცეთ ვეცხლი და ნაყოფი ჩუენი საჴსრად, რომელსა ითხოვენ ხარკისმომჴდელნი იგი.
5:11 და ვიჴსნნეთ დღეს არენი და ვენაჴნი და ზეთისხილოვანნი და ნერგნი მაგათნი ვეცხლითა ჩუენითა, და იყიდონ იფქლი და ღჳნო და ზეთი და მოართვან მაგათ.
5:12 და ჰრქუეს მთავართა მათ და სხუათა მათცა დიდ-დიდთა: მოვაქციოთ მუნვე მათგან, არა მოვიღოთ და ეგრეთვე ვყოთ ყოველმან, ვითარცა-იგი გჳბრძანე. და მოუწოდე მღდელთა მათ და ვაფიცენ იგინი ამას სიტყუასა.
5:13 და საბლარდელი იგი ჩემი განვყარე მაგრიად და ვთქუ: ესრეთ დაყარენ ღმერთმან ყოველი კაცი, რომელმან არა აღასრულნეს სიტყუანი ესე, ცხორებისაგან თჳსისა და ადგილისაგან თჳსისა, ესრეთ დაყრილ და დაცჳვნებულ იყავნ ცხორებისაგან თჳსისა. და თქუა ყოველმან ერმან კრებულისამან: ამენ. და აკურთხეს უფალი. ყვეს და აღასრულეს ყოველმან კრებულმან სიტყუაჲ ესე
5:14 და მიერ დღითგან, ვინათგან უბრძანე, რათა არა იყუნენ იგინი მთავრად იუდასა ზედა, მეოცით წლითგან ვიდრე მეოცდაათ წლადმდე, მეორედ არტაშეს მეფისა ათორმეტ წელ, და მე და ძმანი ჩემნი ვიყვენით მთავრად, მძლავრობით ჩუენ არავისი ვჭამეთ და არცა ვსუთ.
5:15 და რომელნი-იგი ჰმძლავრობდეს პირველად და დაამძიმეს მათ. და მოუღეს პური და ღჳნო და სხუაჲ ყოველი, ვეცხლი ორმეოცი დიდრაქმა, მივეც უფალთა თჳსთა და განვაყენენ იგინი მთავრობისა მისგან ერისასა და მე არა ვიყავ მათებრ შიშისა მისთჳს ღმრთისა.
5:16 და განმარჯვებულ იყო საქმე იგი ზღუდისა მის, და არავის ვჰმძლავრე და მოუღე რა, ანუ ვენაჴი. გინა თუ სხუა რა, და ყოველნივე იყუნენ დაყუდებულ საქმესა ზედა ზღუდისასა.
5:17 და ას ოდენ კაც ურიათგანი და სხუანი, რომელნი-იგი მივიდოდეს წარმართთაგანნი ჩუენდა,. რომელნი იყუნეს გარემოს ჩუენსა, მე მოვიყვანნი. და დავირთნი პურსა ჩემსა.
5:18 და მეყვის დღეს ერთი ჟუჟარაკი და ექუსი ცხოვარი რჩეული და ერთი წელიწადეული კრავი, ესე იყო დღისა ჩემისა როჭიკი და შუა ვყვი ათი დღე და ურიდად ვსმიდი ღჳნოსა, და არავისი მოვიღი მძლავრებით პური, ანუ ღჳნო ყოველთაგან, რამეთუ უწყოდე, ვითარმედ მძიმე იყო საქმე იგი ერისა მის
5:19 მომიჴსენენ მე ღმერთმან კეთილსა შინა, ვითარცა-იგი ვყავ მე ყოვლისა მის ერისათჳს.

© 2010, გია შერვაშიძე